Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ–ს მორიგი საჩუქარი: ერევანს – ზღვაზე გასასვლელი, ბაქოს – „დიდი აზერბაიჯანი“, საქართველოს...

აშშ–ს მორიგი საჩუქარი: ერევანს – ზღვაზე გასასვლელი, ბაქოს – „დიდი აზერბაიჯანი“, საქართველოს …

1305

GEWORLD.NET:
აშშ სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ივლისის ვიზიტმა თურქეთში კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის რუკის ახალი კონტურები გამოკვეთა. ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგება ითვალისწინებს არა მარტო საერთაშორისო მშვიდობისმყოფელთა შეყვანას კონფლიქტის ზონაში, არამედ საკომუნიკაციო და ტერიტორიული კომპენსაციების რეჟიმსაც კონფლიქტის მხარეებისთვის.

სააგენტო რეგნუმის კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, კლინტონმა თურქეთის ხელისუფლებას კონსულტაციებისას შეახსენა: „ჩვენ (თურქეთსა და აშშ–ს) ვალად გვაწევს, მივცეთ სომხეთს ის, რასაც ჯერ კიდევ პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი დაპირდა“. იგულისხმება სომხეთისთვის ზღვაზე გასასვლელის მიცემა ტრაბზონის პორტით, რაც ვილსონმა შესთავაზა 1920 წლის სევრის შეთანხმების პროექტით, მაგრამ იგი ძალაში აღარ შესულა.
წყარო აზუსტებს, რომ საუბარი უნდა იყოს სატრანზიტო დერეფანზე სომხეთიდან ტრაბზონის პორტამდე, რაც ციურიხის სომხურ–თურქული ოქმების რატიფიკაციისა და სომხეთ–თურქეთის საზღვრის გახსნას უნდა მოჰყვეს. აზერბაიჯანისთვის კომპენსაცია ორიენტირებულია „დიდი აზერბაიჯანის“ შექმნაზე. ამ პროექტზე ქართველებისთვის კარგად ცნობილი მეთიუ ბრაიზა მუშაობს.
„სტრატეგიული პარტნიორი“ – აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სიტყვიერი განცხადებებითა და წერილობითი რეზოლუციებით უჭერს მხარს. არადა, საქართველოს ხელისუფლება ამერიკულ სამხედრო კამპანიებში ქართველ სამხედროთა ისედაც ყველაზე მრავალრიცხოვან კონტინგენტს  კიდევ უფრო ზრდის. „დიპლომატიური გამარჯვებებით“ მუდმივი ტრაბახის მიუხედავად, საქართველოსთვის რაიმე კომპენსაციაზე კი არა, საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებაზეც კი არავინ ლაპარაკობს. „დიდი სომხეთი“ და „დიდი აზერბაიჯანი“ საკუთარ თავს კარგად უვლიან, ჩვენ კი, ის დროა, ხმამაღლა ვკითხოთ საქართველოს ხელისუფლებას: „მა გოგიას რა, – ვირის თავ–ფეხი“?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here