Home რუბრიკები ისტორია ინტერვენციის ანატომია ამერიკის შეერთებული შტატების ყველა სამხედრო დანაშაულის სრული სია

ინტერვენციის ანატომია ამერიკის შეერთებული შტატების ყველა სამხედრო დანაშაულის სრული სია

1283

სხვა ხალხების ექსპლუატაციის უფლების შესანარჩუნებლად ამერიკა რეგულარულად მიმართავს ძალადობის უკიდურეს ფორმებს, უწინარეს ყოვლისა კი, – ომებს. დღეს ვაგრძელებთ ცნობილი შეიარაღებული ინტერვენციებისა და სხვა დანაშაულობათა სიის პუბლიკაციას. ამ ჩამონათვალს აბსოლუტური სისრულის პრეტენზია არ აქვს, მაგრამ უფრო სრული არ არსებობს.

1991 წელი – კუვეიტი. მაგრად მოხვდა კუვეიტს, რომელიც ამერიკამ «გაათავისუფლა» – დაიბომბა ქვეყანა, შეიყვანეს ჯარები.
1992-1994 წლები – სომალის ოკუპაცია. შეიარაღებული ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მოქალაქეების დახოცვა. 1991 წელს დაამხეს სომალის პრეზიდენტი მოჰამად სიად ბარი. მას შემდეგ ქვეყანა ფაქტობრივად კლანების ტერიტორიებად არის დაყოფილი. ცენტრალური ხელისუფლება ქვეყანას სრულად ვერ აკონტროლებს. აშშ ოფიციალური პირები სომალის «ტერორისტებისთვის იდეალურ ადგილად» მიიჩნევენ. თუმცა, ფაქტია, რომ კლანების ზოგიერთი ხელმძღვანელები, მაგალითად, როგორც აწ გარდაცვლილი მოჰამად ფარახ აიდიდი, 1992 წელს თანამშრომლობდა გაეროს მშვიდობისმყოფელებთან, მაგრამ – მცირე ხნით. ერთი წლის თავზე მან მათთან ბრძოლა დაიწყო.
სომალელი კლანების წინამძღოლებს ჰყავთ მცირერიცხოვანი, მაგრამ ძალიან მობილური და კარგად შეიარაღებული არმიები, მაგრამ ამერიკელებს ამ არმიების წინააღმდეგ არ უბრძოლიათ, ისინი მშვიდობიანი მოსახლეობის ამოწყვეტით შემოიფარგლნენ. მაგრამ არც მოსახლეობამ დაიკრიფა გულზე ხელი, ისიც შეიარაღებულია და წინააღმდეგობაც გაუწია. ამერიკელებმა დაკარგეს ორი სამხედრო ვერტმფრენი, რამდენიმე დაჯავშნული «ჰამერი», 18 ჯარისკაცი მოუკლეს, 73 დაჭრილია (სპეცრაზმელები, ჯგუფი «დელტა», ვერტმფრენის ეკიპაჟები). მათი საგმირო მონაგარი კი ასეთია: ქალაქის რამდენიმე კვარტლის განადგურება, რომლის დროსაც, სხვადასხვა მონაცემით, დაიღუპა  რამდენიმე ათასი კაცი. ამერიკელების თითქმის 30-ათასიანი დანაყოფი, წესრიგის დამყარების ორწლიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 1994 წელს, იძულებული შეიქნა, დაეტოვებინა ქვეყანა. აიდიდი მაშინ არ დაუპატიმრებიათ, მოკლეს 1995 წელს. ამერიკელებმა გადაიღეს ფილმი Black hawk down, რომელშიც თავიანთი თავი ტერორისტებთან მებრძოლ გმირ გამათავისუფლებლებად წარმოგვიდგინეს.
