Home რუბრიკები ისტორია ინტერვენციის ანატომია

ინტერვენციის ანატომია

1004

სხვა ხალხების ექსპლუატაციის უფლების შესანარჩუნებლად ამერიკა რეგულარულადმიმართავს ძალადობის უკიდურესფორმებს, უწინარეს ყოვლისა კი, – ომებს.დღეს ვაგრძელებთ ცნობილიშეიარაღებული ინტერვენციებისა და სხვადანაშაულობათა სიის პუბლიკაციას. ამჩამონათვალს აბსოლუტური სისრულისპრეტენზია არ აქვს, მაგრამ უფრო სრულიარ არსებობს.
1982 წელი – გვატემალა. ამერიკა ეხმარება გენერალ ეფრაინ რიოს მონტს ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად. მმართველობის 17 თვის განმავლობაში მან ინდიელთა 400 სოფელი გაანადგურა.
1983 წელი – 2 ათასამდე ამერიკელი ქვეითის სამხედრო ინტერვენცია გრენადაში, რომელმაც ასობით ადამიანი იმსხვერპლა. გრენადის რევოლუციის შედეგად გაიმარჯვა მემარცხენე ორიენტაციის ძალებმა. ამ პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოს ახალი მთავრობა შეეცადა, განეხორციელებინა ეკონომიკური რეფორმები კუბისა და საბჭოთა კავშირის დახმარებით. ამან დააფრთხო აშშ, რომელსაც კუბის რევოლუციის ექსპორტირების შეეშინდა. მიუხედავად იმისა, რომ გრენადის მარქსისტების ლიდერი მორის ბიშოპი თანაპარტიელებმა მოკლეს, ამერიკამ გრენადაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო. სამხედრო ოპერაციის მიზეზად გამოიყენეს ამერიკელი სტუდენტების მძევლად აყვანის ფაქტი.
პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა განაცხადა, რომ სსრკ და კუბა ამზადებდნენ გრენადის ოკუპაციას, აგრეთვე, ასაწყობებენ იარაღს, რომლის გამოყენება შეეძლებათ საერთაშორისო ტერორისტებს. მას შემდეგ, რაც საზღვაო ქვეითებმა კუნძული დაიკავეს, გაირკვა, რომ სტუდენტები მძევლად არავის აუყვანია, ხოლო სამხედრო საწყობები სავსე იყო ძველი საბჭოთა აღჭურვილობით. შეჭრის წინ აშშ-მა განაცხადა, რომ კუნძულზე 1,2 ათასი კუბელი კომანდოსი იმყოფებოდა. მალევე გაირკვა, რომ კუბელთა რაოდენობა 200 კაცს არ აღემატებოდა და მათი მესამედი სამოქალაქო სპეციალისტი იყო. რევოლუციური მთავრობის წევრები ამერიკელებმა დააპატიმრეს და აშშ-ის მომხრეებს გადასცეს. ახალი ხელისუფლების მიერ დანიშნულმა სასამართლომ მათ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა. გაეროს ასამბლეამ დაგმო ამგვარი მოქმედება. ცნობა ამის შესახებ რეიგანმა ასეთნაირად შეაფასა:”მან (ინფორმაციამ) ჩემი საუზმეც კი არ დააბრკოლა”.
1983 წელი – დესტაბილიზაციური საქმიანობა ანგოლაში: ანტისამთავრობო შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა, ტერაქტები და საბოტაჟი საწარმოებში.
1984 წელი – ამერიკელებმა ჩამოაგდეს ირანის ორი თვითმფრინავი.
1984 წელი – ამერიკა აგრძელებს ნიკარაგუის ანტისამთავრობო მოთარეშეების დახმარებას. როცა კონგრესმა ოფიციალურად აკრძალა ტერორისტებისთვის ფულის გადაცემა, ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ გაასაიდუმლა დაფინანსება. ნიკარაგუელებმა ამხილეს ამერიკელები  ტიპიურ ტერორისტულ საქმიანობაში, თავზე წაადგნენ მათ, როცა ისინი სამ ყურეს ნაღმავდნენ. ეს შემთხვევა განიხილა საერთაშორისო სასამართლომ და აშშ-ს 18 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა, მაგრამ ამერიკელებს ამისთვის ყურადღება საერთოდ არ მიუქცევიათ.
