Home სხვადასხვა დაიჯესტი 19 წლის სტუდენტი გოგონა გააუპატიურეს და ცოცხლად დაწვეს

19 წლის სტუდენტი გოგონა გააუპატიურეს და ცოცხლად დაწვეს

246
19 წლის სტუდენტი გოგონა გააუპატიურეს და ცოცხლად დაწვეს

თენიაში, ალჟირში, მხეცურად მოკლეს სტუდენტი გოგონა ჩაიმა სადუ. იგი მოიტაცა, გააუპატიურა და ცოცხლად დაწვა ნაცნობმა მამაკაცმა სახელად რაიანმა. ნიშანდობლივია, რომ ეს მანიაკი ერთხელ უკვე იყო ნასამართლევი ამ გოგონაზე თავდასხმის გამო.

Daily Star წერს, რომ დამწვარი სხეულის ნარჩენები იპოვეს 2 ოქტომბერს მიტოვებულ ბენზინგასამართ სადგურზე ალჟირის დედაქალაქიდან ორმოც კილომეტრში. მოძალადემ გოგონა სიცოცხლეს გამოასალმა წინა გაუპატიურებიდან ოთხი წლის შემდეგ, ანუ 2016 წელს, როცა იგი სამი წლით ციხეში ჩასვეს. დაღუპულის დედას მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულით მოძალადემ შური იძია ციხეში გატარებული წლების გამო. უბედური ქალი მოითხოვს, რომ ამჯერად მანიაკს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ.

დამნაშავე ჩაბარდა ადგილობრივ ხელისუფლებას და აღიარა მკვლელობა. ამ საზარელმა ფაქტმა აღაშფოთა ალჟირისა და საფრანგეთის საზოგადოებრიობა.

ამას წინათ ინდოეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა ექვსი წლის გოგონა, რომელიც უცნობებმა გაიტაცეს და გააუპატიურეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here