1992 წელი – ანგოლა. ნავთობისა და დიამანტების ხელში ჩაგდების იმედით, ამერიკა აფინანსებს პრეზიდენტობის თავის კანდიდატს ჯონას სავიმბის. კანდიდატმა არჩევნები წააგო. არჩევნებამდე და შემდეგაც აშშ მას კანონიერად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად იარაღით ამარაგებს. კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 650 ათასი ადამიანი. აჯანყებულთა მხარდაჭერის ოფიციალურ მიზეზად კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადეს. 2002 წელს ამერიკამ მაინც მიიღო სასურველი შეღავათები თავისი ფირმებისთვის. სავიმბი ზედმეტი ტვირთი გახდა. აშშ-მა მას საომარ მოქმედებათა შეწყვეტა მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ამასთან დაკავშირებით ერთმა ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა: «თოჯინების პრობლემა ისაა, რომ ისინი ყოველთვის არ რეაგირებენ, როცა ძაფს მოქაჩავენ».
ამერიკის დაზვერვის მინიშნებით, მარიონეტი «თოჯინა» იპოვა და მოსპო ანგოლის მთავრობამ.
1992 წელი – ერაყში ჩაიფუშა პროამერიკული გადატრიალება, რომელსაც ჰუსეინი აშშ მოქალაქით – საიდ სალიჰ ჯაბრით უნდა ჩაენაცვლებინა.
1993 წელი – ამერიკელები ეხმარებიან ელცინს რამდენიმე ასეული ადამიანის დახვრეტაში უმაღლესი საბჭოს შენობის შტურმის დროს. დაჟინებით ვრცელდება დაუმოწმებელი ხმები ამერიკელი სნაიპერების შესახებ, რომლებიც ეხმარებოდნენ ბორის ნიკოლაევიჩს «წითელი ფაშისტების გადატრიალების» წინააღმდეგ ბრძოლაში. ამას გარდა, ამერიკელები დაეხმარნენ ელცინს, მომდევნო არჩევნებში რომ გაემარჯვა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მას მხარს უჭერდა რუსეთელთა მხოლოდ ექვსი პროცენტი.
1993-1996 წლები – ბოსნია. სამოქალაქო ომის დროს ფრენისთვის აკრძალული ზონების კონტროლირება; ჩამოგდებული თვითმფრინავები, სერბების დაბომბვები.
1994-1996 წლები – ერაყი. ჰუსეინის დამხობის მცდელობა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობის გზით. არც ერთი დღე არ წყდებოდა დაბომბვები. სანქციების მიზეზით, შიმშილითა და დაავადებებით იღუპებოდნენ ადამიანები. სისტემატურად აფეთქებდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რისთვისაც ამერიკელები იყენებდნენ ტერორისტულ ორგანიზაციას YNA («ერაყის ეროვნული კონგრესი»). საქმე ჰუსეინის ჯარებთან შეტაკებამდეც მიდიოდა. ტერაქტები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული, ამერიკელები ამით ცდილობდნენ, გამოეწვიათ ხალხის უკმაყოფილება ჰუსეინის რეჟიმის მიმართ. 1996 წლისთვის ხელისუფლებამ YNA-ს წევრების უმრავლესობა გაანადგურა. მისი წარმომადგენლები ერაყის ახალ მთავრობაში არ შეიყვანეს.
1994-1996 წლები – ჰაიტი. სამხედრო მთავრობის წინააღმდეგ შემოღებული ბლოკადა; გადატრიალებიდან სამი წლის შემდეგ ჯარები არისტიდს პრეზიდენტის თანამდებობაზე აბრუნებენ.
1994 წელი – რუანდა. ბნელით მოცული ისტორიაა, ბევრი რამ ჯერ კიდევ გასარკვევია, მაგრამ ზოგი რამის თქმა უკვე შეიძლება.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტ ჯონას სავიმბას ხელმძღვანელობით, 800 ათასამდე რუანდელს ყელი გამოსჭრეს. ლაპარაკია ეთნიკურ წმენდაზე – ხუტუს ხალხის ამოწყვეტაზე. კბილებამდე შეიარაღებული ნატოს კონტიგენტი ამ დროს ქვეყანაში იმყოფებოდა, მაგრამ თითი თითზე არ დაუკარებია ამ საშინელების შესაწყვეტად. როგორაა ამ ყველაფერში ჩარეული ამერიკა, რა მიზნების განხორციელება იყო ჩაფიქრებული, ჯერჯერობით გაურკვეველია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რუანდის არმია, რომელიც ძირითადად ხალხის განადგურებით იყო დაკავებული, არსებობს აშშ-ის სახსრებით და იწვრთნება ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ. ისიც ნიშანდობლივია, რომ რუანდის პრეზიდენტმა პოლ კაგამემ, ვის დროსაც მასობრივი მკვლელობები მოხდა, სამხედრო განათლება ამერიკაში მიიღო. მან შესანიშნავი ურთიერთობა დაამყარა არა მარტო ამერიკელ სამხედროებთან, არამედ აშშ-ის დაზვერვასთანაც. მაგრამ რაიმე თვალსაჩინო მოგება ამ გენოციდიდან ამერიკელებს არ მიუღიათ.
