Home რუბრიკები საზოგადოება რიკოთზე 6 ადამიანი ჩინელების დაუდევრობას ემსხვერპლა

რიკოთზე 6 ადამიანი ჩინელების დაუდევრობას ემსხვერპლა

779

GEWORLD.NET:
პოლიტიკურმა პარტიამ „თავისუფალი საქართველო“ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა რიკოთის შემოვლით გზაზე 18 ივნისს დატრიალებული ტრაგედიის შესახებ. მათი ვერსიით, უღელტეხილზე ღვარცოფის მიზეზი კოკისპირული წვიმა არ ყოფილა. ტრაგედია ჩინელების მიერ ლიხის მთაზე ხელოვნური ტბის დაცლამ გამოიწვია.
ღვარცოფმა რესტორანს გადაუარა, ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. თვითმხილველები ამბობენ, რომ წყალმა პირდაპირ მიწიდან ამოხეთქა. ეჭვებს ისიც ბადებს, რომ 18 ივნისს არც ხაშურში, არც სურამში, წიფასა და ლიხში  წვიმა არ ყოფილა. ჩინელებს ლიხის მთაზე ორი ტბა გაუშენებიათ თევზის მოსამრავლებლად. 18 ივნისს ერთი ტბა სანიტარული დასუფთავების მიზნით დაუცლიათ, წყალი კი მეორე ტბაში ჩაუშვიათ. ჯებირმა ვერ გაუძლო და გადმოსული წყალი ორი მიმართულებით მოვარდა – წიფისა და ჩუმათელეთის მიმართულებით, ამან კი მთიდან წყლის სწრაფი ვარდნა გამოიწვია. „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული მდივანი გია ყურაშვილი აცხადებს:
გია ყრუაშვილი, პოლიტიკური პარტია “თავისუფალი საქართველოს” რეგიონული მდივანი:
– როგორც ცნობილია, ამა წლის 18 ივნისს ხაშური-ზესტაფონის უღელტეხილზე, ლიხის მთის თავზე, კოკისპირული წვიმა მოვიდა და გამოიწვია ღვარცოფი, რამაც იქვე არსებული რესტორანი წაიღო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მდინარემ, ფაქტობრივად,  მიწიდან ამოხეთქა. არადა, საყურადღებოა, რომ ტრაგედიის დროს არ წვიმდა არც ხაშურში, არც სურამში და არც წიფასა და ლიხში. გამოდის, რომ წვიმა მხოლოდ ერთ ადგილას მოვიდა, რაც უამრავ კითხვას აჩენს.
როგორც ჩანს, ტრაგედიის რეალური მიზეზი წვიმა არ გამხდარა. გაირკვა, რომ ლიხის მთაზე ჩინელებს ორი ტბა გაუშენებიათ, სადაც, თევზის მომრავლების მიზნით, სამუშაოებს ახორციელებდნენ. აღმოჩნდა, რომ სწორედ 18 ივნისს კომპანიის მესვეურებმა ერთი ტბის დაცლა გადაწყვიტეს და წყალი მეორე ტბაში შეუშვეს, რასაც შემაკავებელმა ჯებირმა ვერ გაუძლო და წყალმა  ტბის კალაპოტი გაარღვია. ამან კი გამოიწვია წყლის მაღლობიდან დიდი სიჩქარით ვარდნა. შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ ტრაგედიის ადგილას არა წვიმის წყალი, არამედ წყლის ტალღაა მოვარდნილი. ასევე საყურადღებოა, რომ წვიმა მართლაც მოვიდა ტრაგედიიდან რამდენიმე საათში, მაგრამ მდინარეებში წყალმა მომატების ნაცვლად იკლო. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ხელისუფლება სიმართლეს ამჯერადაც მალავს.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here