Home რუბრიკები პოლიტიკა 26 სექტემბერს პარლამენტის წინ ლიბერალურ-სოდომისტური სისტემის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

26 სექტემბერს პარლამენტის წინ ლიბერალურ-სოდომისტური სისტემის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

გაათავისუფლებს თუ არა ხელისუფლება 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ აბსურდული ბრალდებებით დაკავებულ პირებს თუ აშშ-ის ელჩის მითითებით მათ შეუსაბამო სასჯელს გამოუტანს

301

26 სექტემბერს რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან, “ალტინფოსორგანიზებით გაიმართა აქცია ერთადერთი მოთხოვნით: გათავისუფლდნენ 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ აბსურდული ბრალდებებით დაკავებული პირები. აქციაზე ასობით მოქალაქე იმ სურვილით მივიდა, რომ ხელისუფლებას ხალხის მოთხოვნა შეესმინა, მაგრამ, როგორც ზოგიერთი დაკავებულის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და ადვოკატებმა განაცხადეს, მართლმსაჯულების მხრიდან ობიექტურობის იმედი არ აქვთ, თუნდაც იმიტომ, რომ სასამართლო ხელისუფლებისგან გარკვეულ წნეხს განიცდის, ხოლო ხელისუფლება, თავის მხრივ, ამერიკის საელჩოსგანაქციის დასრულების შემდეგ ზემოაღნიშნული საკითხის შეფასება ვთხოვეთალტინფოსდამფუძნებლებს _ შოთა მარტინენკოსა და გიორგი ქარდავას, აგრეთვე, უფლებადამცველი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს _ ნიკოლოზ მჟავანაძესა და ნანა კაკაბაძეს.

“კამერიანი და მიკროფონიანი პროვოკატორები მოდიოდნენ და ხელოვნურად ქმნიდნენ ისეთ ვითარებას, რომ ვინმე წყობილებიდან გამოეყვანათ”

შოთა მარტინენკო, “ალტინფოსერთერთი დამფუძნებელი:

_ აქციის მონაწილეთა მოთხოვნა ცნობილია. ჩვენ ვითხოვთ, გაათავისუფლონ 5-6 ივლისის მოვლენების შემდგომ აბსურდული ბრალდებებით დაკავებული პირები. მოგეხსენებათ, დაკავებულია 30-ზე მეტი ადამიანი და მათ მიმართ საქმეები აღძრულია არაადეკვატური, არასამართლიანი მუხლებით. გამოძიება ცდილობს, საქმე ისე წაიყვანოს და ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, თითქოს ორგანიზებული ძალადობა მოხდა. არადა, მთელი რიგი გარემოებებითა და ფაქტებით დასტურდება, რომ დაკავებულების უმეტესობა საერთოდ არ იცნობდა ერთმანეთს. ცხადია, პროკურატურას ეს ყველაფერი იმისთვის სჭირდება, რომ ბრალი დაამძიმოს. მოტივი გასაგებია, რა თქმა უნდა, ყველა კარგად ვხვდებით, რომ ასეთი მიკერძოეული და ხელოვნურად დამძიმებული, არასამართლიანი გადაწყვეტილების მიღმა გარე ძალებიც დგანან. ცხადია, პირველ რიგში, ვგულისხმობ ამერიკის საელჩოს, რომელიც პირდაპირ, ღიად აკრიტიკებდა ხალხს იმისთვის, რომ არ დაუშვეს ლგბტ პრაიდის აღლუმის ჩატარება და ხელისუფლებისგან “მოძალადეების” უმკაცრესად დასჯას მოითხოვდა. რაც შეეხება უშუალოდ 5-6 ივლისის მოვლენებს, ყველა კარგად ხედავდა, როგორ იქცეოდნენ იმ დღეს ე.წ. ლიბერალური მედიის წარმომადგენლები _ როგორ ცდილობდნენ საზოგადოების გაღიზიანებას. კამერიანი და მიკროფონიანი პროვოკატორები ხელოვნურად ქმნიდნენ ისეთ ვითარებას, რომ ვინმე წყობილებიდან გამოეყვანათ. აი, ზუსტად მათ ამგვარ ქმედებებს მოჰყვა შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება, მაგრამ ის მუხლები, რომლებიც პროკურატურამ დაკავებულების მიმართ გამოიყენა, აბსოლუტურად არასამართლიანი და ხელოვნურად დამძიმებულია. ჩვენ, რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან ერთად ამ თემას უყურადღებოდ არ დავტოვებთ და, სანამ ეს პატრიოტი ბიჭები ციხეში რჩებიან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი ძალიან მალე დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს.

სად მიიყვანს ხელისუფლებას ეს მახინჯი პოლიტიკა, მალე ნახავს!”

