Home რუბრიკები ეკონომიკა უკრაინა სატრანზიტო შემოსავლის 20%–ს დაკარგავს

უკრაინა სატრანზიტო შემოსავლის 20%–ს დაკარგავს

655

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ს მიაჩნია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ საზღვაო გაზსადენის რუსულ–გერმანული მონაკვეთის ჩართვას შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს „ნაფტოგაზისთვის“.
გაზპრომი, როგორც მოსალოდნელია, დასავლეთ ევროპისკენ გაზის ტრანსპორტირების მარშრუტების დივერსიფიკაციით მხოლოდ მოიგებს. ეს ახალი გზაა, უკრაინის (შემდეგ კი სლოვაკიის) და ბელორუსიის (შემდეგ – პოლონეთის) გავლით არსებული გაზსადენების გარდა. ამავე დროს, ახალი გაზსადენის გახსნამ შეიძლება ნეგატიური შედეგები მოუტანოს ისეთ კომპანიებს, როგორც Slovensky Plynarensky Priemysel და НАК „Нафтогаз Украины». Fitch–ის ექსპერტების აზრით, ამ კომპანიების ტრანსპორტირების მოცულობა და შემოსავალი 2012 წელს 20%–ით შემცირდება.
უკრაინასა და სლოვაკეთის ტერიტორიაზე არსებული გაზსადენებით დასავლეთ ევროპისკენ რუსული ნავთობის ორი მესამედის ტრანსპორტირება ხდებოდა. ანალიტიკოსები დაზუსტებით ვერ ახერხებენ ახალი დერეფნით გაზის მიწოდების მოცულობის გრძელვადიან პროგნოზს, რადგან  გაზზე მოთხოვნილება, აგრეთვე „ჩრდილოეთის ნაკადის“ მეორე ხაზის ამოქმედების გეგმები უცნობია. ასევე არ არის გარკვეული სხვა ორი გაზსადენის – Nabucco–სა და „სამხრეთის ნაკადის“ პერსპექტივები. ამასთანავე, არსებობს კონტრაქტები გაზპრომსა და ნაფტოგაზს შორის სქემით „ტრანსპორტირება ან გადახდა“.
Fitch  არ გამორიცხავს რუსულ და უკრაინულ კომპანიებს შორის იმგვარი პრობლემების წარმოშობას, როგორც 2006–2009 წლებში. მათივე შეფასებით, „ჩრდილოეთის ნაკადი“ ევროპული სახელმწიფოებისთვის გაზის მიწოდების უსაფრთხოებას ზრდის, ხოლო გაზპრომის პოზიცია კიდევ უფრო ძლიერდება.
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here