Home რუბრიკები საზოგადოება წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარემ “საქართველო და მსოფლიო” აკრძალა

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარემ “საქართველო და მსოფლიო” აკრძალა

585

GEWORLD.GE:
როგორც “საქართველო და მსოფლიოს” “სახალხო კრების” წალენჯიხის ორგანიზაციის წარმომადგენელმა პაატა სორდიამ განუცხადა, ის შეესწრო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის _ კახა ციმინტიას ხმამაღალ გამაფრთხილებელ ლაპარაკს წალენჯიხის ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან. ამ ბიბლიოთეკაში შეუძლიათ გაეცნონ “საქართველო და მსოფლიოს” და სხვა გაზეთებსაც. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ხალხს არ აქვს გაზეთების ყიდვის შესაძლებლობა და, ხელისუფლების ჯიბის ტელევიზიებისგან განსხვავებით, რეალური და ობიექტური ინფორმაციის მიღება სურთ.

საკრებულოს თავმჯდომარე კახა ციმინტია ძალიან გაუღიზიანებია იმას, რომ მოსახლეობას ობიექტური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები გააჩნია, მისი სურვილია, მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფოს, ამიტომაც მკაცრად გააფრთხილა ბიბლიოთეკის თანამშრომლები, რომ “საქართველო და მსოფლიო” და ასევე სხვა გაზეთები ბიბლიოთეკაში არ შეიტანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დასჯით დაემუქრა. “წალენჯიხაში მოსახლეობა სრულ ინფორმაციულ ვაკუუმშია, ამიტომაც მოუთმენლად ელიან ახალი გაზეთების შემოტანას. განსაკუთრებით ძალიან მოგვწონს გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”, საიდანაც ვიგებთ ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებას, კახა ციმინტია კი ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს”, –  განაცხადა პაატა სორდიამ.
საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ციმინტიამ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ საუბარში კატეგორიულად უარყო მსგავსი ფაქტი. „არ ამიკრძალავს თქვენი გაზეთის ბიბლიოთეკაში შეტანა. მარტო თქვენი კი არა, სხვა გაზეთების შეტანაც არ ამიკრძალავს. პაატა სორდიას ვიცნობ, მაგრამ ვერ ვხვდები, რაში დასჭირდა ამის მოგონება ჩემზე“.
ბატონი კახა იმდენად დაინტერესდა ჩვენი გაზეთით და მისი გამოწერით, „საქართველო და მსოფლიოს“ რედაქციამ გადაწყვიტა, მასაც და წალენჯიხის ბიბლიოთეკასაც უსასყიდლოდ გაუგზავნოს გაზეთის ნომრები.
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here