1985 წელი – ჩადი. მთავრობას, რომელსაც პრეზიდენტი ჰაბრე ედგა სათავეში, მხარს უჭერდნენ ამერიკელები და ფრანგები. ეს რეპრესიული რეჟიმი აქტიურად იყენებდა წამების საშინელ მეთოდებს, ცოცხლად წვავდნენ ადამიანებს, პირში სჩრიდნენ მილებს და აიძულებდნენ, მანქანის გამონაბოლქვით ესუნთქათ, პატიმრებს ათავსებდნენ საკნებში, სადაც ხრწნადი გვამები ეწყო, შიმშილით ხოცავდნენ. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ქვეყნის სამხრეთში ასობით გლეხი დახოცეს. რეჟიმის სწავლებასა და დაფინანსებას ამერიკელები უზრუნველყოფდნენ.
1985 წელი – ჰონდურასი. აშშ ნიკარაგუელი კონტრასების დასახმარებლად აგზავნის სამხედრო მრჩევლებს და ადამიანის წამების სპეციალისტებს, რომელთაც სახელი გაითქვეს არაადამიანური დაუნდობლობით. ამერიკა თანამშრომლობს გავლენიან ნარკოვაჭრებთან. კომპენსაციის სახით ჰონდურასის მთავრობა 231 მილიონ აშშ დოლარს იღებს.
1986 წელი – ლიბიაზე თავდასხმა. ტრიპოლისა და ბენღაზის დაბომბვები. უამრავი მსხვერპლი. ამის მიზეზი იყო ლიბიის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი ტერაქტი დასავლეთ ბერლინის ერთ-ერთ დისკოთეკაში, რომელიც აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეთა შორის პოპულარობით სარგებლობდა. 1986 წლის მაისში ამერიკის სამხედრო ფლოტის სწავლების დროს ჩაძირეს ლიბიის ორი სამხედრო გემი, ერთი – დააზიანეს. ჟურნალისტების შეკითხვას – ხომ არ დაიწყო ომი, თეთრი სახლის პრესმდივანმა ლერი სპიკსმა უპასუხა, რომ “განხორციელდა მშვიდობიანი საზღვაო მანევრი საერთაშორისო წყლებში”.
1986-1987 წლები – ტანკერების “ომი” ერაყსა და ირანს შორის – დაპირისპირებული მხარეების ავიაციისა და სამხედრო-საზღვაო ძალების თავდასხმები ნავთობსარეწებსა და ტანკერებზე. აშშ-მა შექმნა საერთაშორისო ძალები სპარსეთის ყურეში კომუნიკაციების დასაცავად. ამით სათავე დაედო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფნას სპარსეთის ყურის ზონაში. აშშ-ის არაპროვოცირებული თავდასხმა ირანის ხომალდზე საერთაშორისო წყლებში, ირანის ნავთობპლატფორმის განადგურება…
1986 წელი – კოლუმბია. ამერიკელების მიერ პროამერიკული რეჟიმის მხარდაჭერა “ნარკოტიკების წინააღმდეგ საბრძოლველად”. კოლუმბიას მასობრივად გადაეცა სამხედრო ტექნიკა მას შემდეგ, რაც კოლუმბიის მთავრობამ აშშ-ს ერთგულება დაუმტკიცა “სოციალურ წმენდაში”, ანუ პროფკავშირებისა და ნებისმიერი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოძრაობის, ლიდერების მოსპობაში, როცა ქვეყანა “გაიწმინდა” ანტიამერიკული და ანტისამთავრობო ელემენტებისგან. ამ დროს მხეცურად აწამებდნენ ადამიანებს. მშრომელთა ორგანიზაციის ცენტრმა 230 კაცი დაკარგა. თითქმის ყველა სიკვდილის პირამდე ნაწამები იპოვეს. “წმენდის” ნახევარწლიან პერიოდში მოკლეს 3000-ზე მეტი ადამიანი, რის შემდეგაც ამერიკამ განაცხადა, ჩამოყალიბდა “დემოკრატიული მმართველობის ფორმა და არ არღვევს ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს”. 1988-1992 წლებში პოლიტიკური მიზეზებით მოკლეს 9500-მდე ადამიანი (მათ შორის, ერთადერთი დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიის – “პატრიოტული კავშირის” 1000 წევრი), ამ რიცხვში არ შედის 313 მოკლული გლეხი; 830 პოლიტიკური აქტივისტი დაკარგულად ითვლება. 1994 წლისთვის პოლიტიკური ნიშნით მოკლულთა რაოდენობა 2000 კაცამდე გაიზარდა. “ნარკოტიკებთან ბრძოლის” მითს სრულიად ვერ ესადაგება შემდეგი ინციდენტები: 2001 წელს ინდიელთა უვეს ტომი შეეცადა არ დაეშვა თავის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვება ამერიკული ფირმა OCCIDENTAL PETROLEUM-ის მიერ. ფირმის ინტერესების დასაცავად სამთავრობო ჯარმა შეუტია ინდიელებს, თავს დაესხა ორ სოფელს, მოკლა 18 ადამიანი, მათ შორის – 9 ბავშვი. მსგავსი ინციდენტი მოხდა 1998 წელსაც სანტა დომინგოში. გზის გადაკეტვის მცდელობისას დახვრიტეს სამი ბავშვი, ათობით ადამიანი დაიჭრა. კოლუმბიელი ჯარისკაცების 25 პროცენტი უცხოური ნავთობმომპოვებელი კომპანიების დაცვითაა დაკავებული.
