რეჟისორმა ჯანიკ ფაიზიევმა დაასრულა მსხვილმასშტაბიანი პროექტი “აგვისტო. რვა”, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამხრეთ ოსეთში, ტრაგიკული მოვლენების ფონზე განვითარებულ სიყვარულის ისტორიას ასახავს.
გადაღებები მოსკოვში, ოსეთსა და აფხაზეთში მიმდინარეობდა. ფილმში ბევრია საბრძოლო ბატალიები, სპეცეფექტები, კასკადიორების სცენები. საბრძოლო მოქმედებების ასახვისას გამოყენებულ იქნა 30-ზე მეტი ერთეული საბრძოლო ტექნიკა, მასობრივ სცენებში მონაწილეობას იღებდა ათასხუთასზე მეტი სამხედრო და სამ ათასზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე. ახლა მონტაჟი იწყება. პრემიერა 2012 წლის 20 თებერვლისთვისაა დაგეგმილი.