Home ახალი ამბები საქართველო 2020 წლის შემდეგ C ჰეპატიტის მკურნალობა ფასიანი გახდება

2020 წლის შემდეგ C ჰეპატიტის მკურნალობა ფასიანი გახდება

1117
C ჰეპატიტი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო  C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის მიზანიც დაახლოებით 80 000-მდე ინფიცირებულის გამოვლენა და  მკურნალობაა. პროგრამის დაწყებიდან მკურნალობა 50 000-მდე პაციენტმა უკვე დაასრულა და  მათი განკურნების მაჩვენებელი 98 %-ს  შეადგენს.  

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის ინფორმაციით,  2020 წლის შემდეგ საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა ფასიანი გახდება. ამიტომ  მოქალაქეებს მოუწოდებს,  დროულად  მიმართონ  C ჰეპატიტის  ელიმინაციის  უფასო  პროგრამას.

„C ჰეპატიტით ავადობა. ეს არის 90-იანი წლების პირდაპირი შედეგი არამხოლოდ ნარკოდამოკიდებულების მხრივ, არამედ იმის მხრივ, თუ როგორ იცავდნენ იმ პერიოდში ჰიგიენას საავადმყოფოებში. საოცრებაა, რომ 65 000 ადამიანიდან, რომელმაც გამოიკვლია და იმკურნალა, 98%-მდე განიკურნა. 25 000 ადამიანმა კი იცის, რომ აქვს ცე-ჰეპატიტი და არ მკურნალობს. მობრძანდით, იმკურნალეთ, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა 2020 წლამდე. 2020 წლის შემდეგ ცე ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში ფასიანი ხდება“- აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here