Home რუბრიკები საზოგადოება 14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა

“ენაი ესე შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა”

ხატი „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ ხატმწერი: ირაკლი ცინცაძე

1990 წლიდან 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს ჩვენი ერის წმიდათაწმიდა დღესასწაულია, რადგანრა ენა წახდეს, ერიც დაეცეს”. უფალი თითქოს გვაფრთხილებს დიდი ილიას პირით: “ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოსო”, მაგრამ მრავალგანსაცდელგამოვლილ ენას, სამწუხაროდ, დღეს სათანადოდ არ ვუფრთხილდებით; მაშინ, როცასამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამაპაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?” _ ბრძანებს წმ. ილია მართალი.

ანბანი

ჩვენ, ჩვენ რანი ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას, როცა სასკოლო სახელმძღვანელოებშიც კი უამრავი შეცდომაა და დარღვეულია ქართული ენის სალიტერატურო ნორმები? ამაზე სხვა დროს გავაგრძელოთ საუბარი კონკრეტული მაგალითებით, ამჯერად კი იოანე ზოსიმესქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაიგავიხსენოთ, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართული ენა ლაზარეა ყველა ენებს შორის, იგი პირველადი ენაა, მთავარი ენაა, ისევე, როგორც ლაზარეიოანე იყო მთავარი მოციქული იესო ქრისტესი, მოწაფერომელი უყვარდა იესოსდა რომელიც იყო მისი უახლოესი სულიერი მეგობარი.

ცნობილია, რომ იოანე ზოსიმე X საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. X საუკუნიდან კი იწყება ქართული ენისა და ლიტერატურის, ერის სულიერი ცხოვრების, ქართული სახელმწიფოებრიობის აღორძინება, იწყება საქართველოს გაერთიანება. ზვიად გამსახურდიას აზრით, “აი, ეს არის აღდგომა ქართული მოდგმისა, რომელიც “ქებაის” ავტორს წარმოუდგენია მეორედ მოსვლის წინა პერიოდში”.

გავიხსენოთ პირველივე წინადადება: დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსლვისა მისისა, საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა”.

ამის თაობაზე ბატონი ზვიად გამსახურდია აღნიშნავს: “ამ სიტყვებს და, კერძოდ, სიტყვა “ენას” იგებენ მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე მნიშვნელობით. სინამდვილეში საკმარისია, ღრმად ჩავუკვირდეთ წინადადების შინაარსს და ნათელი გახდება ამგვარი ინტარპრეტაციის ცალმხრივობა, ვინაიდან “ენა” ძველ ქართულში, ისევე როგორც სხვა ძველ ენებში, მხოლოდ ენას კი არ ნიშნავდა, არამედ ხალხს, ეროვნებას, მოდგმას.

იოანეს აპოკალიპსისში ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველი ერი, ყოველი ქვეყანა როდი მიაღწევს უფლის მეორედ მოსვლამდე. მაგალითად, ღვთის რისხვის მეშვიდე ლანკნის დანთხევისას (გამოცხ. 16, 17), რომელიც მეორედ მოსვლასა და მკვდართა აღდგომაზე გაცილებით ადრე ხდება, აღწერილია ბაბილონისა და სხვა წარმართთა და ენათა (ერთა) განადგურება. ბაბილონი იქ სიმბოლურ-კრებითი სახეა ყველა იმპერიისა, რომელზედაც შეგვიძლია ვთქვათ აპოკალიპსისისა და “ქებაი” გაგებით, რომ ეს “ენა” არ არის დამარხულ დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა: “დაეცა ბაბილონი დიდი და იქმნა სამკვიდრებელ ეშმაკთა და საყოფელ ყოვლისავე სულისა არაწმიდისა და საყოფელ ყოვლისა მფრინველისა არაწმიდისა და მოძულებულისა” (გამოცხ. 18. 2). ეს ყოველივე კი მოხდა მეორედ მოსვლაზე ადრე.

