Home რუბრიკები ისტორია რატომ იყო სტალინი ხალხის ბელადი

რატომ იყო სტალინი ხალხის ბელადი

1308

თუ არ იქნებოდა 1937, არ იქნებოდა 1945 წელი

_ ჩემი დაცემა დაიწყო მაშინ, _ განაცხადა იაგოდამ, როცა რიკოვმა შემომთავაზა, დამემალა პარტიისთვის ჩემი მემარჯვენული თვალსაზრისი. იყო ერთი იაგოდა _ პარტიის წევრი და გახდა სხვა იაგოდა _ სამშობლოს მოღალატე, შეთქმული. მე ვიცი ჩემი განაჩენიარ მსურს, თვალთმაქცურად განვაცხადო, რომ სიკვდილი მინდა. ძნელია ასეთი დამღით სიკვდილიმე მივმართავ სასამართლოს თხოვნით, თუ შეიძლება, მაპატიეთ”.

1938 წლის 13 მარტს სასამართლო კოლეგიამ გამოაცხადა განაჩენი, რომლის მიხედვითაც 21 განსასჯელიდან _ 18-, მათ შორის ბუხარინს, კრესტინსკის, რიკოვს, იაგოდას _ მიესაჯათ სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა.

ასე დასრულდა შეთქმული ტროცკისტების მეოთხე და უკანასკნელი სასამართლო პროცესი, რომელსაც ესწრებოდა უამრავი, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი კორესპონდენტი; არც ერთი სხდომა არ ჩატარებულა უცხოელი დიპლომატების, საზოგადო მოღვაწეების, მწერლების, მედიცინისა და დარგობრივი ექსპერტების მონაწილეობის გარეშე. გამომდინარე აქედან, მსოფლიოს საზოგადოებრიობამ დაინახა, რომ სასამართლო იყო მიუკერძოებელი, ჭეშმარიტად კვალიფიციური და კომპეტენტური. ამ მოსაზრებას ადასტურებენ ის უცხოელი დიპლომატები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც რეგულარულად ესწრებოდნენ სასამართლო სხდომებს.

აი რას სწერდა თავის ანგარიშში საგარეო საქმეთა მინისტრს პროფესიონალი იურისტი, შეერთებული შტატების ელჩი საბჭოთა კავშირში _ ჯოზეფ დევისი, რომელსაც არც ერთი სხდომა არ გამოუტოვებია: მოსკოვში მომუშავე თითქმის ყველა დიპლომატი თვლის, რომ განაჩენი იყო სამართლიანი, რომ ნამდვილად არსებობდა შეთქმულთა ჯგუფები, რომელთა მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო. საზღვარგარეთ ფართოდ გავრცელებული აზრი, თითქოს ყველა განსასჯელი ერთსა და იმავეს ლაპარაკობდა, არ შეესაბამება ჭეშმარიტებას. ისინი შეუპოვრად ეკამათებოდნენ ბრალდებას და მხოლოდ იმას აღიარებდნენ, რისი უარყოფაც შეუძლებელი იყო.

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებელ ვიშინსკის, რომელსაც საზღვარგარეთული პროპაგანდა სასტიკ ინკვიზიტორად სახავს, ის ძალიან წააგავს აშ შტატების იუსტიციის მინისტრ კამინგს; ისეთივე მშვიდია, მიუკერძოებელი, გონივრული, გაწაფული, ბრძენი, როგორც იურისტი, მე დიდად კმაყოფილი დავრჩი იმით, როგორ მიჰყავდა მას ეს რთული საქმე”.

მკითხველისათვის ამ მოვლენების არც ხრუშჩოვისეული შეფასება იქნება უინტერესო. XX ყრილობაზე, სადაც იგი ანტისტალინური დემაგოგიური მოხსენებით გამოვიდა, იძულებული იყო, ეთქვა:

პარტიამ ლენინიზმის ყველა მტერი გაანადგურა და ამაში სტალინმა გადამწყვეტი როლი შეასრულა. თუ ეს მტრები არ იქნებოდნენ განადგურებული, ჩვენ არ გვექნებოდა მძიმე ინდუსტრია, არ გვექნებოდა კოლმეურნეობები, აქედან გამომდინარე კაპიტალისტურ გარემოცვაში დავრჩებოდით უძლურნი და განიარაღებულნი”.

