Home სხვადასხვა დაიჯესტი 12 წლის ბიჭი იძულებით სამკურნალოდ გაამწესეს

12 წლის ბიჭი იძულებით სამკურნალოდ გაამწესეს

595
12 წლის ბიჭი იძულებით სამკურნალოდ გაამწესეს

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სუინტონში (უილშირის საგრაფო) 12 წლის ბიჭმა რამდენჯერმე გააუპატიურა თავისი 6 წლის და, იძალადა თავის უმცროს ძმაზეც, _ იუწყება ტაბლოიდი The Sun.

ბიჭი ამხილეს მას შემდეგ, რაც გოგონამ ძალადობის შესახებ მასწავლებლებს უამბო. თავდაპირველად ყმაწვილი ბრალს უარყოფდა, მაგრამ შემდეგ აღიარა, რომ უნდოდა ისე გაეკეთებინა, როგორც ეს “კომპიუტერულ თამაშში იყო ნაჩვენები”. იგი სუიტონის არასრულწლოვანთა სასამართლოს წინაშე წარდგა. სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ მოძალადე ბიჭს ფეხბურთელობა სურდა.

მოსამართლემ 12 თვით იძულებითი თერაპიული მკურნალობა მიუსაჯა. დარბაზში მყოფმა ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ პროცესის მიმდინარეობისას ბიჭი მშვიდად იჯდა განსასჯელთა სკამზე, არ რეაგირებდა არაფერზე და მხოლოდ მაშინ გამოცოცხლდა, როცა მოსამართლე საფეხბურთო კარიერაზე შეეკითხა. მშობლებმა განაჩენს მხარი დაუჭირეს. “ჩვენ მხოლოდ ის გვსურს, რომ ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს. ვიმედოვნებთ, რომ რომელიღაც მომენტში კვლავ ნორმალური ოჯახი გავხდებით”, _ აღიარა ბავშვების დედამ პროცესის დასრულების შემდეგ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here