1986-2000 წლები – სახალხო მღელვარება ჰაიტიში. 30 წლის განმავლობაში აშშ აქ მხარს უჭერდა დიუვალიეს ოჯახურ დიქტატურას, სანამ მის წინააღმდეგ არ გაილაშქრა რეფორმისტულად განწყობილმა მღვდელმა არისტიდმა. ამავე პერიოდში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო საიდუმლოდ მუშაობდა “სიკვდილის ესკადრონებთან” და ნარკოვაჭრებთან. თეთრი სახლი გარეგნულად თითქოს მხარს უჭერდა არისტიდის ხელისუფლებაში დაბრუნებას 1991 წელს მისი დამხობის შემდეგ. 2 წელიწადზე ხანგრძლივი დაყოვნების შემდეგ აშშ-ის სამხედროებმა აღადგინეს მისი მმართველობა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ  იგი არ დაეხმარებოდა ღარიბებს მდიდრების ხარჯზე და ივლიდა “თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის” კურსით.
1987-1988 წლები – აშშ ეხმარება ერაყს ირანთან ომში არა მხოლოდ იარაღით, არამედ დაბომბვებითაც. ამასთან ერთად, ამერიკა და ინგლისი ერაყს აწვდიან მასობრივი განადგურების იარაღს, მომწამვლელი გაზის ჩათვლით, რომლითაც სადამ ჰუსეინმა მოწამლა თურქულ სოფელ HALABJA-ს 6000 მცხოვრები.
1988 წელი – თურქეთი. ქვეყნის პროამერიკულად განწყობილი მთავრობის სამხედრო მხარდაჭერა უკმაყოფილო ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული მასობრივი რეპრესიების დროს. წამების ფართოდ გამოყენება, ბავშვების წამების ჩათვლით, ათასობით დაღუპული. შედეგად თურქეთი ამერიკის ფინანსურად მხარდაჭერილ ქვეყნებს შორის მესამე ადგილს იკავებს. თურქეთი შეიარაღების 80 პროცენტს აშშ-ში ყიდულობს, ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკის სამხედრო ბაზებია განლაგებული. 1995 წელს იწყება კამპანია ქურთი უმცირესობის წინააღმდეგ: 3500 სოფელი განადგურდა, საცხოვრებელი ადგილებიდან აიყარა 3 მილიონი ადამიანი, ათი ათასობით ადამიანი დახოცეს. ამ ფაქტებს არც აშშ, არც მსოფლიო თანამეგობრობა არ შეუწუხებია.
1988 წელი – ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო შოტლანდიის თავზე კომპანია “პან ამერიკენის” თვითმფრინავს აფეთქებს, ასობით ამერიკელი დაიღუპა. ეს ინციდენტი არაბ ტერორისტებს მიაწერეს. გაირკვა, რომ ასეთ ასაფეთქებლებს აწარმოებს მხოლოდ ამერიკა და მიჰყიდის მხოლოდ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, არა – ლიბიას. ლიბიამ, რომელიც აშშ-ის სანქციებით უაღრესად დათრგუნული იყო, 2003 წელს აღიარა თავისი დანაშაული.
1988 წელი – ამერიკის ჯარების შეჭრა ჰონდურასში, ტერორისტული მოძრაობა “კონტრასის” დასაცავად, რომელიც ამ ქვეყნის ტერიტორიიდან წლების განმავლობაში თავს ესხმოდა ნიკარაგუას. ჯარები დღემდე ჰონდურასში რჩება.