სტალინს ჭეშმარიტად სურდა, რომ ბუხარინი უდანაშაულო ყოფილიყო. დიდხანს არ აძლევდა ორგანოებს მისი დაპატიმრების უფლებას. იგი ზომაზე მეტად აფასებდა მასთან ძველ მეგობრობასა და თანამშრომლობას. ამის ნათელი მაგალითია სტალინის მიერ წარმოთქმული ბუხარინის სადღეგრძელო სამხედრო აკადემიის ბანკეტზე 1935 წელს:

“შევსვათ ბუხარინის სადღეგრძელო, ჩვენ ყველა ვიცნობთ და გვიყვარს იგი და, ვინც წარსულს უხსენებს მას, ვურჩიოთ, დაანებოს თავი წარსულის ქექვას”. სტალინის გულწრფელობაზე ისიც მეტყველებს, რომ მან ბუხარინი, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, 1936 წელს შეიყვანა კონსტიტუციის პროექტის შემმუშავებელ კომისიაში, ამავე წლის დეკემბერში კი, როცა ეჟოვმა ამხილა ბუხარინი კიროვის მკვლელობის ორგანიზებაში და მოითხოვა მისი დაპატიმრება, სტალინმა უარი უთხრა იმ მოტივით, რომ “ამ საქმეში სიჩქარე დაუშვებელია”. სტალინმა საკითხის შესწავლა ცეკას წევრებს დაავალა… და სწორედ ცეკას დადგენილების საფუძველზე დააპატიმრეს ბუხარინი და არა სტალინის მითითებით. პირიქით, მას შემდეგ, რაც ბუხარინმა კაგანოვიჩის კაბინეტში კრესტინსკისთან დაპირისპირებისას უარყო მის მიმართ წაყენებული ბრალდებები, სტალინმა მიუთითა პროკურატურას, შეეწყვიტა ბუხარინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სამხილის უქონლობის მოტივით. სტალინი აქ ნამდვილად ცდებოდა, გამოძიებამ ბუხარინზე სამხილი საკმარისზე მეტი მოიპოვა. მაშინ სტალინი იძულებული შეიქნა, ბუხარინი პოლიტბიუროზე მიეწვია საკითხის ობიექტურად გაშუქების მიზნით. ბუხარინის ქვრივი ანა ლარინა ამ შემთხვევას თავის მემუარებში ასე აღწერს: “ეფიმ ცეიტლინმა თავისი ჩვენებებით ბუხარინი სტალინის წინააღმდეგ ტროცკისტული აქტის მზადებაში ამხილა. პროცესამდე, რომელიც 1937 წლის 23 იანვარს დაიწყო, რამდენიმე დღით ადრე ბუხარინი ცეკა-ში მიიწვიეს. იქ სტალინის, პოლიტბიუროს ყველა წევრისა და ეჟოვის მონაწილეობით მოხდა ბუხარინის დაპირისპირება სოსნოვსკისთან. ეყრდნობოდა რა ბუხარინისგან მიღებულ წერილს, დაპირისპირებისას სოსნოვსკიმ განაცხადა, რომ ტროცკისტებმა ტერორის გააქტიურება გადაწყვიტეს, ხოლო ბუხარინის მიერ მათთვის გაგზავნილი ფული მიუთითებდა იმაზე, რომ მემარჯვენე ტერორისტული ორგანიზაცია იზიარებს ტროცკისტების თვალსაზრისს და იმავე პრინციპით იმოქმედებს. სტალინის შეკითხვას, გაუგზავნა თუ არა მან სოსნოვსკის ფული, ბუხარინმა უპასუხა: _ კი, ვუგზავნიდი!

_ ყველაფერი ნათელია, _ შენიშნა სტალინმა.

