სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ “იესო ტკბილის” პარაკლისი გადაიხადა.
კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და სიტყვების “ჩვენთან არს ღმერთი” მნიშვნელორბაზე ისაუბრა.
“ეს სიტყვები – “ჩვენთან არს ღმერთი” ბიბლიიდანაა. თქვენ როცა ამბობთ ამ სიტყვებს, დიდი ყურადღებით უნდა თქვათ, გულიდან ამოვიდეს ეს სიტყვები. ნამდვილად უნდა გრძნობდეთ, რომ ღმერთი შენთან არის და შენ იქნები ბედნიერი და გახარებული”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა ქადაგებისას უფალს შესთხოვა, რომ თითოეულმა მლოცველმა მისი თხოვნის შესაბამისად მიიღოს.
“ღმერთმა ისმინოს ლოცვა ჩვენი, “ითხოვეთ და მოგეცემათ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოს თქვენ, ამინ”, – ბრძანა უწმინდესმა.
პარაკლისის დროს პარტიარქმა ტაძარში მყოფი პატარები მიიწვია. პარაკლისის დასრულების შემდეგ უწმინდესმა პატარებს ტკბილეული დაურიგა.