Home ახალი ამბები საქართველო 2019 წელს ქართველებმა უცხოეთში საბანკო ბარათებით 2,3 მლრდ ლარი დახარჯეს

2019 წელს ქართველებმა უცხოეთში საბანკო ბარათებით 2,3 მლრდ ლარი დახარჯეს

ბანკომატი

საქართველოს მოქალაქეებმა 2019 წელს საბანკო ბარათებით 2,355 მლრდ ლარი დახარჯეს უცხოეთში, რაც წინა წელთან შედარებით 34%-ით მეტია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის იანვარდეკემბერში რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ დახარჯული თანხის მოცულობამ 1,757 მლრდ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება კონკრეტულად 2019 წლის დეკემბერს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ საბანკო ბარათებით ჩვენი ქვეყნიდან ვიზიტორებმა 230,7 მლნ ლარი დახარჯეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44,5%-ით მეტია. 2018 წლის დეკემბერში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ პლასტიკური ბარათებიდან 159,6 მლნ ლარი გადაიხადეს.

2015-2019 წელს საქართველოს მოქალაქეების

მიერ უცხოეთში დახარჯული თანხის მოცულობა:

2015 წელი _ 869,6 მლნ ლარი;

2016 წელი _ 961,7 მლნ ლარი;

2017 წელი _ 1, 334 მლრდ ლარი;

2018 წელი _ 1,757 მლრდ ლარი;

2019 წელი _ 2,355 მლრდ ლარი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here