ამხილა რა ბუხარინი, პიატაკოვმა აღიარა, რომ თვითონაც კონტრრევოლუციური ცენტრის წევრი იყო.

_ ნუთუ თქვენი ჩვენებები ნებაყოფლობითია? _ შეეკითხა პიატაკოვს პოლიტბიუროს წევრი სერგო ორჯონიკიძე.

_ ჩემი ჩვენებები ნებაყოფლობითია, _ უპასუხა პიატაკოვმა.

რადეკმა პოლიტბიუროს განუცხადა: “გაზეთ “იზვესტიას” რედაქციაში ლაპარაკი იყო კიროვის მოკვლაზე, მაგრამ სტალინის ლიკვიდაციის გარეშე, კაპიტალიზმის რესტავრაცია შეუძლებელი იყო”.

მიუხედავად მოყვანილი ფაქტებისა, ბუხარინი არ დაუპატიმრებიათ, უფრო მეტიც, მასთან ჩხრეკაც კი არ ჩაუტარებიათ.

თითქმის 20 წლის განმავლობაში მძვინვარებდა ქვეყანაში ტროცკისტული ტერორი, რომელიც გულისხმობდა საბოტაჟს, დივერსიას, დემაგოგიას, ჯაშუშობას, რეპრესიებს და, აქედან გამომდინარე, ყოველგვარ ანტისახელმწიფოებრივ-ანტიხალხურ სიბინძურეს. სოციალისტური სამშობლოს ამ ბოროტმა მოღალატეებმა, ჯერ კიდევ 1918 წელს განახორციელეს ტერორისტული თავდასხმა ლენინზე, მისი ლიკვიდაციის მიზნით. ამავე პერიოდში მოკლეს ურიცკი და ვოლოდარსკი. სიცოცხლეს გამოასალმეს მენჟინსკი, კუიბიშევი, მაქსიმ გორკი, მისი შვილი მაქსიმ პეშკოვი. 1934 წელს ვერაგულად მოკლეს კიროვი. ეს ტროცკისტული ბანდა ბუხარინის მეთაურობით ჯერ კიდევ 1918 წელს გეგმავდა ლენინის, სტალინის, სვერდლოვის დაპატიმრებას და მათ ფიზიკურ განადგურებას. მოქმედებდნენ რა ტროცკის პირდაპირი მითითებით, ზინოვიევი, კამენევი, რიკოვი, ბუხარინი, იაგოდა, ტუხაჩევსი 1930-იან წლებში გეგმავდნენ სამხედრო გადატრიალებას, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით სტალინის, მოლოტოვის, ვოროშილოვის ფიზიკურ განადგურებას. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც სტალინმა ჩვეული ბრძნული შორსმჭვრეტელობით ქვეყნის მომავალი განვითარების პერსპექტივა შემდეგი ფრაზით გამოხატა: “ჩვენ ასი წლით ჩამოვრჩით განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებს, ჩვენ ან დავფარავთ ამ მანძილს 10 წელიწადში, ან გაგვსრესენ”!

მხოლოდ 37-ში დადგა შურისგების მომენტი. სტალინმა მტკიცე ხელითა და ცივი გონებით, კანონმდებლობაზე დაყრდნობით, მომაკვდინებლად დაარტყა მტარვალ რენეგატებს, რითაცტროცკისტული ბლოკი”, კაცობრიობის უბოროტესი მტერი, საბოლოოდ აღიგავა პირისაგან მიწისა. ეს იყო ოქტომბრის გადატრიალების ტოლფასი გამარჯვება, თუ მეტი არა, რადგან ტროცკიზმის გამარჯვება და ტროცკის მოსვლა ხელისუფლების სათავეში რუსეთს და სრულიად მსოფლიოს დიდი მასშტაბის უბედურებას უქადდა. თუ რა საშინელ ხვედრს უმზადებდა კაცობრიობას ტროცკისტული ვანდეა, უკვე აღვნიშნეთ გრიგორი რასპუტინის მდივნის _ არონ სიმანოვიჩის ფრაზებით.