1994 წელი – ჩეჩნეთის პირველი და მეორე კამპანიები. 1995 წელს გაჩნდა პირველი ცნობები, რომ დუდაევის ცალკეული «ბოევიკები» იწვრთნებოდნენ პაკისტანისა და თურქეთის საწვრთნელ ბანაკებში. როგორც ცნობილია, აშშ-მა კასპიის ნავთობსიმდიდრეები თავისი ეროვნული ინტერესების ზონად გამოაცხადა და შუამავლების მეშვეობით ნერგავდა იდეას რუსეთიდან ჩრდილოეთ კავკასიის გამოყოფის შესახებ. «ფედერალურ გამოძიებათა სააგენტოს» ინტერნეტსაიტის მონაცემებით, აშშ-ში დამკვიდრებულია 16 ჩეჩნური და პროჩეჩნური ორგანიზაცია. აი, ციტატა, რომელიც დანიის ხელისუფალთ გაუგზავნეს ზბიგნევ ბჟეზინსკიმ (აბსოლუტურმა რუსოფობმა) და მაქს მ. კამპელმანმა (აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციაზე). მათ შესთავაზეს დანიის მთავრობას, თავი შეიკავოს რუსეთისთვის ზაკაევის გადაცემისგან. წერილში ნათქვამია: «ჩვენ ვიცნობთ ბატონ ზაკაევს, გვიმუშავია მასთან. ზაკაევის გადაცემა სერიოზულად დააზარალებს ომის შეწყვეტის გადამწყვეტ მცდელობებს». საინტერესოა, რომ ამერიკაში გაიწვრთნენ: ხატაბი, ბენ ლადენი, «ამერიკელი» ჩიგითოვი და მრავალი სხვა. ისინი აშშ-ში სახვითი ხელოვნების საფუძვლებს არ ეუფლებოდნენ.
ცნობილია ინგლისის კომპანია «ჰელო-ტრასტთან» დაკავშირებული სკანდალი. 80-იანი წლების ბოლოს დიდ ბრიტანეთში შექმნილი «ჰელო-ტრასტი» თეორიულად საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც დაკავებული უნდა იყოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს დაზარალებული რაიონების ტერიტორიის განაღმვითი სამუშაოთი. დაკავებული ჩეჩენი «ბოევიკების» ჩვენებით, «ჰელოს» ინსტრუქტორებმა 1997 წლიდან მოამზადეს ასზე მეტი დანაღმვისა და აფეთქების სპეციალისტი. ამ ორგანიზაციას აფინანსებს დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების სამინისტრო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირი, გერმანიის, ირლანდიის, კანადის, იაპონიის, ფინეთის მთავრობები, აგრეთვე, კერძო პირები.
უფრო მეტიც, რუსეთის კონტრდაზვერვის ორგანოებმა დაადგინეს, რომ «ჰელო-ტრასტის» თანამშრომლები აქტიურად აგროვებენ სადაზვერვო ცნობებს სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სფეროებიდან.
