Home ახალი ამბები მსოფლიო 1939 წელს პოლონეთში ჰიტლერის ძეგლის დადგმას აპირებდნენ

1939 წელს პოლონეთში ჰიტლერის ძეგლის დადგმას აპირებდნენ

1145
1939 წელს პოლონეთში ჰიტლერის ძეგლის დადგმას აპირებდნენ

ეს შეახსენა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისტორიის გამყალბებლებს დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის ლიდერების სამიტზე წარმოთქმულ სიტყვაში, და ეს ისტორიული სიმართლე დაადასტურა იმ ეპოქის უნიკალური საარქივო დოკუმენტების დემონსტრირებით, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდს ეხებოდა.

პუტინმა ეს გააკეთა ევროპარლამენტის მიერ მიღებული პროვოკაციული რეზოლვციის გასაბათილებლად, რომლის მიხედვით ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა “გზა გაუკაფა მეორე მსოფლიო ომის დაწყებას”. პუტინმა აღნიშნა, რომ ამ რეზოლუციით ევროპაში შეეცადნენ საბჭოთა კავშირის ნაცისტურ გერმანიასთან გაიგივებას და მეორე მსოფლიო ომის გაჩაღების გამო საკუთარი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.

რუსეთისც პრეზიდენტის განცხადებით, მათ ეს ფანდი არ გაუვათ, რადგან რუსეთში დაცულია დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ ევროპული სახელმწიფოები უბიძგებდენ ჰიტლერს, გაელაშქრა სსრ კავშირის წინააღმდეგ. პუტინის თქმით, პოლონეთმა, რომელიც ელაქუცებოდა ჰიტლერს, ისარგებლა მიუნხენის შეთქმულებით და 1938 წელს ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრა. მაგრამ, საბოლოო ჯამში, თვითონ ემსხვერპლა ჰიტლერულ არმიას. ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე პოლონეთის ხელისუფლებაში განიხილავდნენ ვარშავაში ჰიტლერის ძეგლის დადგმის საკითხს.

პუტინმა გაასაჯაროვა ბერლინში პოლონეთის ელჩის პასუხი ჰიტლერის ინიციატივის მხარდაჭერის შესახებ ევროპის ყველა ქვეყნიდან ებრაელების გადასახლების თაობაზე. პოლონეთის ელჩმა თავისი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისადმი გაგზავნილ მიმართვაში განაცხადა:

“თუ გერმანია ამას გააკეთებს, მაშინ ჰიტლერს ვარშავაში ძეგლი უნდა დავუდგათ”.

არქივის დოკუმენტებით დასტურდება, რომ ნაცისტური გერმანიის წარმომადგენლები 1939 წლის დასაწყისში იწონებდნენ პოლონეთის პოზიციას, რომელიც მათთვის მომგებიანი იყო, რადგან ამ შემთხვევაში პოლონური დივიზიები სსრ კავშირის საზღვრებთან აღმოჩნდებოდა განლაგებული. პუტინმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა სამხედრო კავშირს სსრკ-ის წინააღმდეგ.

დსთ ქვეყნების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას პუტინმა მათ წარუდგინა ამონარიდი საარქივო დოკუმენტიდან, რომელშიც არის პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლის პასუხი ჰიტლერული გერმანიის საგარეო საქმეთა უწყების შეკითხვაზე უკრაინის შესახებ.

დოკუმენტში ნათქვამია:

“პოლონელები უკვე იყვნენ კიევში, და ეს გეგმები არსად გამქრალა”.

ამ დებულების კომენტირებისას ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ “საქმე ეხებოდა 1939 წელს, და, მინდა იმედი ვიქონიო, რომ, ეგებ, დღევანდელი დღისთვის ეს გეგმები შეიცვალა”.

შეიცვალა კი? აღნიშნულ დოკუმენტებზე, უპირველესად, უნდა დაფიქრდნენ საქართველოს, უკრაინისა და ბელარუსის ხელისუფალნი: დღევანდელი ევროპული მიდგომები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მიმართ, იმ პერიოდისგან ცოტა რამით თუ განსხვავდება _ ასეთია რეალობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here