ასე რომ, იოანეზოსიმე წინასწარმეტყველებს: ქართველი ეროვნება, ქართული მოდგმა მიაღწევს მეორედ მოსვლამდე. მხოლოდ ენის მიღწევას კი არ დასჭირდებოდა არავითარი წინასწარმეტყველება.

აპოკალიპსისის ფინალში ჩვენ ვხედავთ, რომ ერები, ანუ ენანი ორად არიან განყოფილნი. ერთნი არიან ვითარცა წყალნი, რომელზედაც დგას ბაბილონი, ე. ი. წარმოადგენენ ბაბილონის იმპერიის დასაყრდენს: “წყალნი იგი რომელ იხილენ, ერნი არიან და წარმართნი და ენანი” (გამოცხ. 17. 15). ისინი დაინთქმიან ქვესკნელში ბაბილონთან ერთად. ხოლო მეორენი იშვებენ ცათა შინა, კრავის ქორწილზე: “შემდგომად მესმა, ვითარცა ხმაი დიდი ერისა მრავლისაი ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: ალელუია, მაცხოვრებაი და ძალი და დიდებაი ღმრთისა ჩუენისაი” (გამოცხ. 19. 1). ვინ არის ამ დროს იგი, ვინც სწამებს იესოსათვის? ამის პასუხად ანგელოზი ეუბნება იოანეს: “და დავვარდი წინაშე ფერხთა მისთა თაყვანისცემად მისა, და მრქუა მე: “იხილე ნუ, შენ თანა მონაი ვარ მე და ძმათა შენთა, რომელთა აქუს წამებაი იესოისი; ღმერთსა თაყუანის ეც, რამეთუ წამებაი იესოსი არს სული იგი წინასწარმეტყველებისაი” (გამოცხ. 19. 10).

ესე იგი, ისინი, ვინც სწამებენ იესოსათვის, არიან ძმანი იოანე მოციქულისა, რომელიც სწამებს აგრეთვე მათთან ერთად და მათაც აქვთ სული წინასწარმეტყველებისაი, ანუ სულიწმიდა. აი, როგორ ჭვრეტს იოანეზოსიმე ქართული მოდგმის მომავალს, რომელიცდამარხულ არს საწამებლად მისა”: მას ექნება სული წინასწარმეტყველებისაი, სულიწმიდა, ისევე როგორც იოანეს და მის ძმებს, ანუ მართალთ, რომელნიც იშვებენ კრავის ქორწილზე ღვთის სასუფეველში ისრაელის 12 მუხლის რჩეულებთან ერთად. თუმც ეჭვგარეშეა, რომ იოანე-ზოსიმე ამგვარ ქართველებში ჭეშმარიტ ქრისტიან ქართველებს გულისხმობს, რომელთაც უნდა “სწამონ” ქრისტესათვის. მხოლოდ ასეთნი შეიძლება გაუთანაბრდნენ აპოკალიპსურ “ძმებს” იოანესას. იოანეს ეს ძმები, ამავე დროს, მამხილებელნი არიან ყველა ენათა და წარმართთა, რასაც აპოკალიპსისში სიმბოლური ზეციური თეთრტაიჭოსანი მხედრის სახით ვხედავთ: “და ვიხილენ ცანი განხუმულნი და აჰა ცხენი სპეტაკი და მჯდომარესა მას ზედა ეწოდებოდა სარწმუნოი და ჭეშმარიტი და სიმართლით სჯის და იბრძვის. და თუალნი მისნი იყვნეს, ვითარცა ალი ცეცხლისაი, და თავსა ზედა მისსა გვირგვინნი მრავალნი, რომელთა ზედა წერილ იყო სახელები და სახელი წერილი, რომელი არავინ უწყის, გარნა მან თავადმან. და ემოსა სამოსელი შეღებული სისხლითა და წოდებულ არს სახელი მისი: სიტყუაი ღმრთისაი და მხედრობანი ცათანი შეუდგეს მას, მსხდომარენი ცხენთა ზედა სპეტაკთა, შემოსილნი ბისონითა სპეტაკითა და ბრწყინვალითა და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახვილი ორპირი აღლესული, რაითა მით მოსრნეს წარმართნი და იგი ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაითა” (გამოცხ. 19. 11–15).

“ორპირი მახვილი აღლესული” არის სიმბოლურად “მახვილი მხილებისა”, საღმრთო მხილება კაცობრიობის ცოდვათა, “რკინის კვერთხით მწყემსვა” კი არის გასამართლება ცოდვილ წარმართთა (კვერთხი სიმართლის სიმბოლოა). აი, რომელ ესქატოლოგიურ სახეს უკავშირდება იოანე-ზოსიმესეული გაგება ქართული მოდგმის, ქართული ეთნოსის მომავალი მამხილებელი მისსიისა!

იოანეზოსიმეს ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მიჩნია ქართული ენის სიმბოლოდ, რომელიც არსშემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული”. თანაც იგი იქვე იმოწმებს დავით წმიდა წინასწარმეტყველს, რომელიც ამბობს: “წელი ათასი ვითარცა ერთი დღე”.

იოანეზოსიმეს გაგებითყოველი საიდუმლოქართულ მოდგმაში და მის ენაშიდამარხულ არსჯერ კიდევ იმ პრეისტორიული ხანიდან, როდესაც ქართული ენა იყო მოგვთა ენა, პირველადი მისტერიების ენა ღმერთებთან ურთიერთობისათვის შექმნილი. ამიტომაც არის შემონახული მისტერიებისყოველი საიდუმლოქართულ ენაში, ქართულ კულტურაში. ამიტომ ქართული ენა ლაზარეა ყველა ენებს შორის, იგი პირველადი ენაა, მთავარი ენაა, ისევე როგორც ლაზარეიოანე იყო მთავარი მოციქული იესო ქრისტესი, მოწაფერომელი უყვარდა იესოსდა რომელიც იყო მისი უახლოესი სულიერი მეგობარი, იგი იყო ამავე დროს ძეობილი ღვთისმშობლისა, ისევე როგორც საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილი.

…როდესაც ქვეყნად მოვიდა იესო ქრისტე, დადგა ქრისტიანული ერა. აღორძინების სტიმული მიეცათ რასებს, ერებს, ადამიანებს. ყოველივე დამდაბლებულისა და დაწუნებულის აღდგომისა და ამაღლების საწინდარი გახდა ქრისტეს იმპულსი. იოანე ნათლისმცემლის სიტყვისამებრ: “ყოველი ხევნები ამოივსოს და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდნენ” (ლუკა IV. 5). ყველაზე მეტად დამდაბლებულ და დაწუნებულ ქართულ მოდგმას, ქართულ ენას მიეცა სტიმული აღდგომისა ლაზარეს მსგავსად. ისევე, როგორც ჯვართან მდგარ ლაზარეიოანეს ჯვარცმულმა მაცხოვარმა ანიშნა ღვთისმშობელზე და უთხრა: “აჰა, დედაი შენი”, ხოლო ღვთისმშობელს უთხრა: “აჰა ძე შენი” (იოანე 19. 26-27),

ასევე გახდა საქართველო, იბერია, ღვთისმშობლის წილხვდომილი აღდგომიდან მეერგასისე დღეს, მარტვილიას. ასე რომ, ლაზარე-იოანე და საქართველო თითქმის ერთდროულად იშვილა ღვთისმშობელმა მაცხოვრის ნებისამებრ. აი კიდევ რატომ ჰქვია ქართულ ენას ლაზარე სახარებასა შინა!

… “და ენაი ესე შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითაკურთხეულია ჯერ კიდევ ბიბლიაში, დაბადების წიგნში, სადაც შექებულია სემისა და იაფეტის კეთილშობილება, მშობლის პატივისცემა, რომელთაც დაფარეს თავიანთი ნასმურევი მამის, ნოეს სირცხვილი, რისთვისაც შეჩვენებულია ქამის მოდგმა, ქანაანი (დაბად. 9. 32, 33).

რომელი მოდგმის ხალხები უნდა ჩაითვალონ წამყვანად ქრისტიანობის განვითარებაში?

იოანეზოსიმეს კონცეფციით, ეს ხალხებია ქართველური და ინდოევროპული (ბერძნული) მოდგმის ხალხები, ვინაიდან სემიტურმა ხალხებმა პირველ საუკუნეშივე შეასრულეს თავიანთი როლი ქრისტიანობის აღმოცენებასა და დაფუძნებაში, მაგრამ შემდგომ საუკუნეებში მათი მისსია აღარ გაგრძელებულა ამ მიმართულებით. ქართველური მოდგმის ხალხებმა კი იტვირთეს ძირითადი როლი როგორც ეგზოტერული, ასევე ეზოტერული ქრისტიანობის, როგორც თეოლოგიის, ისე თეოსოფიის განვითარებაში. აღმოსავლეთის ეკლესიის უდიდესი ბურჯები: წმ. გიორგი კაპადოკიელი, წმ. ნიკოლოზ მირონ-ლუკიელი (ლიკიელი); კაპადოკიელი მამები: ბასილი დიდი, გრიგოლ ნაზიანზელი, გრიგოლ ნოსელი და მრავალნი სხვანი იაფეტური, ქართველური მოდგმისანი იყვნენ. ხსენებული მამების ბერძნულენოვნება კიდევ უფრო ნათლად მეტყველებს ქართული ენის “დამდაბლება-დაწუნებაზე” იმ ეპოქაში. ქრისტიანული თეოლოგიისა და თეოსოფიის უდიდესი ბურჯი იყო პეტრე იბერი, არეოპაგიტული ტრაქტატების ავტორი. ეს ტრაქტატები საფუძვლად დაედო როგორც აღმოსავლეთის, ისევე დასავლეთის ეკლესიების ღვთისმეტყველებას, მისტიკას, აგრეთვე ეზოტერულ ქრისტიანობას. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ მისიონერული მოღვაწეობაც კაპადოკიელ და ქართველ ქრისტიანებს უფრო ახასიათებთ, ვიდრე ბერძნებს.

იოანეს სახარებამ და აპოკალიპსისმა იგავურად გამოაცხადა, ხოლო იოანე იოანეზოსიმემ განმარტა, რომ ქართული მოდგმა, ქართული ენა შემკულია და კურთხეული სახელითა უფლისაითა, ლაზარე ერთა და ენათა შორის, ოთხი დღის (4 ათასი წლის) მკვდარი, დამდაბლებული და დაწუნებული, რომელმაც უნდა აღასრულოს ქრისტესათვის არნახული მოწამეობა, მომავალში აღდგება, დაიბრუნებს უნივერსალურ პოზიციას კაცობრიობის სულიერი მოძღვრისას, ხოლო ქრისტეს მეორედ მოსვლისას გახდება მამხილებელი (მსაჯული) ცოდვილი კაცობრიობისა, რითაც აღასრულებს ქრისტემიქაელის და სულიწმიდაგაბრიელის მისსიას, რასაც სიმბოლურად ასახავს დავითის VI ს. სტელლებზე გამოსახული მიქაელისა და გაბრიელის მიერ ქართული ანბანის ამაღლება-განდიდება.

ილია II

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოსპატრიარქის _ ილია II-ის ქადაგებებიდან:

* “ქართული ენა _ ეს არის მუსიკა, მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა! იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი”.

* “ჩვენ ვართ იმ მიწა-წყლის შვილები, სადაც ინახება მთელი ქრისტიანობის სანუკვარი სიწმინდე _ კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სადაც დაინთხა სისხლი მრავალი ათასი მოწამისა, რომელთაც თავისი სიცოცხლის ფასად დღემდე შემოგვინახეს ჩვენი ენა და რწმენა”.

* “ჩვენი ერი ჯვარცმული ერია. ჩვენი ქვეყანა აერთებს ევროპასა და აზიას. ბევრს სურდა ჩვენი დაპყრობა, მოსპობა, მაგრამ მტერმა ვერ წაგვართვა ის, რაც ყველაფერზე ძვირფასია _ სული. ვერ წაგვართვა ნიჭი, ვერ წაგვართვა ჩვენი ქართული ენა… დღეს ზეციური და მიწიერი საქართველო ერთითა პირითა და ერთითა გულით მადლობას სწირავს შემოქმედს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა ჟამთა სიავის ორომტრიალში, რომელმაც შეგვინარჩუნა რწმენა, ტკბილი ენა და კულტურა”.