ცნობილია, რომ ამერიკულ სისტემას GPS გამოიყენებენ რუსეთის სამხედროები საკუთარი ანალოგიური პროექტების დაუფინანსებლობის მიზეზით. ჩეჩნეთის ომის დროს ამ სისტემის სიგნალი გამიზნულად იყო გაუხეშებული, რის გამოც რუსი სამხედროები ვერ ახერხებდნენ ჩეჩენი ლიდერების ლიკვიდაციას ამ სისტემის მეშვეობით. ცნობილია ბჟეზინსკის ხმაურიანი განცხადებაც იმის თაობაზე, რომ რუსები სადაცაა გამოიყენებენ ქიმიურ იარაღს მშვიდობიანი ჩეჩნების წინააღმდეგ. პარალელურად რუსმა სამხედროებმა მოისმინეს და დაიწერეს ჩეჩენი «ბოევიკების» საუბრები, რომლებმაც სადღაც იშოვეს დიდი რაოდენობით ქლორი და აპირებდნენ მის გამოყენებას თავიანთივე მოსახლეობის წინააღმდეგ, ამ ბოროტმოქმედების რუსებზე დაბრალების მიზნით.
ამ ფაქტების ურთიერთკავშირი აშკარაა.
ცნობისთვის: სწორედ ბჟეზინსკის მოფიქრებულია საბჭოთა კავშირის ჩათრევა ავღანეთის კონფლიქტში, სწორედ იგი აფინანსებდა ბენ ლადენს, სწორედ მან გაითქვა სახელი განცხადებებით, რომ მართლმადიდებლობა ამერიკის მთავარი მტერია, რუსეთი კი – ზედმეტი ქვეყანაა.
1995 წელი – მექსიკა. ინდიელების აჯანყება. ხელშეკრულება სანტოს ამოქმედების წინააღმდეგ. შეიარაღებული შეტაკებები. ჩაპატისტური თემების ჩამოყალიბება, მათ შორის, აშშ-ის ოთხ შტატში. მანამდე აშშ-ის ადმინისტრაცია აფინანსებდა სეპარატისტების წინააღმდეგ «ნარკოტიკებთან ბრძოლის» საფარით. ადგილობრივ მცხოვრებთა წინააღმდეგ გამოყენებული იყო ვერტმფრენები ტყვიამფრქვევებით, რაკეტებითა და ბომბებით.
1995 წელი – ხორვატია. სერბეთის კრაინას აეროდრომების დაბომბვა ხორვატების შეტევის წინ.
1996 წლის 17 ივლისი – ატლანტიკის ოკეანის თავზე აფეთქდა «ბოინგი» (რეისი 800, ავიაკომპანია TWA). ბორტზე მყოფი 230-ვე მგზავრი დაიღუპა. არის მტკიცებულებანი, რომ თვითმფრინავი ამერიკულმა რაკეტამ ჩამოაგდო. მოტივაცია დაუდგენელია. ძირითად ვერსიებს შორისაა შეცდომა სწავლების დროს და თვითმფრინავის ბორტზე მყოფი არასასურველი პირის ლიკვიდაცია.
1996 წელი – რუანდა. 6000 ათასი მშვიდობიანი მცხოვრები დახოცილია მთავრობის ჯარების მიერ, რომლებიც იწვრთნება და ფინანსდება ამერიკისა და სამხრეთ აფრიკის მიერ.
1996 წელი – კონგო. ვაშინგტონი აქტიურად ეხმარება რუანდელებსა და კონგოელებს დიქტატორ მობუტუს დამხობაში, შემდეგ – აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის, კაბილას წინააღმდეგ ბრძოლაში. ყველაფერი კეთდება აშშ-ის სამთომომპოვებელი კომპანიების ინტერესების დასაცავად.
1997 წელი – ამერიკელებმა მოაწყვეს აფეთქებების სერია კუბის რესტორნებში.
1998 წელი – სუდანი. ამერიკელები სარაკეტო დარტყმით ანადგურებენ ფარმაცევტულ ქარხანას, რომელიც მედიკამენტების ქვეყნისთვის აუცილებელი რაოდენობის 90 პროცენტს აწარმოებდა. ეს აფეთქება ათი ათასობით ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა.
1998 წელი – ერაყის ოთხდღიანი აქტიური დაბომბვა მას შემდეგ, რაც ინსპექტორებმა განაცხადეს, რომ ერაყი არასაკმარისად კოოპერატიულია.
1998 წელი – ავღანეთი. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი საწვრთნელი ბაზების დაბომბვა, რომლებსაც იყენებდა ისლამისტური ფუნდამენტალისტების დაჯგუფებები.