ზემოთქმულიდან გამომდინარეობს შემდეგი ლოგიკური დასკვნა: დაწყევლილი 1937 წელი იყო ერთ-ერთი უდიადესი წელი სოციალისტური სახელმწიფოს ისტორიაში. რომ არა 1937, არ იქნებოდა ლენინიზმი და სტალინი, რომ არა 1937, იქნებოდა ტროცკი და ტროცკიზმი, მისგან გამომდინარე ყველა ტრაგიკული შედეგით.

სასამართლო პროცესებმა აჩვენა და მათზე დამსწრე უამრავმა უცხოელმა მოღვაწემ დაადასტურა, რომ შეთქმულების მონაწილენი ნამდვილად იყვნენ ჩართული სახელმწიფო ღალატში, რომლის მიზანი იყო სამხედრო გადატრიალება, სახელმწიფოს ხელმძღვანელების ფიზიკური განადგურება, კაპიტალიზმის რესტავრაცია.

და, რამდენიც უნდა ეცადონ რენეგატები, სოციალიზმისა და რუსი ერის დაუძინებელი მტრები _ ხრუშჩოვ-გორბაჩოვ-ელცინის ხროვა და მათი დამქაშები _ ვოლკოგონოვები და ძმანი მათნი, მაინც ვერ შეძლებენ ისტორიის გადაკეთება-გაყალბებას არარსებული “ფაქტების” გამოგონებით, ბოროტი ჭორების, ბინძური ცილისწამების გავრცელებით, თუნდაც სახელმწიფო არქივების განადგურებით, ისტორიას თავისი მეხსიერება აქვს.

რაკი არქივებზე ჩამოვარდა სიტყვა, ხრუშჩოვის ბინძური მზაკვრობაც უნდა ვახსენო. საქმე ის არის, რომ, როცა მოვიდა სახელმწიფოს სათავეში, მან ადვილად მოახერხა ბერიას გზიდან ჩამოცილება მისი ფიზიკური განადგურებით. შედეგად, ფაქტობრივი ერთმმართველი გახდა. გაეხსნა რა ხელ-ფეხი, ხრუშჩოვმა იმ მიზნით, რომ დაემალა თავისი ბნელი წარსული, დაიწყო არქივების განადგურება… ეს საკითხი საფუძვლიანად შეუსწავლია მწერალ-ისტორიკოს ალექსანდრე შაბალოვს, ამიტომაც მიზანშეწონილად მივიჩნიეთ მისი ციტატის მოყვანა წიგნიდან “ამხანაგი სტალინის მეთერთმეტე დარტყმა”.

სტალინს არ ეშინოდა თავისი არქივების. სიმართლის პანიკურად ეშინოდა ხრუშჩოვს. მოვიდა რა ხელისუფლებაში, მან იმთავითვე ჩამოაყალიბა ზესაიდუმლო კომისია მათ მოსასპობად. ჩვენ შევძელით მისი ნაწილის ნახვაოთახში ასე 30 კაცი ვმუშაობდით. ერთმანეთთან კავშირი აბსოლუტურად გამორიცხული იყო. მოკლედ ვიწერდით საბუთების შინაარსს და ვწვავდით. მაგიდებს შორის მოარული ჩეკისტები დროდადრო გვიახლოვდებოდნენ და გვითითებდნენ საბუთებზე, რომელთა ხსენება არ შეიძლებოდა”…

როგორც აღვნიშნეთ, სტალინი მუხლჩაუხრელად შრომობდა ქვეყნის ასაღორძინებლად, მისი თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად. მსოფლიო განცვიფრებული იყო მისი მოღვაწეობით. კაპიტალისტმა მილიონერმა ჰენრი ფორდმა თავისი განცვიფრება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ტრიბუნიდან 1930 წელს შემდეგი სიტყვებით გამოხატა: “ის გეგმები, რომლებსაც კომუნისტური ბელადები ახორციელებდნენ, თავისი მოცულობით და მნიშვნელობით აღემატება ისტორიაში ცნობილ ყველაზე დიდ და გაბედულ წამოწყებებს. პეტრე დიდის პროექტები ფერმკრთალდება სტალინის გეგმებთან შედარებით”.

