Home რუბრიკები საზოგადოება ბრეივიკი მთავარსარდლის თანამდებობას მოითხოვს

ბრეივიკი მთავარსარდლის თანამდებობას მოითხოვს

1209

ნორვეგიაში შემზარავი ტერაქტების განხორციელებაში ბრალდებული ბრეივიკი ქვეყნის მთავარსარდლის პოსტზე დანიშვნას და მოქმედი მთავრობის დათხოვნას მოითხოვს. ამ პირობის შესრულების შემთხვევაში იგი თანახმაა, გამოძიებას სხვა დაგეგმილი ტერაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.
ანდრეს ბრეივიკი ასევე ნორვეგიის მეფის, ჰერალდ V-ს გადადგომას მოითხოვს. მან განაცხადა,რომ მთელი ევროპის მასშტაბით მოქმედებს ტერორისტული უჯრედები, მათ შორის 2 – ნორვეგიაში. ბრეივიკმა აღიარა, რომ ტერაქტის განხორციელებას მეფის სასახლესა და მმართველი პარტიის შტაბ–ბინაშიც გეგმავდა.
ბრეივიკის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საავადმყოფოში აღმოჩნდეს და არა – ციხეში. „ყველაფერი, რაც მოხდა, მის სულიერ დაავადებაზე მიუთითებს,“ – განაცხადა ადვოკატმა ლიპესტადმა.
თავის მხრივ, ნორვეგიის სასამართლო მედიცინის კომისიის თავმჯდომარემ ტარჯეი რიგნესტედმა სულ სხვა მოსაზრება გამოთქვა. იგი მიიჩნევს, რომ ტერაქტების ორგანიზების მაღალი დონე ბრეივიკის შეურაცხადობას გამორიცხავს.
ბრიტანული გაზეთი „ტელეგრაფის“ (Telegraph ) ინფორმაციით, ათი წლის წინ ანდრეს ბრეივიკმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რათა „ჭეშმარიტ არიელს დამსგავსებოდა“. ამის შესახებ გაზეთს მისმა სკოლისდროინდელმა მეგობარმა უამბო. ბრეივიკის მშობლებმა მასზე უარი განაცხადეს. დედა შოკშია. მას ფსიქოლოგები უწევენ დახმარებას. მამამ – იენს ბრეივიკმა განაცხადა, რომ მის შვილს თავი უნდა მოეკლა და არა უდანაშაულო ადამიანები დაეხოცა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here