* “საოცარი და ენით უთქმელი წყალობაა _ მაშინ, როცა მთელი ქვეყნიერება სარწმუნოებას დაკარგავს, საქართველო, როგორც ეს ღვთისმშობელმა ათონის მთაზე ივერიის მონასტრის ბერს, გაბრიელს, აუწყა, გაბრწყინდება. ჩვენი ერის მიმართ უფლის განსაკუთრებულ წყალობაზე მრავალი ნიშანი მეტყველებს: მაცხოვრის კვართის ჩამობრძანება, ღვთისმშობლის წილხვდომილობა და სხვა. ალბათ, ამით უნდა ავხსნათ იოანე-ზოსიმეს სიტყვები _ მეორედ მოსვლის ჟამს კაცობრიობა ქართულითა ენითა განისჯებაო. ეს იქნება, ალბათ, ჯილდო იმისათვის, რომ საქართველო, თვით უკანასკნელ ჟამსაც კი, შეინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და სიყვარულს”.

* “განსაკუთრებული სიყვარულითა და მხურვალე გრძნობით მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძმებო, მცხოვრებნო სამშობლოს საზღვრებს გარეთ, მოგმართავთ თქვენ, მუსლიმანებო და ქრისტიანებო. ჩვენ სისხლით და ხორცით ერთნი ვართ, მიუხედავად განსხვავებული რელიგიური შეხედულებებისა. გახსოვდეთ, რომ თქვენი წინაპრები განისვენებენ საქართველოს წმინდა მიწაში. ნუ დაივიწყებთ, ვინ ხართ, სადაურნი ხართ, გახსოვდეთ ღვთისაგან დალოცვილი ქართული ენა და საუკუნეთა მანძილზე ნაკურთხი ქართული ტრადიციები”.

* “ჩვენს ეროვნულ არსს, ჩვენს ეროვნულ მთლიანობას, როგორც ბრძანებს წმინდა ილია მართალი, სამი მძლავრი ფესვი ასაზრდოებს: საკუთარი მიწა, ქრისტიანობა და ენა ქართული. მათ თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან, თუ ქართველთა შორის დაიკარგა გრძნობა და განცდა ამ ჭეშმარიტებისა, გადამრჩენელ ბილიკს ვერასდროს მივაგნებთ”.

* “ჩვენი მხნე, სიცოცხლისა და თავისუფლების წყურვილით აღვსილი ხალხი საუკუნეების მანძილზე აყალიბებდა ჩვენს დიდებულ, უნიკალურ ენას. ამ ენაზე შეიქმნა უძველესი ჩვენი მწერლობა, ამ ენაზე დაიწერა “წამებაი წმიდისა შუშანიკისი”, მთელ მსოფლიოში უსაჩინოესი “ვეფხისტყაოსანი” და ბევრი სხვა. ამ ენაზე მეტყველებდნენ გელათისა და იყალთოს აკადემიებში, ეს ენა ჟღერდა სინას მთაზე, წმინდა ათონზე და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. ამ ენაზე ქმნიან თავიანთ შრომებს ჩვენი ბრძენი მეცნიერები ჩვენს სახელოვან მეცნიერებათა აკადემიაში და ჩვენს კურთხეულ უნივერსიტეტსა და ინსტიტუტებში. ქართველ ხალხს ღრმად აქვს შეგნებული, რომ, “რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!” (გრიგოლ ორბელიანი), ამიტომ უყვართ თავისი ენა საქართველოს გულკეთილ შვილებს”.