1988 წელი – აშშ სამხედრო ხომალდმა “ვინსენსმა”, რომელიც სპარსეთის ყურეში ცურავდა, რაკეტით ჩამოაგდო ირანული თვითმფრინავი, რომელშიც 290 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 57 ბავშვი იყო… კალიფორნიაში დაბრუნებულ “ვინსენსს” ხალხმა აღფრთოვანებული შეხვედრა მოუწყო, რეიდზე მდგარი სამხედრო ხომალდები საარტილერიო ზალპებით მიესალმა “გმირებს”. ბუშმა უფროსმა განაცხადა: “მე არასოდეს ბოდიშს არ მოვიხდი ამერიკის სახელით. მიმიფურთხებია ფაქტებისთვის”… მოგვიანებით ამერიკის მთავრობამ სრულად აღიარა თავისი დანაშაული ამ არაადამიანური დანაშაულის ჩადენის გამო. მაგრამ დღემდე არ შეუსრულებია აღებული ვალდებულება მატერიალური და მორალური ზარალის ასანაზღაურებლად. პირიქით, ამავე წელს აშშ-მა დაბომბა ირანის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები.
1989 წელი – შეიარაღებული ინტერვენცია პანამაში. პრეზიდენტ ნორიეგას დაპატიმრება, რომელიც დღემდე ამერიკულ ციხეშია გამოკეტილი. დაიღუპა ათასობით პანამელი, მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტებში მათი რაოდენობა 560-მდე შემცირდა. გაერო გმობს ამ ოკუპაციას, აშშ რეზოლუციას ადებს ვეტოს. სსრკ არ ერევა ამ საქმეში – მუშაობს “პერესტროიკის” დათმობის კურსი.
1989 წელი – ამერიკელები ჩამოაგდებენ ლიბიის 2 თვითმფრინავს.
1989 წელი – რუმინეთი. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო მონაწილეობს ჩაუშესკუს დამხობასა და მკვლელობაში. თავიდან ამერიკა მისდამი კეთილად იყო განწყობილი, რადგან მხარი არ დაუჭირა სსრკ-ის შეჭრას ავღანეთში და 1984 წლის ლოს-ანჟელესის ოლიმპიადის ბოიკოტს, მოითხოვდა ნატოსა და ვარშავის ხელშეკრულების ერთდროულ რეფორმირებას. მაგრამ 80-იანი წლების ბოლოს აშკარა გახდა, რომ იგი გორბაჩოვივით არ უღალატებს სოციალიზმს. ლენგლიში გადაწყვიტეს, მოეშორებინათ ჩაუშესკუ, რასაც მოსკოვის თანხმობის გარეშე ვერ შეძლებდნენ. ოპერაციის განხორციელება დაევალა ცსს აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების ხელმძღვანელს – მილტონ ბორდენს. დღეს იგი აღიარებს, რომ რუმინეთში სოციალისტური წყობილების დამხობისა და ჩაუშესკუს მოცილების ოპერაცია სანქცირებული იყო აშშ-ის მთავრობის მიერ. ჯერ დაამუშავეს მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი. დასავლეთის მასმედიაში ჩანერგილი აგენტების მეშვეობით გაავრცელეს ნეგატიური მასალები დიქტატორზე და რუმინელი დისიდენტების ინტერვიუები, რომლებიც საზღვარგარეთ იყვნენ გაქცეულნი. ამ პუბლიკაციების ლაიტმოტივი იყო: ჩაუშესკუ აწამებს ხალხს, ითვისებს სახელმწიფო სახსრებს, არ განავითარებს ეკონომიკას.
პარალელურად დაიწყო ჩაუშესკუს შემცვლელის – იონ ილიესკუს პიარი, რომლის კანდიდატურა ვაშინგტონსაც და მოსკოვსაც ხელს აძლევდა. ამასობაში, სოციალიზმისგან უკვე “განწმინდული” უნგრეთიდან ოპოზიციას ჩუმად აწვდიდნენ შეიარაღებას. დაბოლოს, რამდენიმე მსოფლიო ტელეარხით ერთდროულად გადაიცა სიუჟეტი რუმინეთის სპეცსამსახურის “სეკურიტატეს” აგენტების მიერ ქალაქ ტიმიშუარეს უნგრული წარმოშობის მცხოვრებთა დახოცვის შესახებ. ეს ქალაქი რუმინელი უნგრელების “დედაქალაქად” იყო მიჩნეული. ცსს-ს თანამშრომლებმა შემდეგ აღიარეს, რომ ეს იყო კარგად გაკეთებული მონტაჟი. ყველა დაღუპული ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, გვამები კი ადგილობრივი მორგებიდან სპეციალურად მიიტანეს ტელეგადაღების ადგილზე – სანიტრების მოსყიდვა ორგანიზატორებს არ გასჭირვებიათ.
