Home ახალი ამბები საქართველო 2012-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეობა 32 017 უცხოელს მიენიჭა

2012-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეობა 32 017 უცხოელს მიენიჭა

1340
პასპორტი

უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობას საქართველოს მოქალაქეობა 2012-2017 წლებში გამონაკლისის წესით მიენიჭა, _ განაცხადა პარტიადემოკრატიული მოძრაობისწევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. 2012-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეობა 32 017 პირმა მიიღო.

“გამომდინარე იქიდან, რომ, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მოქალაქეობა გამონაკლისის წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს, ჩნდება კითხვა, რა დამსახურებისთვის აქვს მინიჭებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების აბსოლუტურ უმეტესობას გამონაკლისის წესით მოქალაქეობა?” _  განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2012-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 32 017 პირს, მათგან აშშ-ის მოქალაქე იყო 1686; აზერბაიჯანის _ 500; გერმანიის – 111; დიდი ბრიტანეთის _ 255; ესპანეთის _ 108; თურქეთის _ 3135; ირანის _ 192; ისრაელის _ 1188; რუსეთის _ 19597; საბერძნეთის _ 1290; სომხეთის _ 1122; უკრაინის _ 734; ჩინეთის _ 3; ყაზახეთის _ 223.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here