Home ახალი ამბები მთავარი პროკურორი მაჩალიკაშვილის ოჯახთან შესახვედრად მზად არის

მთავარი პროკურორი მაჩალიკაშვილის ოჯახთან შესახვედრად მზად არის

780

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს.

როგორც შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობს.

„ზოგადად, ყველასთან ვარ მზად, რომ მქონდეს შეხვედრა. ჩვენ ჩვენს საგამოძიებო დანაყოფში თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ვატარებთ გამოძიებას გამჭვირვალედ. ოჯახს და ოჯახის ადვოკატს აქვს გამოძიების მასალებთან სრული წვდომა და ისინი ინფორმირებულნი არიან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარებულია, თუმცა ჩასატარებელია სხვა საჭირო საგამოძიებო მოქმედებებიც, დანაშნულია ექსპერტიზები და ველოდებით მათ შედეგებს. რა თქმა უნდა, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება”, – განაცხადა შოთაძემ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here