Home ახალი ამბები 21 წლამდე ასაკის მოქალაქეებს აზარტული თამაში აეკრძალებათ

21 წლამდე ასაკის მოქალაქეებს აზარტული თამაში აეკრძალებათ

733

საქართველოს მოქალაქისთვის აზარტულ თამაშში მონაწილეობის ასაკობრივი ცენზი 21 წლამდე იზრდება. კანონპროექტს, რომლის ავტორიც ფინანსთა სამინისტროა, პარლამენტი განიხილავს.

“კანონპროექტი ითვალისწინებს არა მარტო ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას, არამედ სხვა ნორმებს. დიდი ხანია ამ კანონპროექტს პარლამენტში განიხილავენ”, – განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში.

კანონპროექტის მიხედვით, აზარტული თამაშების მოწყობის ადგილზე შესვლისა და თამაშის უფლება არ აქვს საქართველოს მოქალაქეს 21 წლამდე, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეს – 18 წლამდე.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 51% წელიწადში ერთხელ მაინც მონაწილეობს აზარტულ თამაშებში.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here