Home რუბრიკები პოლიტიკა “საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი” იუბილარია

“საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი” იუბილარია

892

3 მარტს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართებასაქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდისდაფუძნების 4 წლის იუბილე, სადაც წარმოდგენილი იქნება ფონდის 4-წლიანი მუშაობის ანგარიში.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საპატრიარქოს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საიუბილეო ღონისძიებას გახსნის ფონდის საპატიო თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე; ანგარიშს წარმოადგენს ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე. ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ანალიზს გააკეთებს ფონდის ერთერთი დამფუძნებელი, ცნობილი დემოგრაფი ანზორ თოთაძე.

 4-წლიანი მუშაობის ანგარიშში ძირითადი აქცენტები დაისმება ფონდის მიერ მომზადებულ შემდეგ სამთავრობო და საკანონმდებლო წინადადებებზე: მშობიარობის დაფინანსება სახელმწიფოს მიერ; დეკრეტული შვებულების გაზრდა; მესამე და შემდგომი ახალშობილის დაფინანსება საქართველოს 6 რეგიონში; აბორტამდე მოსაფიქრებელი ვადის გაზრდა 3-დან 5 დღემდე; სელექციური აბორტების აკრძალვა; “მთის კანონის შემუშავებაში” აქტიური მონაწილეობა; ასევე, ფონდი აქტიურად იყო ჩართული დაბერების პოლიტიკის დოკუმენტისა და საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის მომზადებაში. ანზორ თოთაძის ავტორობით ფონდს გამოცემული აქვს 8 წიგნი საქართველოს რეგიონების დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ; ასევე, ჩატარებული აქვს დემოგრაფიული კვლევები აფხაზური და ებრაული გენოფონდის, ერის დაბერების დინამიკის შესახებ საქართველოში.

4 წლის განმავლობაში ფონდს ჩატარებული აქვს 24 დიდი ღონისძიება ქვეყნის მასშტაბით: კონფერენციები; რეგიონული შეხვედრები მოსახლეობასთან; თემატური შეხვედრები მრავალშვილიან ოჯახებთან და მარტოხელა დედებთან; განათლებისა და მიგრაციის საკითხებზე გამართა რამდენიმე სადისკუსიო შეხვედრა უნივერსიტეტებთან და სხვა ორგანიზაციებთან; ფონდი თავდაპირველად ეწეოდა ქველმოქმედებას და მრავალშვილიან დედებს უფინანსებდა მშობიარობას; საერთაშორისო ფონდთან ერთად ასაჩუქრებდა მზრუნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს.

ფონდი გამოსცემს მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის გაზეთს _ “საქართველოს დემოგრაფიას”, რომელიც ვრცელდება სრულიად საქართველოში.

ღონისძიების ბოლოს ფონდის ხელმძღვანელები საზოგადოებას გააცნობენ პროექტებს, რომელთა განხორციელებასაც უახლოეს პერიოდში აპირებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here