Home რუბრიკები სამართალი შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონს არღვევს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონს არღვევს

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი“ კრძალავს დევნილთა იძულებით გამოსახლებას. საია ითხოვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმოქმედის კანონის შესაბამისად და დევნილების გამოსახლება სასტუმრო „აფხაზეთიდან“ შეჩერებული იქნას, ვიდრე შეთანხმებას არ მიახწევენ.
სასტუმრო „აფხაზეთში“ 700–მდე დევნილი ცხოვრობს. დევნილებმა  5 აგვისტოს  მიიღეს შეტყობინემა და  10 დღის ვადა მიეცათ, რათა შენობა დატოვონ.
ჩუგოშვილის თქმით, სასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრები დევნილებისთვის მიუღებელია პირობა, რომელიც მათ ინდივიდუალური შეტყობინებებით მიუვიდათ. კანონის შესაბამისად,  პოლიცია არ არის უფლებამოსილი, განახორციელოს დევნილთა გამოსახლება, რადგან არსებული დავა სასამართლო განხილვის საგანი ჯერ არ გამხდარა.
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here