Home ახალი ამბები 2018 წლიდან თხილის ექსპორტიორებისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდა

2018 წლიდან თხილის ექსპორტიორებისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდა

თხილის ექსპორტიორები ვალდებულნი არიან HACCP-ს სისტემა დანერგონ.

აღნიშნულის შესახებ, „თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ ცვლილება გასული წლის მაისში შევიდა და 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

კერძოდ, როგორც მთავრობის 25 მაისის დადგენილებაშია აღნიშნული, „ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ექსპორტისთვის განკუთვნილი გადამუშავებული თხილის გულის დამზადებას, ვალდებულია დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here