1998 წელი – საერთაშორისო სამართლის ნორმების იგნორირებით, გაეროსა და უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით, ნატოს ძალების გამოყენებით აშშ-მა დაიწყო იუგოსლავიის სუვერენული სახელმწიფოს 78-დღიანი საჰაერო დაბომბვა.
32 ათასი საბრძოლო გაფრენის დროს გამოყენებული იყო 21 ათასი ტონა ბომბები, რაც ჰიროსიმაზე ჩამოგდებული ატომური ბომბის სიმძლავრეს ოთხჯერ აღემატებოდა. დაიღუპა 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, 6000 დაიჭრა და დასახიჩრდა, 1 მილიონზე მეტი უსახლკაროდ დარჩა, 2 მილიონი კი – უსახსროდ.
2000 წელი – გადატრიალება ბელგრადში. ამერიკელებმა, როგორც იქნა, ჩამოაგდეს საძულველი მილოშევიჩი.
2001 წელი – შეჭრა ავღანეთში.
2001 წელი – ამერიკელები მთელს მაკედონიაში დასდევენ ალბანელ ტერორისტებს კოსოვოს გათავისუფლების არმიიდან, რომლებიც თვით ამერიკელების მიერ იყვნენ გაწვრთნილნი სერბებთან საომრად.
2002 წელი – ამერიკელების ჯარები შეჰყავთ ფილიპინებში, რადგან ეშინიათ შესაძლო სახალხო მღელვარების.
2002-2004 წლები – ვენესუელა. ამჟამად იქ მიმდინარეობს ბრძოლა მთავრობასა და ამერიკის მხარდაჭერილ ოპოზიციას შორის. ვენესუელა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებიც დაუფარავად აკრიტიკებენ ამერიკის საგარეო პოლიტიკას.
2003 წელი – «ანტიტერორისტული ოპერაცია» ფილიპინებში.
2003 წელი – ერაყი.
2003 წელი – ლიბერია.
2003 წელი – სირია. სირიელ მესაზღვრეებთან შეტაკება.
2003 წელი – სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში. ორგანიზატორი – თეთრი სახლი, შემსრულებელი – აშშ ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი, დამფინანსებელი – მილიარდერი ჯორჯ სოროსი.
2004 წელი – ჰაიტი. ანტისამთავრობო გამოსვლები. ამერიკას შეჰყავს ჯარები.
2004 წელი – გადატრიალების მცდელობა ეკვატორულ გვინეაში, სადაც ნავთობის სოლიდური მარაგებია. ბრიტანელების, ამერიკელების და ესპანელები სპეცსამსახურები შეეცადნენ, ქვეყანაში შეეგზავნათ 70 დაქირავებული მებრძოლი, რომლებსაც ადგილობრივ მოღალატეებთან ერთად უნდა დაემხოთ პრეზიდენტი თეოდორ მბასო. დაქირავებულები დააკავეს, მათმა მეთაურმა მარკ ტეტჩერმა (მარგარეტ ტეტჩერის ვაჟიშვილი) თავშესაფარი აშშ-ში ჰპოვა.
2004 წელი – პროამერიკული გადატრიალება უკრაინაში.
2008 წლის 8 აგვისტო – ომი სამხრეთ ოსეთში.
2011 წელი – ლიბიის დაბომბვები.
საომარი მოქმედებები აშშ-ის ტერიტორიაზე ფაქტობრივად არ წარმოებულა. ერთადერთი თავდასხმა აშშ-ზე იყო ინგლისთან ომი დამოუკიდებლობისთვის XVIII საუკუნის ბოლოს და ინგლისელების შეტევა ვაშინგტონზე 1814 წელს.
 
საინფორმაციო-ანალიტიკური
პორტალი OKO-PLANET.SU-ს
მიხედვით
 

1 COMMENT

  1. ,,სამხრეთ ოსეთი" არა ავტორ სამაჩაბლო ქვია მაგ ტერიტორიას და იქნებ გადაამოწმო სანამ საიდანმე გადმოიტან ხოლმე!
    ჩამოთვალი სწორია და ბარემ რუსეთის მიერ წარმოებული კამპანიებიც მიამატე ამ ჩამონთვალს, რადგან მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here