რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, 35-ე საფეხბურთო სკოლის დაჭრილი მოზარდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა თეა თავართქილაძემ განაცხადა, მოზარდები ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და ამ ეტაპისთვის ქირურგიული სახის ჩარევა არ იგეგმება.
„17 წლის ორი დაჭრილი მოზარდი კლინიკაში თვითდინებით, დაახლოებით 20:00 საათისთვის მოვიდნენ, აღებიშნებათ გულმკერდის წინა ზედაპირზე თითო შემავალი ნაჩხვეტ-ნაკვეთი ჭრილობა“, – განაცხადა მედიკოსმა.
ადგილზე სამართლდამცველებიც იმყოფებოდნენ, თუმცა მათ კომენტარის გარეშე დატოვეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორია.