Home სხვადასხვა დაიჯესტი 21 წელიწადი რქები ედგა

21 წელიწადი რქები ედგა

853
21 წელიწადი რქები ედგა

მხოლოდ 21 წლის შემდეგ შეიტყო მილიონერმა რიჩარდ მეისონმა, რომ თავისი სამი ვაჟის მამა სინამდვილეში ცოლის საყვარელი იყო.

ღალატობდა ცოლი.

ეს ყველაფერი მას შემდეგ გაირკვა, რაც ექიმებმა დაუდგინეს, რომ დაბადებიდანვე უნაყოფო იყო. ახლა მისმა ცოლმა მილიონერს 250 ათასი ევრო კომპენსაციის სახით უნდა გადაუხადოს _ ასე დაადგინა სასამართლომ, რომელმაც შესაძლებლად ჩათვალა, არ გახმაურებულიყო საყვარლის, ანუ ბიოლოგიური მამის ვინაობა. ამ ფაქტზე წერს გაზეთი Mirror.

55 წლის რიჩარდს მიაჩნია, რომ ბავშვების ბიოლოგიური მამა ის კაცია, რომელთანაც მის ცოლს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა 1990-იან წლებში. ცოლმა ღალატი აღიარა განქორწინებიდან 10 წლის შემდეგ.

კომპანია MoneySupermarket.com-ის პატრონმა იჩივლა სასამართლოში, რათა ცოლს მისთვის დაებრუნებინა გაყრის დროს სასამართლო განაჩენით მიკუთვნებული თანხის ნაწილი. ამასთან, ქალს თაღლითობაში დასდო ბრალი.

ორმა ვაჟმა მამასთან ურთიერთობა გაწყვიტა.

შარშან, დეკემბერში, მესამე ვაჟმა რიჩარდს მისწერა: “მამა, ვიმეორებ, რასაც იმთავითვე ვამბობდი, შენ ყოველთვის ჩემს მამად დარჩები… ყოველთვის შენ გვერდით მიგულე. მიყვარხარ”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here