Home რუბრიკები სამართალი გერმანელი რეჟისორი თავს ქართული სასამართლოს მიერ დისკრიმინირებულად მიიჩნევს

გერმანელი რეჟისორი თავს ქართული სასამართლოს მიერ დისკრიმინირებულად მიიჩნევს

გერმანელი რეჟისორი და პროდიუსერი შტეფან შტოლცი ქართულ სასამართლოს უმოქმედობაში ადანაშაულებს და ორწლიან სასამართლო დავაზე ფილმის გადაღებას აპირებს. დაზარალებული მხარის წარმომადგენლის ინფორმაციით, გერმანელი რეჟისორი და პროდიუსერი შტეფან შტოლცი ქართველი თაღლითის მსხვერპლი გახდა, რომელმაც მისი ნდობით ისარგებლა და 8500 დოლარი გამოსძალა.
შტეფან შტოლცმა, რომელიც 20 წელია საქართველოს შესახებ ფილმებს იღებს, ეს საქმე ქართული სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს ქმედითუნარიანობის შესამოწმებლად გამოიყენა. ის ორ წელიწადზე მეტია იბრძვის პროკურატურასა და სასამართლოში საკუთარი უფლებების დასაცავად – თუმცა თაღლითი დღემდე დაუსჯელია და გერმანიის მოქალაქეს კომპენსაცია არ მიუღია.
შტეფან შტოლცი საკუთარ თავს ქართული სასამართლოს მიერ დისკრიმინირებულად თვლის. ის აპირებს საქმე გერმანიაში საჯარო გახადოს. მან ასევე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს და იუსტიციის სამინისტროს, თუმცა დღემდე პასუხი არ მიუღია.  გერმანიის საელჩოც, რომელიც ამ საქმეს თვალყურს ადევნებს, კრიტიკულად უყურებს საქართველოს სამართალწარმოებას და აცხადებს, რომ „სასამართლო გადაწყვეტილებები სამართლებრივი სახელმწიფოს ზოგად მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here