Home რუბრიკები სამართალი სასამართლომ „ალფონსი“ გაამართლა?

სასამართლომ „ალფონსი“ გაამართლა?

992

ზესტაფონის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ოთარ კაპანაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. კაპანაძეს ბრალი სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარაში ედებოდა.
საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ნინო რ-სთან, რომელიც მას ფინანსურად ეხმარებოდა. ნინო რ-სგან გარკვეული თანხების მიღებას ოთარ კაპანაძე ამ უკანასკნელის საბერძნეთში გამგზავრების შემდეგ აგრძელებდა. ყოფილ შეყვარებულებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბრალდებულმა ცოლი შეირთო. ნინო რ-ს დედამ, ოთარ კაპანაძისაგან ფულის დაბრუნება მოითხოვა, რასაც ბრალდებულმა დანის გამოყენებით მუქარით უპასუხა.
ზესტაფონის საქალაქო სასამართლომ სრულად გამოიკვლია მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ საქმეში არ არსებობდა კაპანაძის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოსამართლემ ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here