* “ჯერ კიდევ წმინდა ილია მართალი თავის პუბლიცისტურ წერილებში ებრძოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შექმნილ ანტიქართულ ისტორიოგრაფიულ თეორიას, რომლის მიხედვითაც ერთიანი ქართველი ერი წარმოდგენილი იყო განსხვავებული ტომების ხელოვნურ გაერთიანებად. აღნიშნული კამპანიის გაგრძელება იყო ის, რომ იმპერიულმა ძალებმა დაიწყეს მეგრულად და სვანურად საღვთისმსახურო წიგნების თარგმნა და სცადეს წირვა-ლოცვის ჩატარებაც, მაგრამ ამ კუთხის შვილებმა და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მათ საკადრისი პასუხი გასცეს”.

* “რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა უდიდესი შინაგანი ძალა, თავისი მოწამეების, განმანათლებლების, პოეტების, მხატვრებისა და თავისი უშიშარი და თავისუფლებისმოყვარე ხალხის სახით. ერთი მთავარი წყაროთაგანი, საიდანაც ქართველები იღებდნენ სულიერ ძალებს _ ესაა უძველესი და მადლიანი ქართული ენა, რომელზეც საოცრად მდიდარი ლიტერატურა შეიქმნა, ესაა ენა, რომლის შესახებ ღირსმა მამამ, იოანე ზოსიმემ, თქვა: “ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს”.

* “არის ღირებულებანი, რომელნიც ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში საუკუნეობით იქმნება და ყალიბდება და რომელთა დაკარგვაც დანაშაულია. ჩვენთვის ასეთია: მართლმადიდებელი სარწმუნოება, მოციქულთაგან ბოძებული; მუსიკა, ყველას რომ აღაფრთოვანებს; ჩვენი ენა და მწერლობა, იდუმალებით სავსე და დიდებული; გასაოცარი ხელოვნება, ხატწერა, არქიტექტურა; ჩვენი მშვენიერი წესჩვეულებანი. აღმოსავლეთის ან დასავლეთის რომელი ტრადიციები შეედრება მათ? სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რა სიმდიდრის მფლობელნი ვართ”.

* “სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის მეცადინეობა ყოველი ჩვენგანის ვალია, რათა “ივერი აღსდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორის, წმიდით საყდარით, ენით მდიდარით, სწავლისა შუქით განათებული!” ეს ეხება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს, როგორც სულიერს, ისე მატერიალურს, პირველ ყოვლისა, ეს ეხება ქართულ ენას.

ძველქართული პოეზიის ბრწყინვალე ძეგლის, “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაის”, ავტორი, ღირსი მამა იოანე ზოსიმე ამბობს: და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან”.

წმინდა ოთხთავის მიხედვით, ლაზარე მეგობარი იყო ქრისტესი. იგი მკვდრეთით აღადგინა მაცხოვარმა, ხოლო მის დებს, როგორც ძმის ჭირისუფლებს, სამარადისო ცხოვრება აღუთქვა. აზრი ნათელია, ღვთის ნებით, ქართული ენა მკვდრეთით აღდგენილ წმინდა ლაზარესთან არის გაიგივებული, ხოლო მას ჭირისუფლად შერაცხულია მთელი ქართველი ერი, რომელიც ვალდებულია დღენიადაგ უფრთხილდებოდეს, ზრუნავდეს მისთვის, ვითარცა მართალი იოსები იფარავდა მტერთაგან ჩვილ ყრმას, მაცხოვარს ჩვენსას, იესო ქრისტეს.