გიორგი ქარდავა, “ალტინფოსერთერთი დამფუძნებელი:

_ ქვეყანაში, სადაც 20 ივნისს პარლამენტზე შტურმის მიმტანი ადამიანები დაუსჯელები არიან და არათუ დაუსჯელები არიან, ისევ რევოლუციითა და დესტრუქციით ხელისუფლების სათავეში დაბრუნებით იმუქრებიან, ცხადია, ამ პატრიოტი ადამიანების ციხეში ყოფნა უსამართლობის ზეიმია. ამით, ფაქტობრივად, არსებული სისტემა გვეუბნება, რომ აქ, ამ ქვეყანაში, გარედან თავსმოხვეული ლგბტ სიბინძურისგან ეროვნული ღირსებისა და ფასეულობების დაცვა არ შეიძლება და ხმა არ უნდა ამოვიღოთ, თორემ მკაცრად დავისჯებით. ცხადია, ამას არავინ შეეგუება და სად მიიყვანს ხელისუფლებას ეს მახინჯი პოლიტიკა, მალე ნახავს.

რაც შეეხება უშუალოდ აქციას, რა თქმა უნდა, აქცია ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველამ ერთად დაკავებულების მიმართ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა. ამ ბიჭებმა, კიდევ გავიმეორებ, თავიანთი თავისუფლების ფასად გააკეთეს უმნიშვნელოვანესი საქმე და, რომ არა ასეთი ხალხი, იმ გარედან დაფინანსებულ ლგბტ ლიბერალებს, რომლებმაც 5 ივლისს .. ღირსების მარში პროვოკაციულად დააანონსეს, შესაძლოა, მიეღწიათ კიდეც დასახული მიზნისთვის.

ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ამ ხალხის ციხეში ჩასმით ძალიან ბევრს კარგავს, კარგავს მის ისედაც განულებისკენ მიმავალ რეიტინგს, ამიტომ ეს ყველაფერი მისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს, მით უფრო იმ ფონზე, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რამდენიმე დღეში გაიმართება…

“30 წელია, სისხლს სწოვენ საქართველოს და ყველაფერს აკეთებენ, რათა ამ ქვეყანაში აღარაფერი დარჩეს ეროვნული, ტრადიციული და ქრისტიანული

ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე:

_ 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ დაკავებული ახალგაზრდები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის, პირადი პატიმრები არიან. ამასთანავე, ისინი არიან დასავლეთის გლობალისტური ცენტრების, ევროკავშირის წარმომადგენლობის, უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. მესამე სექტორის, ლგბტ თემისა და ვითომ უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების პატიმრები. დღეს მე ნამდვილად არ მერიდება ამის თქმის და, რასაც ვამბობ, ვამბობ სრული პასუხისმგებლობით: 30 წელია, ესენი სისხლს სწოვენ საქართველოს და ყველაფერს აკეთებენ, რათა ამ ქვეყანაში აღარაფერი დარჩეს ეროვნული, ტრადიციული, ფასეული და, რაც მთავარია, არაფერი დარჩეს ქრისტიანული. რეალურად ეს ძალებია მთელი ამ ლიბერალური რეპრესიების მამოძრავებელი და არავის ეგონოს, რომ ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, მხედველობაში მაქვს ჯანსაღი, კონსერვატიული საზოგადოების დევნა, რამე კავშირშია რეალურ სამართლებრივ პროცესთან. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ 30-ზე მეტი ადამიანი აბსურდული ბრალდებით დააკავეს და პროკურატურა ყველანაირად ცდილობს, კიდევ უფრო დაუმძიმოს მათ მდგომარეობა, ამერიკის ელჩი მაინც არ არის კმაყოფილი. ის ამბობდა, რომ მეტი სიმკაცრეა საჭირო და კიდევ უფრო პრინციპული უნდა იყოს მართლმსაჯულება, ანუ, პრაქტიკულად, ხელისუფლებას თითს უქნევდა, რატომ უფრო მეტ ადამიანს არ იჭერთო. რაც შეეხება ხელისუფლებას, მმართველმა გუნდმა, სამწუხაროდ, ვერ გაუძლო წნეხს და შეასრულა დავალება, მაგრამ შედეგად მიიღო კიდევ უფრო გაღიზიანებული, უკმაყოფილო საზოგადოება. ეს უკმაყოფილება პირდაპირპროპორციულია ხელისუფლების ისედაც არასახარბიელო რეიტინგის შემცირების… უკვე დიდი ხანია, ამ ქვეყანაში სამართლებრივი კუთხით ორმაგ სტანდარტებს ვხედავთ, რომელმაც საზოგადოებაში, პრაქტიკულად, გააქრო სამართლიანობის განცდა. ჟორიკა რურუას პოლიტპატიმრად რომ გამოგიცხადებენ, ნიკა მელიას ევროკავშირი რომ გადაუხდის გირაოს და სოდომისტებთან მებრძოლ ადამიანებს ციხეში ჩასვამენ, სამართალსა და სამართლიანობაზე საუბარი შეიძლება?! აქცია, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ამით გარკვეული მესიჯი მიიღო ხელისუფლებამ…

_ შეისმენს ხელისუფლება ამ ყველაფერს და გაუძლებს დასავლეთის წნეხს?

