Home რუბრიკები სამართალი ორი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის პროცესი 13 სექტემბერს გაიმართება

ორი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის პროცესი 13 სექტემბერს გაიმართება

1476

2011 წლის 8 ივლისს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა შსს-ის სამინისტროს თანამშრომელმა დავით ჩოთალიშვილმა ურთიერთშელაპარაკების დროს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, დაახლოებით 00:15 საათზე, ტაბელური იარაღიდან გასროლით დახოცა შოთა ბატიაშვილი და გიგა გემაზაშვილი. ჩოთალიშვილმა, ესროლა გიორგი დათუკიშვილსაც, მაგრამ ააცილა. გიორგი დათუკიშვილმა გაქცევა მოახერხა.2011 წლის 8 ივლისს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა შსს-ის სამინისტროს თანამშრომელმა დავით ჩოთალიშვილმა ურთიერთშელაპარაკების დროს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, დაახლოებით 00:15 საათზე, ტაბელური იარაღიდან გასროლით დახოცა შოთა ბატიაშვილი და გიგა გემაზაშვილი. ჩოთალიშვილმა, ესროლა გიორგი დათუკიშვილსაც, მაგრამ ააცილა. გიორგი დათუკიშვილმა გაქცევა მოახერხა.
დავით ჩოთალიშვილის პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში ხვალ გაიმართება. საქმეს მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი განიხილავს. პროცესი 12:00 საათზე დაიწყება.  შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ჩოთალიშვილს ბრალი ედება საქართველის სსკ-ის 19-109-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here