Home რუბრიკები პოლიტიკა 2024 წელს აშშ-ს ჰაერივით დასჭირდება რუსეთის პროვოცირება და… სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების იდეა...

2024 წელს აშშ-ს ჰაერივით დასჭირდება რუსეთის პროვოცირება და… სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების იდეა უფრო და უფრო მოსწონს

481

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ძალისხმევის მიუხედავად, ბოლო წლებში რუსეთის მიმართ განხორციელებულმა შტურმმა შედეგი ვერ გამოიღო. ყველა ხვდებოდა, რომ რუსეთთან ომის დაწყება წამგებიანი იქნებოდა (ვისთვის ყოფილა მომგებიანი?!) და ამიტომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ფინანსური სანქციებით შეუტიეს. პრინციპში, ამას შეტევაც არ ერქვა, რუსეთის ფედერაცია ბლოკადაში მოაქციეს და შეეცადნენ, ერი ისე დაემშიათ, რომ ხალხი სოციალურ ნიადაგზე აჯანყებულიყო. ამის მიუხედავად, რუსი ხალხი მიხვდა, რომ ეს იყო ბრძოლა, რომელშიც უნდა გაეძლოთ და ტერმინმაკარტოშკუ ბუდემ ჟრატ, ნო პუტინ ბუდეტ ნაშიმ პრეზიდენტომპოპულარობა მოიხვეჭა.

დასავლეთმა, გარდა ეკონომიკური ბლოკადისა, რუს ბიზნესმენებს დაუყადაღა საერთაშორისო ბანკებში გახსნილი ანგარიშები, რათა მათშიც გაეღვივებინათ უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ. შედეგად, რუსებმა შრომა დაიწყეს, სახელმწიფომ შექმნა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები და ხორბლის წარმოება იმ დონეზე განავითარეს, რომ რუსეთი საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა. ამას დაემატა ზეთის წარმოება. ახლა ამბობენ, რომ მთავარი მწარმოებელი სოიოსი, რომელიც გადაშენების პირასაა, რუსეთი იქნება და, რაც მთავარია, ევროპული ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღიარა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა მათი ეკონომიკა უფრო დააზარალა, რადგან დაკარგეს მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ბაზარი.

როგორც ჩანს, დასავლეთი მიხვდა, რომ სანქციებით მიზნის მიღწევა შეუძლებელია და ფონს გასვლა სხვა მეთოდით გადაწყვიტა. ამერიკის კონგრესმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში 2024 წელს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინი ისევ იყრის კენჭს, ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს. ანუ, ამერიკამ, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსზე აქვს პრეტენზია, ოფიციალურად დაადასტურა, რომ სხვა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს იმ ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ამის კონსტიტუციური უფლება აქვს, რომელიც მოქმედი პრეზიდენტია და კანონმდებლობა აძლევს შესაძლებლობას, აღნიშნული პოსტისთვის კიდევ იბრძოლოს. ვიღაც იტყვის, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ პუტინი შტატებს დიქტატორად ჰყავთ გამოცხადებულიო, მაგრამ სად და რაში ჩანს ეს? გაიხსენეთ ერთი გადაწყვეტილება ან ქმედება მაინც, რომელმაც რუსეთს პუტინის მმართველობის პერიოდში ავნო. სწორედ პუტინის მმართველობის პერიოდში იქცა ელცინის მიერ დასუსტებული და მარტივ მამრავლებად დასაშლელად გამზადებული ქვეყანა მძლავრ მანქანად, რომელიც გამართულად მუშაობს. პუტინის რუსეთი, გარდა იმისა, რომ საკუთარი ადგილი და როლი დაიბრუნა მსოფლიო პოლიტიკაში, არის ქვეყანა, რომელსაც ითვალისწინებს ყველა. ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში ნაძარცვი და გაპარტახებული სახელმწიფო იქცა მწარმოებლად, ერთ-ერთ უდიდეს ექსპორტიორ-იმპორტიორად და ახლა ქვეყნიდან ნაძარცვი საქონელი კი არ გადის, არამედ ნედლეული, პროდუქტი, ნაკეთობები… და ეს შექმნა ერთადერთმა ადამიანმა _ ვლადიმერ პუტინმა, რომელსაც ხალხი ენდო და რომელმაც მკაცრი ხელით მოახერხა, ქვეყანა სახელმწიფოს დამსგავსებოდა.