_ არ გაუძლებს და მიიღებს ქართველი ხალხის რისხვას. ჟორიკა რურუა, მილიონების მომპარავი უგულავა და სხვები თავისუფალი უნდა იყვნენ და ეს ბიჭები ციხეში ისხდნენ? ხელისუფლებას აქვს არჩევანი _ ან უნდა დადგეს მოწოდების სიმაღლეზე და იმოქმედოს ისე, როგორც ქართველი ხალხი კარნახობს, ან გადაყვეს დეგნანების, ჰარცელების, ლომჯარიებისა და მათი ამფსონების ისტერიკული მოთხოვნების შესრულებას. აი, ეს არის დილემა. ასე რომ, თუ სწორად მოიქცევიან _ ხალხი დაინახავს, თუ არა _ მიიღებენ შესაბამის შედეგს… რაც შეეხება ლიბერალურ მედიას, რომელიც მუდმივად არის დაკავებული პატრიოტი ბიჭების გაშავებით და მოძალადეებად აცხადებს მათ, საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, იცის და ეს არახალია, რომ ისინი ფინანსდებიან დასავლური ფონდებიდან. ისინი ჩვეულებრივი მედიასაშუალებები კი არ არიან, არამედ პარტიული აგიტაცია-პროპაგანდის ორგანოები, რომლებიც ფულს იღებენ იმაში, რომ ვიღაც გააშავონ და ჩირქი მოსცხონ. აი, ეს არის მათი საქმე და, თუ ჩვენ გვეყოლება ნორმალური, ეროვნული ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ასეთი მავნებლური საქმიანობა კანონით უნდა აიკრძალოს.

ეს იყო ადამიანების პროტესტი იმ იდეოლოგიურ ძალადობაზე, რომელსაც მცირე ჯგუფი ეწეოდა დანარჩენ მოსახლეობაზე

ნანა კაკაბაძე, არასამთავრობო ორგანიზაციისყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვისხელმძღვანელი:

_ მე, როგორც უფლებადამცველს, შემიძლია ვთქვა, რომ მომხრე ვარ, ხელისუფლების მხრიდან მოქალაქისადმი მიდგომა ჰუმანური იყოს, როდესაც სახეზეა დანაშაული. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ეს ისეთი კატეგორიის შემთხვევა იყო, დანაშაულსაც ვერ დაარქმევ. ვამბობ წმინდა მორალური თვალსაზრისით. ეს იყო ადამიანების პროტესტი იმ იდეოლოგიურ ძალადობაზე, რომელსაც მცირე ჯგუფი ეწეოდა დანარჩენ მოსახლეობაზე. მაგრამ მართლმსაჯულებამ ამ საქმეებზე რატომღაც ძალიან მკაცრად იმოქმედა და ჩემთვის, როგორც უფლებადამცველისთვის, ეს მიუღებელია. ცხადია, გადაჭარბებული და არამართლზომიერია სასამართლოს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ აქ შეიძლებოდა ყოფილიყო საჯარიმო სანქციები. რაც შეეხება მოლოდინს, ვფიქრობ, ხელისუფლებას ერთგვარი გამოცდის ჩაბარება მოუწევს ამ საქმეებითაც, იმიტომ, რომ საზოგადოება ელოდება გადაწყვეტილებას. თუ ხელისუფლებას ეყოფა გამბედაობა და პრინციპულობა, რომ გაუძლოს წნეხს, მაშინ, გადაწყვეტილებები იქნება სამართლიანი, თუ არადა, როგორც დამნაშავეები გამოაშვებინეს თავის დროზე თითის ქნევით, უდანაშაულო ადამიანებიც ისე შეიძლება ჩაასმევინონ ციხეში…

_ ყველაზე დიდი წნეხი, ალბათ, ამერიკის საელჩოსგანაა

_ არა მხოლოდ ამერიკის საელჩოსგან, წნეხია მედიისგანაც. ეს ერთი მთელია, თუმცა მმართველი გუნდისთვის ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს. არ შეიძლება, ყოველთვის საკუთარი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მიდიოდე ვიღაცის საამებლად და თანაც პრეტენზია გქონდეს, რომ დემოკრატიულ პრინციპებს იცავ. დემოკრატია არ არის უმცირესობის დიქტატურა უმრავლესობაზე, დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს ერთი მუჭა მარგინალური ჯგუფისა თუ ჯგუფების ძალადობას ქვეყნის მოსახლეობის 99%-ზე, რომელსაც იმის უფლებასაც არ აძლევ, რომ ძალადობისგან თავი დაიცვას. აი, ეს არის რეალობა და ვფიქრობ, ხელისუფლებაში დღეს მაინც არიან ადამიანები, რომლებსაც ეს ესმით. ყოველ შემთხვევაში, აცნობიერებენ, რომ მოსახლეობის ნების უგულებელყოფამ იმ დროს, როცა ამდენი ხანი ვერ გამოდიან პოლიტიკური კრიზისიდან, გადამწყვეტი როლი შეიძლება შეასრულოს მათი მმართველობის ძალიან ცუდად დასრულებაში…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here