იოსებ სტალინის (სოსო ჯუღაშვილის), ამ გენიალური პიროვნების მოღვაწეობის აღქმა და ობიექტური შეფასება ჩვენთვის, თითქმის მისი თანამედროვეებისთვის, შეუძლებელია. ამ ეტაპზე სტალინის პიროვნება ჩვენ წარმოგვიდგება უზარმაზარი პორტრეტის სახით, რომელიც ისე ახლოა ჩვენთან, რომ ვხედავთ სახის ნაკვთების მხოლოდ ფრაგმენტებს. პორტრეტის სრულად დასანახად და ობიექტურად შესაცნობად აუცილებელია მისგან დროებით დაშორება, რისთვისაც ათწლეულებია საჭირო.
სტალინის ეპოქაში შინაურ და გარეშე მტერთან უკომპრომისო ბრძოლის პარალელურად, აღმშენებლობის რეალობად ქცეული სასწაულები: ქვეყნის ელექტროფიკაცია, ინდუსტრიალიზაცია, კოლექტივიზაცია და ფუნდამენტურ მეცნიერებათა სკოლების დაარსება, ის ქვაკუთხედია, რომელმაც შესაძლებელად აქცია დიდ სამამულო (მეორე მსოფლიო) ომში გერმანული ფაშიზმის დამარცხება.
მრავალეროვან საბჭოთა კავშირში (ცხოვრობდა ორასამდე ეროვნება) ყველა წარმატების საფუძველი იყო სტალინური ეროვნული პოლიტიკის ცხოვრებაში გატარების შედეგად ხალხების მიერ თავიანთი ეროვნებით სიამაყის პარალელურად სხვა ერების მიმართ მეგობრობა, პატივისცემა და სიყვარული, უკეთესი ხვალინდელი დღისა და ნათელი მომავლის ურყევი რწმენა.
იოსებ სტალინმა დეკლარირებულად ათეისტურ საბჭოთა კავშირში ქრისტეს ათი მცნების პოსტულატები სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანა და ადამიანების ქცევის, ურთიერთობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმად აქცია.
სტალინური ეპოქის საბჭოთა კავშირი იყო კაცობრიობის ისტორიაში ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც ახდა უხსოვარი დროიდან ყველა ხალხების საუკუნოვანი ოცნება თავისუფლების, თანასწორობისა და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელთა თანაბარუფლებიანი ცხოვრების შესახებ.
ამითაა განპირობებული, რომ დედამიწაზე არ დარჩენილა ქვეყანა, რომლის წარმომადგენელსაც სადიდებელი სტრიქონები არ მიეძღვნას იოსებ სტალინისთვის. ალბათ, ამიტომაც სტალინი ერთადერთი ადამიანია კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც მსოფლიო საზოგადოებრიობამ ყველა მშრომელი ხალხის ბელადად შერაცხა.
ტარიელ სუხიაშვილი
P.S. 21 დეკემბერი იოსებ ბესარიონის ძე სტალინის დაბადების დღეა. ნუ დავივიწყებთ!
დასავლეთის პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები – ისტორიკოსები, მეორე მსოფლიო ომის მკვლევარი-ექსპერტები – სულ უფრო და უფრო მეტს და ობიექტურად წერენ სტალინზე, მის როლზე კაცობრიობის ისტორიაში. იმედია, საქართველო, განსაკუთრებით კი მისი მშობლიური გორი, სათანადო პატივს მიაგებს მას 21 დეკემბერს. დიდება სტალინს!!!
კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ადამიანი , რომელსაც მხოლოდ მომავალი დააფასებს .
თუ გვინდა გავეცნოთ სტალინის პიროვნებას, უნდა მოვისმინოთ იმ ადამიანების აზრი, რომლებიც მას პირადად შეხვედრიან. ასეთები მრავლადაა – სახელმწიფო მოღვაწეები, მხედართმთავრები, მწერლები და ა. შ.
მისი ნიჭსა და ჰუმანურობას ქება შეასხეს მასთან საუბრის შემდეგ ბერნარდ შოუმ, მიხეილ შოლოხოვმა, ლიონ ფოიხტვანგერმა, რომენ როლანმა, ჰერბერტ უელსმა და მრავალმა სხვამ. უნდა ითქვას, რომ არიან ისეთებიც ამ კატეგორიიდან – ტროცკი, ხრუშჩოვი, რასკოლნიკოვი – რომლებიც მას აბრალებენ ყველა იმ უბედურებას, რაც მის დროს ქვეყანაში ხდებოდა და რაშიც სწორედ ისინი განსაკუთრებული აქტიურობით მონაწილეობდნენ, მაგრამ ასეთები ცალი ხელის თითებზე ჩამოითვლება. ჯოზეფ შუმპეტერი წერს: “სტალინს არასოდეს შეხვედრია შესადარი უნარის პოლიტიკოსი”.