შინაგან საქმეთა სმაინისტრომ 13 წლის გიორგი გოზალიშვილი დააჯილდოვა, რომელმაც დაკარგული 80 წლის ქალბატონის შესახებ 112-ს შეატყობინა. ინფორმაციას შსს-ს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია ავრცელებს.
“არის რაღაც, რაც ბევრად მნიშვნელოვანია, მაგრამ არასკანდალური. იცნობდეთ 112-ის გმირს!
1 ივნისი… შსს, ბავშვთა დაცვის დღეს ის გმირი პატარები დავაჯილდოვეთ, რომლებმაც სხვები დაიცვეს. მათ შორის, 13 წლის გიორგი გოზალიშვილია . ის უკვე სრულფასოვანი მოქალაქეა და საიმედო, კეთილშობილი პატარა ადამიანი.
მან მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და გორში, ქუჩაში დაკარგულ მოხუც ქალბატონს დახმარება აღმოუჩინა. გიორგიმ „112“-ში დარეკა და ოპერატორს დაკარგული ქალბატონის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. ბიჭმა უცნობი ბებო პოლიციის ეკიპაჟის მისვლამდე არ მიატოვა. სიკეთეს წახალისება და მხარდაჭერა უნდა… გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს”- წერს თეა პერტაია.
https://www.youtube.com/watch?v=XVq5x7ZVWSs