ვინც რუსეთის ისტორიას, თუნდაც XIX საუკუნის ისტორიას, იცნობს, ან ვისაც რადიშჩევის “მოგზაურობა პეტერბურგიდან მოსკოვამდე” წაუკითხავს, ვერც კი წარმოიდგენს მასშტაბებს იმ გრანდიოზული გარდაქმნებისა, რომლებიც სტალინმა რუსი გლეხკაცის ცხოვრებაში რამდენიმე წელიწადში მოახდინა. ცარიზმის მიერ გაღატაკებული, დამონებული მშრომელი სტალინმა შრომის გმირად აქცია… და ეს მისი მოღვაწეობის მხოლოდ ეპიზოდია.

და განა შეიძლება რუს ერს, რუს პატრიოტს, რომელ თაობასაც უნდა წარმოადგენდეს, აუგი წამოსცდეს სტალინზე, რომელმაც თავისი სიცოცხლე, მათ ბედნიერებაზე ზრუნვას შეალია?! რა თქმა უნდა, არა; სტალინს ანათემას გადასცემენ რუსი ხალხის მტრები, რასაც 1937- უკავშირებენ, წელს რომელმაც რუსეთი და მსოფლიოც იხსნა გლობალური უბედურებისგან.

1937 წლის 5 მარტს ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე სტალინმა განაცხადა: “ჩვენს ზოგიერთ პარტიულ ხელმძღვანელს ცუდი სენი სჭირს, ისინი უყურადღებობას იჩენენ ადამიანების მიმართ. როგორც პარტიის წევრების, ასევე უპარტიო მუშაკების მიმართაც. უფრო მეტიც, ისინი არ სწავლობენ თავიანთ მუშაკებს, არ იციან, რით ცხოვრობენ ისინი, ამიტომ მათ არც ინდივიდუალური მიდგომა აქვთ თავიანთი მუშაკების მიმართ. ინდივიდუალური მიდგომა კი ძირითადია ჩვენს საორგანიზაციო მუშაობაში… სწორედ იმის გამო, რომ ისინი ცუდად იცნობენ თავიანთ კადრებს, ადგილი აქვს პარტიული კადრების დაუმსახურებელ დარბევას, პარტიის რიგებიდან ათასობით და ათიათასობის ადამიანის გარიცხვას. ეს კი უბრალო საქმედ მიაჩნიათ. ისინი თვლიან, რადგან ჩვენი პარტია ძლიერი და მრავალრიცხოვანია, ასეთი დანაკლისი მის ძლიერებას ვერ შეასუსტებს. ასე მხოლოდ ანტიპარტიული ელემენტები შეიძლება მსჯელობდნენ.

ადამიანებისადმი ასეთმა უსულგულო დამოკიდებულებამ, ბუნებრივია, გაღიზიანება გამოიწვია პარტიის წევრთა ერთ ნაწილში და გასაგებიცაა, რომ მათ ტროცკისტი მავნებლები ადვილად ითრევენ თავიანთ ჭაობში.

…ზოგიერთი პარტიული ორგანიზაციის თვითნებობა იქამდე მიდის, რომ თავის წევრს პარტიიდან აძევებს სოციალური მდგომარეობის დამალვისა და პასიურობისთვის. ამასაც არ სჯერდებიან, ხსნიან სამსახურიდან და ბინიდან ასახლებენ. მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ ასეთი პარტიული ორგანიზაციები წყალს ხალხის მტრების წისქვილზე ასხამენ”.