ამერიკის სურვილი უცხო არ არის, განსაკუთრებით საქართველოსთვის. სწორედ საქართველომ და მისმა მსგავსმა ქვეყნებმა მიაჩვიეს დასავლეთი იმას, რომ მისი სურვილის შესაბამისად იცვლება სახელმწიფოს მეთაურები, ქვეყნის საშინაო თუ საგარეო კურსი, სტრატეგია და განვითარება, კანონმდებლობა და, საერთოდ, ყველაფერი მათი სურვილის მიხედვით ხდება. 2003 წლიდან დღემდე, საქართველოში გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები ამერიკის ელჩია და ეს ხდება არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ უკრაინაში, პოლონეთშითუმცა, პოლონეთი უკვე მიხვდა, რომ დროა, თავი დააღწიოს მარწუხებს და დამოუკიდებელი თამაში დაიწყო ამერიკას ანალოგიური მცდელობა ჰქონდა ბელარუსშიც, ჯერ წლების წინათ, როცა რევოლუციას გივი თარგამაძის (?!) ხელით გეგმავდა, შემდეგ კი ახლა, როცა არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა, საპროტესტო აქციები დააფინანსა, ქუჩაში ათასობით ადამიანიც გამოიყვანა, მაგრამ ვერაფერი მოახერხა, გარდა იმისა, რომ პუტინთან ერთად ალექსანდრე ლუკაშენკოც დიქტატორად შერაცხა. საბედნიეროდ, ბელარუსში სიტუაცია დამშვიდდა და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა, აი ჩვენთან და უკრაინაში კი… სიმართლე გითხრათ, ვერც იმას ვხვდებით, როცა ასეთი ნათელი მაგალითი გვაქვს თუნდაც ბელარუსის ან პოლონეთის, რატომ არ სურს საქართველოს, მათ რიგებში ჩადგეს და ნამდვილი დამოუკიდებლობის გემო გაიგოს, მოიცილოს განვითარებადი ქვეყნის სტატუსი, აწარმოოს საკუთარი, თუნდაც მცირე პროდუქცია და იყოს დამოუკიდებელი?! ისევ რუსეთს დავუბრუნდეთ. ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკელებს ერთ კონკრეტულ ადამიანთან აქვთ პრეტენზია და მას ვერ ერევიან. ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ ჰგონიათ შტატებში, რომ პუტინის შემცვლელი (როცა იქნება) მათ ინტერესებს გაატარებს და არა საკუთარი ქვეყნისას, მაგრამ იმის თქმა კი შეგვიძლია, რომ რუსეთი აღარ დაუშვებს შეცდომას და ხელისუფლების პირველ პირად აღარ მოვა ელცინის მსგავსი კადრი და იმაშიც გვერწმუნეთ, პუტინს რომ დაეტყოს, ელცინის გზას ადგას, თავად თუ არ წავა, ხალხი აღარ აირჩევს. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ყველა ხვდება, რომ ძლიერი პირველი პირის გარეშე ქვეყანა განწირულია და ამიტომ სუსტებს მხარს არ დაუჭერს. ისე, ამერიკა მაინცდამაინც რუსეთზე რომ გაბრაზდა, ანგელა მერკელი 16 წელი მართავდა გერმანიას და ვინმეს წამოსცდა, შეიცვალოსო? თურმე, მერკელს ამის უფლებას გერმანული კანონი აძლევდა და დასავლეთი გერმანიის კანონებს ცნობს, რუსეთისას _ არა, რადგან რუსეთის კანონი პუტინს აძლევს უფლებას, კვლავ იყაროს კენჭი პრეზიდენტობაზე. ნამდვილად არ ვაპირებთ, რუსეთის პრეზიდენტს ადვოკატად დავუდგეთ, უბრალოდ, იმ მიდგომას ვგმობთ, რომელიც დასავლეთს აქვს _ თუ მის მოსაზრებებს არ ეთანხმები, მისთვის სასარგებლო პოლიტიკას არ ატარებ, მტერი ხარ. შტატების გაღიზიანება, ყველაფერთან ერთად, იმანაც გამოიწვია, რომ გასულ კვირას, კვლევების თანახმად, მსოფლიოს უმდიდრეს სახელმწიფოდ ჩინეთი დასახელდა და არა ამერიკა. მზარდი ეკონომიკის ხარჯზე, ჩინეთმა შეძლო, ამერიკისთვის გადაესწრო და ახლა შტატებს, ყველაფერთან ერთად, იმის ახსნაც უწევს, რატომ დაანგრია სოციალიზმი საბჭოთა კავშირში. თანაც, ჩინეთი და რუსეთი, არსებული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ერთმანეთს ბაზარს არ უკეტავენ და ძალიან მშვიდად თანამშრომლობენ, რაც ორივე ქვეყნის ეკონომიკას საგრძნობლად დაეტყო. გამოდის, დასავლეთის სანქციების ფონზე არამარტო არსებობა, არამედ განვითარებაც შესაძლებელია და ეს ცალცალკე დაამტკიცეს პოლონეთმა, რუსეთმა, ბელორუსმა ჰო, აგერ ახლა უნგრეთიც “აჯანყდა”, როცა ქვეყნის პრემიერმა დასავლეთს უარი უთხრა ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების დაკანონების განხილვაზე, ლგბტ თემის მხარდაჭერაზე და კანონში ჩაწერა, რომ ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის თანაცხოვრება. და რა მოხდა? არც არაფერი, ამერიკა აღშფოთდა, ევროპა შეშფოთდა და პრემიერმა უნგრელი ხალხის პატივისცემა დაიმსახურა. ამ ყველაფერს იმიტომ ვყვებით, რომ არ არის კატასტროფა და სამყაროს დასასრული იმის მოთხოვნა, რაც გეკუთვნის, დამოუკიდებლობის, ნამდვილი დამოუკიდებლობის მოთხოვნა.