15 წლის წინათ რუმინეთის კომპარტიის ყოფილი გენერალური მდივნისა და მისი ცოლის – ელენას დახვრეტა წარმოდგენილი იყო როგორც კომუნისტური რეჟიმის დამამხობელი რუმინელი ხალხის ნების აღსრულება. დღეს ნათელია, რომ ეს იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მორიგი ოპერაცია, რომელიც “ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის” ლეღვის ფოთლით იყო დაფარული.
1989 წელი – ფილიპინები. გადატრიალების მცდელობის აღსაკვეთად აშშ ეხმარება ფილიპინების მთავრობას საჰაერო ძალებით.
1989 წელი – აშშ-ის ჯარები ახშობენ არეულობას ვირჯინიაში.
1990 წელი – სამხედრო მხარდაჭერა გვატემალის პროამერიკულ მთავრობას “კომუნიზმთან ბრძოლის” საქმეში. პრაქტიკულად ეს გამოიხატა მასობრივ მკვლელობებში, 1998 წლისთვის სამხედრო შეტაკებებს 200 ათასი ადამიანი შეეწირა. განადგურდა 440-ზე მეტი სოფელი, ათი ათასობით მოქალაქე გადაიხვეწა მექსიკაში, მილიონზე მეტი ლტოლვილი საკუთრივ ქვეყანაში იმყოფება. ქვეყანა სწრაფად ღატაკდება – 1990 წლისთვის ღარიბთა რაოდენობამ მოსახლეობის 75 პროცენტი შეადგინა; ათი ათასობით ადამიანს შიმშილმა ბოლო მოუღო; ხსნიან ბავშვების აღზრდის “ფერმებს”, რომელთა სხეულის ორგანოებს ამერიკელ და ისრაელელ მდიდარ კლიენტებზე ყიდიან; ყავის პლანტაციებში ადამიანები ცხოვრობენ და მუშაობენ ისე, როგორც – ჰიტლერულ საკონცენტრაციო ბანაკებში.
1990 წელი – სამხედრო გადატრიალების მხარდაჭერა ჰაიტიში. დაამხეს პოპულარული და კანონიერად არჩეული პრეზიდენტი არისტიდი, მაგრამ ხალხმა მისი დაბრუნება აქტიურად მოითხოვა. მაშინ ამერიკელებმა წამოიწყეს დეზინფორმაციული კამპანია მისი ფსიქიკური დაავადების შესახებ. ამერიკელების ხელდასმული გენერალი პროსპერ ენვილი იძულებული გახდა გაქცეულიყო ფლორიდაში, სადაც დღემდე ნაძარცვი ფულით მდიდრულად ცხოვრობს.
1990 წელი – იწყება ერაყის საზღვაო ბლოკადა.
1990 წელი – ბულგარეთი. ამერიკა 1,5 მილიონ დოლარს ხარჯავს არჩევნებში ბულგარეთის სოციალისტური პარტიის მოწინააღმდეგეთა დასაფინანსებლად. ამაოდ. სოცპარტია იმარჯვებს. ამერიკა აგრძელებს ოპოზიციის დაფინანსებას, რაც იწვევს სოციალისტური მთავრობის ვადამდელ გადადგომასა და კაპიტალისტური რეჟიმის დამყარებას. შედეგი: ქვეყნის კოლონიზაცია, ხალხის გაღატაკება, ეკონომიკის ნაწილობრივი ნგრევა.
1991 წელი – ფართომასშტაბიანი სამხედრო აქცია ერაყის წინააღმდეგ. ოპერაციაში მონაწილეობს 450 ათასი სამხედრო მოსამსახურე. მოკლულია მინიმუმ 150 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე. მშვიდობიანი ობიექტების მიზანმიმართული დაბომბვა ერაყის მოსახლეობის დასაშინებლად ხორციელდება.
საინფორმაციო-ანალიტიკური
პორტალი OKO-PLANET.SU-ს მიხედვით
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here