აღნიშნულ საკითხზე სტალინმა ყურადღება კიდევ უფრო გაამახვილა ცენტრალური კომიტეტის 1938 წლის იანვრის პლენუმზე. მან კონკრეტული მაგალითებისა და კონკრეტული პირების დასახელებით ამხილა პარტიის მაღალ ეშელონებში მოკალათებული თანამდებობის პირები, რომლებიც “ტროცკისტული ბლოკის” მითითებით იბრძოდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ისინი მოგონილი ბრალდებებით ცილს სწამებდნენ პატიოსან, პარტიის ერთგულ ადამიანებს, აძევებდნენ პარტიის რიგებიდან და აპატიმრებდნენ კიდეც. “მაგალითად: აზერბაიჯანის ცეკამ 1937 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე პარტიის რიგებიდან გარიცხა 279 კომუნისტი; სტალინგრადის საოლქო კომიტეტმა ამავე წლის 26 ნოემბერს _ 69 კაცი, ნოვოსიბირსკის საოლქო კომიტეტმა 28 ნოემბერს _ 72; ორჯონიკიძის სამხარეო კომიტეტის პარტიული კონტროლის კომისიამ 160 გარიცხულიდან, როგორც არასწორად და სრულიად დაუსაბუთებლად გარიცხული, 101 კომუნისტი აღადგინა პარტიის რიგებში.  დაზარალებულთა აპელაციის საფუძველზე, ნოვოსიბირსკის პარტიულმა ორგანიზაციამ თავის რიგებში დააბრუნა 51 წევრი 80-დან; როსტოვის პარტორგანიზაციამ _ 43 წევრი 66-დან; სტალინგრადის პარტორგანიზაციამ _ 58 წევრი 103-დან; სარატოვისამ _ 80, 134-დან და ა.შ. ხარკოვის ოლქის ბევრ რაიონში “სიფხიზლის” საბაბით ადგილი აქვს კადრების სამუშაოდან დათხოვნის შემთხვევებს, ასევე, პარტიის რიგებიდან მათ მასობრივ გაძევებას. შემოწმებებმა გამოავლინა მათი უსაფუძვლობა და უკანონობა. ასე მაგალითად, ზმიევსკის რაიონში 1937 წლის ოქტომბერ-ნოემბერში სამუშაოდან მოხსნილია 36 მასწავლებელი, 42 კი მონიშნულია გასათავისუფლებელთა სიებში. ამის შედეგად მთელ რიგ სოფლებში აღარ ისწავლება ისტორია, სსრ კავშირის კონსტიტუცია, რუსული, უკრაინული და უცხო ენები.

თუ რა უსაფუძვლო და ხშირად ცინიკურია ეს გათავისუფლებები, კარგად ჩანს შემდეგ მაგალითზე: ქ. ზმიევსკის საშუალო სკოლაში მუშაობდა ბიოლოგიის მასწავლებელი ქალი ჟურკო, 1904 წელს დაბადებული, კოლმეურნის შვილი, 8 წლის სტაჟის მქონე, დაუსწრებელი სწავლების ინსტიტუტის მე-4 კურსის სტუდენტი. ადგილობრივ გაზეთში მის ძმაზე, რომელიც ქ. იზიუმში პედაგოგად მსახურობდა, გაჩნდა მინიშნება, თითქოს იგი ნაციონალისტია. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჟურკო მოეხსნათ თანამდებობიდან, ამას კი მისი პედაგოგი მეუღლის გათავისუფლება მოჰყვა. საკითხის განხილვამ გამოავლინა, რომ გაზეთში დაბეჭდილი სტატია შეთითხნილი იყო ადგილობრივი ტროცკისტის მიერ, ხოლო ჟურკოს ძმა ნაციონალისტი არ ყოფილა.

კუიბიშევის ოლქის ბევრ რაიონში პარტიის რიგებიდან გარიცხულია დიდი რაოდენობით კომუნისტი “ხალხის მტრის” ბრალდებით. შინსახკომის ორგანოებმა, გადაამოწმეს რა ბრალდებულთა საქმეები, 50-დან 43 უდანაშაულოდ ცნეს, გაათავისუფლეს ისინი პატიმრობიდან და აღადგინეს პარტიის რიგებში.

