Home ახალი ამბები საქართველო 12 აგვისტოს, ომალოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „თუშეთობა“ გაიმართება

12 აგვისტოს, ომალოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „თუშეთობა“ გაიმართება

1050
გელა სამხარაული არჩილ თალაკვაძე

ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძესთან და დავით სონღულაშვილთან ერთად, რამდენიმე დღის განმავლობაში თუშეთის სოფლებში იმყოფებოდა. დეპუტატებმა ხეობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს,  ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ადგილზე არსებული პრობლემები განიხილეს და მხარის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. დეპუტატები სოფელ დართლოს სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნენ.

ამ ეტაპზე, თუშეთის რამდენიმე სოფელში სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო თუ ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა: ომალოს წყალმომარაგების სიტემისთვის ახალი სათავე ნაგებობის მშენებლობა, სანიაღვრე და საკანალიზიციო სისტემების მოწყობა. აქტიურად მიმდინარეობს ომალოდან პირიქითა და გომეწრის ხეობებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შენაქოსა და ბეღელას ხიდების შეკეთება, ეს უკანასკნელი გომეწრისა და წოვათის ხეობის სოფლებს გარესამყაროსთან აკავშირებს. გამგებლის წამომადგენლის ლადო კახოიძის განმარტებით, გაზაფხულზე დაზიანებულ ხიდებს, გამაგრებითი სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილი თანხებით უტარდება. მნიშვნელოვანია ჯვარბოსელთან ახალი ხიდის მშენებლობის საკითხი. მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, თუშეთში ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას, მოკლევადიანი საკურორტო სეზონიდან გამომდინარე, საჭიროა დროის მაქსიმალურად გამოყენება. მისივე თქმით, თუშეთის სოფლებში მიმდინარე შიდა სამუშაოები, ძირითადად დამოკიდებულია ცენტრალური გზის მოწესრიგებაზე, რომელიც ხშირად ზიანდება და ტურისტულ სეზონს აფერხებს. აუცილებელია ადგილზე არსებული რესურსის სწორად განაწილება და განკარგვა ისე, რომ პარალელურ რეჟიმჟი მოხდეს ყველა საჭირო ტექნიკის დროულად გამოყენება. აუცილებელია შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია შესაძლებელი გახდეს ცალკე, გამოუკიდებლად, საკურორტო სეზონის დაწყებისთანავე.

„პირადად  ჩემთვის, საინტერესოა მთიანი რეგიონების განვითარების მიმართულება. „თუშეთობის“ მსგავსი, ტრადიციული ღონისძიებებიც ერთ-ერთი მიმზიდველი კომპონენტია მხარის ცნობადობის ამაღლების და ეკოტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. დღეს, მოსახლეობას თუშეთში ნამდვილად ბევრი პრობლემა აქვს, რომელიც გზას, წყალს თუ შუქს უკავშირდება, მაგრამ ეს სირთულეები ეტაპობრივად დაძლევადია, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევქმნათ კონკურენციისა და თანამედროვე ტენდენციების შესაბამისი განვითარების პირობები. აქ ყველა სოფელს, ყველა ადგილს თავისი ისტორიული დატვირთვა აქვს. მაგალითად, ვფიქრობ კარგი იქნება თუ აღსდგება ხითანას სათემო  ინფრასტრუქტურა და ეს ადგილი თავის ტრადიციულ დატვირთვასთან ერთად, ახალი აქტივობების ჩატარების ფუნქციასაც შეიძენს. აქ გამართულ დოღს კი ექნება უფრო ორგანიზებული, სანახაობრივი სახე, რაც მის მასშტაბებს გაზრდის და ვიზიტორებს მოიზიდავს. ვხედავთ, რომ თუშეთში იზრდება სასტუმროების რაოდენობა, რომელთა უმეტესობა პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინასებით შენდება. ტურიზმის განვითარების ტემპი მარტივი შესამჩნევია, რაც ხელშეწყობის გარეშე ვერ ხერხდება. მალე დასრულდება კვლევები „თუშეთის სივრცული დაგეგმარების პროგრამის“ ფარგლებში, რაც თუშეთის ელექტრო ენერგიით მომარაგებისა და სხვა არსებული პრობლემების მოგვარების საკითხებს, უფრო ორგანიზებულ სახეს მისცემს“ – განაცხადა გელა სამხარაულმა.

დეპუტატები თუშეთში გამართულ ფესტივალს „აქ თუშეთს“ დაესწრნენ და 12 აგვისტოს გაგეგმილი ღონისძიების  მოსამზადებელი სამუშაოებით დაინტერესდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here