ორგანიზაცია pew research centre-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროპაში იმიგრაციის სრულიად შეწყვეტის შემთხვევაშიც კი 2050 წლისთვის მუსლიმების რაოდენობა დღეს არსებული 24 მილიონიდან 30 მილიონამდე მოიმატებს და ევროპის მოსახლეობის 7,4% იქნება.
იმიგრაციის საშუალო ოდენობის შემთხვევაში, 2050 წლისთვის ევროპაში მუსლიმების რაოდენობა 58,8 მილიონს მიაღწევს, რაც ევროპის მოსახლეობის 11,2%-ია. ხოლო იმიგრაციის მაღალი დონის შემთხვევაში 2050 წლისთვის მუსლიმების რაოდენობა 75 მილიონამდე გაიზრდება, რაც ევროპის მოსახლეობის 14% იქნება.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მუსლიმების რაოდენობა მინიმალურად შეიცვლება _ მატება დასავლეთ ევროპის ქვეყნების ხარჯზე მოხდება.
მაგალითად, იმიგრაციის მაღალი ოდენობის შემთხვევაში, შვედეთში მუსლიმების რაოდენობა მოსახლეობის 30%-ს შეადგენს, ხოლო გერმანიაში _ 20%-ს.