ხალხის მტრების ასეთი პროვოკაციული საქმიანობა გამომჟღავნდა და აღიკვეთა საბჭოთა ქვეყნის თითქმის ყველა ოლქში, ქალაქსა თუ რაიონში”.

სტალინმა პლენუმზე სასტიკად დაგმო პარტიის წევრთა და უბრალო ადამიანების მიმართ გამოვლენილი რეპრესიების შემთხვევები, მან პარტიის მესვეურებს შეახსენა, რომ “პარტია პარტიის წევრისთვის იქცა ძალიან დიდ და სერიოზულ საქმედ, ამიტომ პარტიის რიგებში ყოფნა თუ მისი რიგებიდან გარიცხვა, პარტიის წევრის ცხოვრებაში დიდი გარდატეხის მომასწავლებელია. დროა, შევიგნოთ, რომ პარტიის რიგითი წევრისთვის პარტიაში ყოფნა-არყოფნა სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასია”. პლენუმმა თავის გადაწყვეტილებაში, სხვა მრავალ პუნქტთან ერთად, შემდეგიც ჩაწერა:

“დაევალოთ პარტიულ ორგანიზაციებს, გადასცენ პარტიულ პასუხისგებაში პირები, რომლებიც შემჩნეულნი არიან უდანაშაულო ადამიანების ცილისწამებაში. მთლიანად იქნან რეაბილიტირებულნი არასწორად დასჯილნი. გამოქვეყნდეს პრესაში მათი გამამართლებელი მასალები. აიკრძალოს არასწორი, დანაშულებრივი პრაქტიკა, როცა პარტიის რიგებიდან გარიცხულთ ხსნიან დაკავებული თანამდებობიდან და, თუ ეს განთავისუფლება აუცილებელია, მისი განხორციელება მოხდეს მას შემდეგ, რაც დაზარალებულს ახალი სამუშაო მიეცემა.

დაევალოთ საოლქო და სამხარეო კომიტეტებს, მოკავშირე რესპუბლიკების ცენტრალურ კომიტეტებს, 1938 წლის 15 თებერვლამდე უზრუნველყონ პარტიიდან გარიცხულთა შრომითი მოწყობა; მომავალში არ დაუშვან, რომ პარტიიდან გარიცხულები უმუშევარი დარჩნენ”.

მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე და მილიარდობით მატერიალური ფასეულობა შეიწირა ამ ურჩხულთა ნამოქმედარმადა მაშინ, როცა სტალინმა გვიან, მაგრამ მაინც შესძლო მათი განადგურება _ 1937-ში. რუსი კონტრრევოლუციონერები, ისევე, როგორც ყველა ჯურის ანტისოციალისტი, აღდგა სტალინის წინააღმდეგ. რა არ დააბრალეს, რა არ მოუგონეს, რა შხამი და ნაღველი არ ანთხიეს ამაგდარი ადამიანის მიმართ.

…და ამ სიბინძურეს სწორედ 1937 წელი დაუდეს საფუძვლად: თითქოს სტალინმა სწორედ ამ საბედისწერო წელს მასობრივი რეპრესიების გამოყენებით მილიონობით უდანაშაულო ადამიანი გაანადგურა. სახელდება ფანტასტიკური რიცხვები _ 60-დან 120 მილიონამდე და ამ მონაცემების ავტორებს _ სოლჟენიჟინებს, რაძინსკებს, იაკოვლევებს, კარიაკინებს _ ამ კანიბალებს ისტორიული მოვლენების გაყალბების გზით სურთ, უკეთილშობილესი სტალინი სისხლისმსმელ ტირანად წარმოგვიდგინონ.

ისტორიული სიმართლე კი სრულიად საწინააღმდეგოს ღაღადებს.

ნაძირალების მიერ დასახელებული 60-120 მილიონი ადამიანის განადგურება სახელმწიფოში, რომლის მოსახლეობა 160 მილიონს შეადგენდა, დემოგრაფიულ კატასტროფას გამოიწვევდა, მოსახლეობის ბუნებრივი მატების მაჩვენებელი ნული იქნებოდა წლების განმავლობაში, სინამდვილეში კი პირიქით მოხდა.