მადლობა უფალს, ჩვენს კურთხეულ მიწა-წყალზე წინაპართა ნაკვალევი სანთლით საძებარი არა გვაქვს. მიწიერი საქართველოს მთა და ბარიდან 15 ათასზე მეტი ისტორიული ძეგლი შეღაღადებს ზეციურ საქართველოს!.. ყოველი მათგანის მდიდარ ისტორიას მხოლოდ ძუნწი წარწერა გვამცნობს. დგას ქართველი კაცი დიდებული ქართული ტაძრის წინაშე და რაოდენ სავალალოა, რომ მასზე ამოტვიფრულ წარწერას ვერ კითხულობს… გვახსოვდეს, რომ ასომთავრული და ნუსხა-ხუცური დამწერლობის ხმარებიდან განდევნით ჩვენივე ნებით ვაშენებთ ყრუ კედელს წარსულსა და მომავალს შორის. თანამედროვე ქართველი კაცისთვის თანდათან უცხო და გაუგებარი ხდება უძველესი ქართული გამოცემები, თუმცაღა ისინი იმავე ღვთიური მადლით გასხივოსნებული, დინჯი და დარბაისლური ქართულით გვიამბობენ ერის გარდასული ცხოვრების ჭირსა და დალხინებას. ჯერ კიდევ X საუკუნეში ჩვენს დიდ წინაპრებს მთელი სიღრმით შეუცვნიათ მშობლიური ენის საღვთისმეტყველო ბუნება და რელიგიური ძალისხმევა: “დამარხულ არს ენა? ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რა?თა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა”. ღვთის შთაგონებით ასეთი განუზომელი მისია დააკისრეს ქართულ ენას ქრისტიანობის შესანიშნავდა აპოლოგეტებმა, რაიც ავალებს ყოველ ქართველს უძველეს ანბანთა _ ასომთავრულისა და ნუსხურის ცოდნას… ყოველმა საშუალოსკოლადამთავრებულმა უნდა იცოდეს ასომთავრული და ნუსხა-ხუცური წერა-კითხვა. ამ საშვილიშვილო საქმეში დაუფასებელი დახმარების გაწევა შეუძლიათ ძველი ქართული ენის მასწავლებლებს.

დღეს წმინდა ეკლესია ერთადერთი სავანეა, სადაც მოკრძალებით შეფარებულია და ყოველდღიურად იკითხება ძველქართული დამწერლობა, რამეთუ ყველა საეკლესიო წიგნი ხუცურადაა დაბეჭდილი…

ვთხოვ ქართველ მორწმუნეთ, გამოიჩინონ სიბეჯითე და გულმოდგინება, შეისწავლონ ასომთავრული და ხუცური დამწერლობა. არ მოშალონ ხიდი, გადებული სახელოვან წარსულსა და ბედნიერ მომავალს შორის, როგორც ერთადერთი გზა, რომლითაც მოაღწია ჩვენამდე ანამ, რწმენამ და ქართველი კაცის გენიამ”.

“ესა თუ ის ხალხი საუკუნეთა მანძილზე აყალიბებს თავის კულტურას, ენას ხასიათს; ხელოვნების, მეცნიერების, ლიტერატურის… დონე მისი გენიის მაჩვენებელია. მაგრამ ერის სულის ყველაზე ნათელი გამოხატულება მაინც ენაა. იგია იდუმალი და აუხსნელი საუნჯე, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და პატრონობა სჭირდება.

ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელია ენა ქართული, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისეთივე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთავრისა. მასშია მთელი საქართველო… გაზაფხულზე აყვავებული პირველი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლად ამოსული მზის ცხოველსმყოფელი სხივივით საამო, ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვით დავით აღმაშენებლის ხმალი, ძლიერია, როგორც სვეტიცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდული დილის ნამი.

ქართული ენის უჩვეულო სილამაზეს იმთავითვე გრძნობდნენ ჩვენი მწერლები. ამიტომაც მრავალი ლექსი და საგალობელი უძღვნეს შესამკობად. მათ შორის გამორჩეულად ბრწყინავს საიდუმლოებით მოცული “ქება? და დიდება? ქართულისა ენისა?”; ნუ დავივიწყებთ, რომ ენას _ ღვთიბოძებულს ამ საგანძურს სასოებით დაცვა და გაფრთხილება უნდა, როგორც ერთ-ერთ საწინდარს ჩვენი ბედნიერებისას.

ღვთივკურთხეულნო ივერნო, ძენო და ასულნო უფლისანო, დადგა ჟამი დალოცვისა; დაგბედებოდეთ ჭეშმარიტი რწმენის სიმტკიცე, ენის სიწმინდე, სულის სინათლე, მრავალშვილიანობა, უხვი და ბარაქა. მშვიდობა სუფევდეს თქვენს გულში, ოჯახსა და სამშობლოში… ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ დედობრივი კალთა, დაგიცვათ და დაგიფაროთ”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here