მთავარი საქართველო 2019 წელს XI კლასის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, 2020 წელს კი _ XII...

2019 წელს XI კლასის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, 2020 წელს კი _ XII კლასისაც

207
გააზიარეთ
2019 წელს XI კლასის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, 2020 წელს კი _ XII კლასისაც

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის _ სოფო გორგოძის განცხადებით, 2019 წელს XI კლასის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, ხოლო 2020 წელს _ XII კლასისაც. ამასთანავე, იმ პირებს, რომლებმაც წინა წლებში ვერ გადალახეს ბარიერი თუნდაც ერთ საგანში და ატესტატი ვერ აიღეს, უფლება აქვთ, შესაბამის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ.

2020 წელს ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება

უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, თავიანთი პროგრამის რელევანტური და არჩევითი გამოცდა (მათ შორის ზოგადი უნარები) სურვილის შემთხვევაში თავად დაამატონ.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პირველ ეტაპზე მათ ამაში გამოცდების ეროვნული ცენტრი დაეხმარებათ. მისი თქმით, 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველასთვის. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა _ ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია _ ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

უნივერსიტეტებს, პროგრამის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ, თვითონვე განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისთვის. ამასთანავე, როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება, თუმცა შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი, რომელშიც სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა იქნება გათვალისწინებული. ასევე, შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც არჩევით საგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებების განხორციელება არ იგეგმება.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here