Home რუბრიკები პოლიტიკა გია ხუხაშვილი: ქვეყანაში ისეთი ქონების გადანაწილება დაიწყება, როგორიც ჯერ არ გვინახავს!

გია ხუხაშვილი: ქვეყანაში ისეთი ქონების გადანაწილება დაიწყება, როგორიც ჯერ არ გვინახავს!

4211

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, რუსთავი 2″-ზე გადაწყვეტილებას სახიფათო პრეცედენტული სტატუსი მიეცემა, რაც ქვეყანაში ისეთი ქონების განაწილებას გამოიწვევს, რაც საზოგადოებას არ უნახავს.

“უზენაესი სასამართლო ყველაზე მაღალი ინსტანციაა და შესაბამისად, მის გადაწყვეტილებას გარკვეული პრეცედენტის სტატუსი მიეცემა… ამით ფაქტობრივად, შესაძლოა ქვეყანაში ისეთი ქონების გადანაწილება დაიწყოს, როგორიც ჯერ არ გვინახავს, რადგან ყველა დაიწყებს გახსენებას, როდის რა აქვს გაყიდული, დაიწყებს მტკიცებას, რომ მას ეს აიძულეს და ა.შ”, – აცხადებს  ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თემაზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას.

გუშინ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც

ვებ გვერდზე ოფიციალურად გამოაქვეყნა.

– ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

– გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება –

– ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამა-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

– გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის, შპს ტელეკომპანია საქართველოს 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს პანორამა.

– უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები; მოპასუხეებს შპს ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშსა და შპს პანორამას

სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;

– საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here