1941 წლის 22 ივნისი _ მწუხარებისა და ხსოვნის დღე

    1941 წლის 22 ივნისს  ფაშისტური გერმანია ვერაგულად დაესხა თავს საბჭოთა კავშირსეს იყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი და სისხლისმღვრელი ომი. ამ დღის აღსანიშნავად სასტუმრო ,,იბისშისაკმაოდ წარმომადგენლობითი საზოგადოება შეიკრიბა. ღონისძიების  ორგანიზატორი გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ისტორიული მემკვიდრეობისხელმძღვანელი ტარიელ გაგნიძე

    ღონისძიება ბატონმა ტარიელ გაგნიძემ გახსნა. შეკრებილებმა  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას.

     ,,მწუხარებისა და ხსოვნის დღე _ ასე უწოდებენ ამ დღეს და სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ აქ, რათა პატივი მივაგოთ ომში დაღუპულებსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულებს. ამ დღის დავიწყება არ შეიძლება. დიდ სამამულო ომში ბევრი ადამიანი დაიღუპა, ზოგიერთის შესახებ უამრავი ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ არიან ომში დაღუპულები, რომელთა შესახებ არაფერი ვიცით. უამრავი შემთხვევაა ისეთი, რომ მეომარი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, მისი გარდაცვალების ფაქტი დადასტურებული არ არის…

    საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, იკვლევენ, იძიებენ ისეთი ადამიანების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ომში დაკარგულად ითვლებიან, და შედეგსაც აღწევენ… ერთ-ერთი ასეთი პიროვნება, რომელიც დღემდე იკვლევს ომში დაკარგულთა შესახებ ინფორმაციას, გახლავთ გაზეთ ,,კომსომოლსკაია პრავდას” ჟურნალისტი ევგენი ბარანცევი. მან გამოსცა წიგნი ,,გზა შინისაკენ”. სწორედ ამ წიგნის მიხედვით გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი რიგით მეომარზე, რომელიც 19 წლისა წავიდა დიდ სამამულო ომში და წლების განმავლობაში გზავნიდა ფრონტიდან წერილებს ოჯახში, მაგრამ ერთ დღესაც წერილები შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი დაღუპვის შესახებ ცნობა ოჯახს არ მიუღია, ის დაკარგულად ითვლებოდა… ჟურნალისტმა ბარანცევმა დაიწყო გამოძიება, კვალდაკვალ მიჰყვა დაკარგული ჯარისკაცის გზას, რომელიც შინ გაგზავნილი წერილებიდან იყო მისთვის ცნობილი…” _ აღნიშნა ტარიელ გაგნიძემ.

    დამსწრე საზოგადოებას უჩვენეს ფილმი, რომელიც, სულ რაღაც, 15 წუთს გაგრძელდა, მაგრამ ძალიან ამაღელვებელი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა…

    ფილმის დასრულების შემდეგ ღონისძიების მონაწილეებს მიეცათ საშუალება, მოეთხროთ საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ, გაეხსენებინათ დიდი სამამულო ომის მონაწილე თავიანთი წინაპრები. აღინიშნა, რომ საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ომში დაღუპული ან დაკარგული წინაპარი არ ჰყავდეს…

    ,,ომთან დაკავშირებული ისტორიების გახსენება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ წინაპრების ბრძოლის, თავდადებისა და გმირობის შესახებ. დიდი სამამულო ომი დიდი ტრაგიკული ომი იყო, მაგრამ აზრი არაფერს ექნებოდა, გამარჯვებით რომ არ დასრულებულიყო”,  _ განაცხადა ევრაზიის ინსტუტიტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ და დასძინა, რომ ის ჯილდოები, რომლებიც ქართველ მეომრებს, ჩვენს წინაპრებს დიდ სამამულო ომში აქვთ მოპოვებული, სახელმწიფო ჯილდოებს უნდა გაუტოლდეს. ამ საკითხზე გულბაათ რცხილაძემ საცხრამაისო ღონისძიებებზეც ისაუბრა და ხელისუფლებას წერილობითაც მიმართა.                                 

    ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here