კიდევ ერთი საინტერესო რამ: 2024 წელს, როცა რუსები პრეზიდენტს აირჩევენ, ჩვენთან საპარლამენტო არჩევნები იქნება. იმედია, მანამდე სიტუაცია ისე არ შეიცვლება, რომ საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. ჰოდა, სადაც ასეთ განცხადებას ლამის 3 წლით ადრე აკეთებს ამერიკა, აუცილებლად შეეცდება, რომ 2024 წლისთვის რუსეთის მარგინალიზაცია მოახდინოს. და ვინ არის საამისოდ ყველაზე კარგი ვარიანტი? რა თქმა უნდა, საქართველო, ოღონდ არა ეს ხელისუფლება, რადგან ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ამერიკამ ვერც ერთხელ ვერ მოახერხა, ღია კონფლიქტში ჩაეთრია ჩვენი ქვეყანა. არ ვგულისხმობთ მხოლოდ 2008 წელს, გემახსოვრებათ, სააკაშვილის მიერ დადგმული სცენები _ სანაპიროზე შეიარაღებულ რუსებს რომ “შეუტია”, იქით საზღვართან რომ მიუვარდა ვიღაც ოფიცერს და მის სარდლობასთან რაღაცას რომ აბარებდა. ასეთი პროვოკაცია 2024 წელს შტატებს ჰაერივით დასჭირდება და…

თუ ამერიკა მხარს არ დამიჭერს მე, რეგიონში დაკარგავს ყველა დასავლურ ლიდერს”, _ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და ის კი არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა დასავლეთის მხარდამჭერ ლიდერებში _ ფაშინიანს, ალიევს თუ ერდოღანს. სამივე ქვეყნის პირველი პირები საკუთარ ქვეყანაზე ზრუნავენ და დასავლეთს საშინაო საქმეებში არ რევენ. ისინი ამჯობინებენ, კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ რუსეთთან და დასავლეთის თითის გატკაცუნებაზე კონფლიქტში არ ჩაერთონ. ამ განცხადებით სააკაშვილმა ხმამაღლა უთხრა ამერიკას, მე დამაბრუნეთ სათავეში და საქართველოს თქვენს ჭკუაზე ვატარებო. ეს იდეა ამერიკას, დიდი ხანია, მოსწონს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here