ამის დასადასტურებლად საკმარისია უბრალო სტატისტიკის მოშველიება. ევროპის სამ უდიდეს სახელმწიფოში _ ინგლისში, საფრანგეთსა და გერმანიაში _ 1914_1960 წლებში მოსახლეობის ბუნებრივი საშუალო წლიური მატება 0,4%- შეადგენდა, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირში იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 0,6% იყო. აქედან გამომდინარე, ელემენტარული მათემატიკის მოშველიებით ვრწმუნდებით, რომ საბჭოთა კავშირში სტალინის მოღვაწეობის პერიოდში მოსახლეობის ბუნებრივი საშუალო წლიური მატება ერთნახევარჯერ მეტი იყო, ვიდრე ევროპის ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყნებში. მითი მილიონობით და ათეულ მილიონობით რეპრესირებულთა შესახებ კი გათვლილია იმ ადამიანებზე, რომელთაც არათუ დამოუკიდებელი აზროვნების, არამედ მარტივი არითმეტიკული რიცხვებით მანიპულირების უნარიც კი არ აქვთ.

სინამდვილეში რამდენი იყო რეპრესირებული? ამ შეკითხვაზე, ყველა სხვა ამ საკითხზე გამოქვეყნებულ მასალათაგან შედარებით ზუსტ პასუხს იძლევა ხრუშჩოვის სახელზე 1954 წლის 1 თებერვალს დაწერილი მოხსენებითი ბარათი, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორი რუდენკო, შინაგან საქმეთა მინისტრი კრუგლოვი, იუსტიციის მინისტრი გორშენინი. ამ ფრიად კომპეტენტურ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საბჭოთა კავშირში 1921 წლიდან 1954 წლის 1 თებერვლამდე, კონტრრევოლუციური დანაშაულისთვის გასამართლებული იყო 3 777 380 ადამიანი. მათგან დახვრეტა მიუსაჯეს 642 980-ს, რა თქმა უნდა, ყველა არ დაუხვრეტიათ, ზოგს შეუცვალეს სასჯელის ზომა და მაინც ბევრია, თუ ცოტა დაღუპულთა რაოდენობა? რა თქმა უნდა, ბევრია. თუმცა ვინ იცის, შეიძლება ცოტაც კი იყოს იმ მრისხანე პერიოდში, სასტიკ მტერთან შერკინების შედეგად მიღწეულ ისტორიულ გამარჯვებათა ფონზე.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: სად არის აქ 100 მილიონი დაღუპული, თუნდაც 40 მილიონი, თუნდაც 1? ოფიციალურად, სახელმწიფო დოკუმენტში აღრიცხულია 642 980 სიკვდილმისჯილი, რაც კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ამდენივე დაისაჯა სიკვდილით. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ისტორიის ფალსიფიკატორები, რომლებიც “ამტკიცებენ”, რეპრესიებმა 60 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირაო, ვერ ასხვავებენ 64-ს 0,64-ისგან, მათი პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ სასვენი ნიშანია _ “მძიმე”.

იყო თუ არა სტალინური მმართველობის წლები რეკორდული პატიმართა რაოდენობით? ამ საკითხზე, საინტერესოა, მოვისმინოთ საბჭოთა კავშირისდროინდელი საშინაო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის კომენტარი, რომელიც მან 1991 წელს რუსულ პრესაში გააკეთა: “თუ სტალინის მმართველობის 30 წლის განმავლობაში საბჭოთა ციხეებში 4 მილიონამდე პატიმარი იხდიდა სასჯელს, ბოლო 30 წლის განმავლობაში, 1960_1990 წლამდე, ამ რიცხვმა 11 მილიონს გადააჭარბა”.

დაახლოებით ასეთია ისტორიული 1937-ის უარყოფითი და დადებითი შედეგები. მთავარი კი ის არის, რომ, თუ არ იქნებოდა 1937, არ იქნებოდა 1945 წელი.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here