Home რუბრიკები საზოგადოება “გამოვიდა ეს ნიგერიელი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა მიჩვენა, რომელშიც გარკვევით ეწერა,...

“გამოვიდა ეს ნიგერიელი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა მიჩვენა, რომელშიც გარკვევით ეწერა, რომ ნიკო ჭავჭავაძე იყო”

691

მიწის გაყიდვის აკრძალვასთან ერთად, ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საკითხზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მიღებას გაართულებს

27 თებერვალს სასტუმროვერე პალასში” “გლობალური კვლევების ცენტრისინიციატივით საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე გაიმართა საექსპერტო შეხვედრა, რომელსაც საგანგებოდ მოწვეული საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის წევრები და ექსპერტები ესწრებოდნენ. “გლობალური კვლევების ცენტრიქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ აქტუალურ მოვლენას ეხმიანება და მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავს. საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე ამჯერად გიორგი ახვლედიანმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, პეტრე მამრაძემ, იოსებ არჩვაძემ, გიორგი მდივანმა და ვასილ კაპანაძემ იმსჯელეს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/nana.jpg

ნანა დევდარიანი, “გლობალური კვლევების ცენტრისხელმძღვანელი:

“დღევანდელი საექსპერტო სემინარის თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო. მოგეხსენებათ, ამ საკითხზე ახლა საკონსტიტუციო კომისია მუშაობს და, შესაბამისად, ჩვენ სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლები მოვიწვიეთ, რათა მიგვეღო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს აღნიშნულ საკონსტიტუციო შესწორებებზე მუშაობა”.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/1471442373_giorgi_akhvledia.jpg

გიორგი ახვლედიანი, “დემოკრატიული მოძრაობისწევრი:

“როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვმსჯელობთ, გამოკვეთილად ჩანს სამი ძირითადი მიმართულება, რომელთა განხორციელებაც სურს “ქართულ ოცნებას”.

პირველი _ პარლამენტი გადმოვიდეს ქუთაისიდან თბილისში. ოღონდ “ქართული ოცნება” აქაც ცდილობს, პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს და ეს საკონსტიტუციო კომისიას “დაბრალდეს”.

მეორე საკითხი _ სურთ პრეზიდენტის არჩევითობის უფლებამოსილების გაუქმება. პრეზიდენტს სათითაოდ ართმევენ უფლებებს, რათა ბოლოს ხალხმა თქვას, _ თუ არავითარი ფუნქცია არ აქვს და მხოლოდ ჯილდოების მინიჭება შეუძლია, რისთვის ავირჩიეთო. უნდათ, ეს განწყობა შეუქმნან საზოგადოებას. არადა, ვფიქრობ, პირიქით _ პრეზიდენტის უფლებამოსილება უნდა გაიზარდოს, რადგან პრეზიდენტის არჩევითობა მეტად უნდა შეესაბამებოდეს მის უფლებამოსილებას. პრეზიდენტს, რომელიც პირდაპირი წესით არის არჩეული ქვეყნის მოქალაქეების მიერ, თავისი ამომრჩევლების მიმართ ქმედითი საქმიანობის განხორციელება უნდა შეეძლოს. ხელისუფლებას კი სურს პრეზიდენტის არჩევითობის წესის შეცვლა, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა დანიშნოს. თუმცა ხედავთ, რომ დღევანდელი კონსტიტუცია იდეალურია ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც ავტორიტარი მართავს _ როდესაც სრული ძალაუფლება აქვს პრემიერს და პარლამენტს, ხოლო პრეზიდენტი სრულიად უუფლებოა.

წესით, ბიძინა ივანიშვილისთვის ასეთი საპრეზიდენტო მოდელი საფრთხის შემცველი არ უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ცვლილებების სურვილს პირადი წყენა და მიზეზი განაპირობებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელიც უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოში სამ-სამ წევრს ნიშნავს, ამიტომ პრეზიდენტი აუცილებლად უნდა იყოს ნეიტრალური ფიგურა.

და მესამე საკითხი, რომლის გადაწყვეტაც ხელისუფლებას სურს, არის საარჩევნო ბლოკის შექმნის შესაძლებლობის გაუქმება, რათა პარტიებმა მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმში იმუშაონ. არგუმენტი ერთადერთია, თითქოს ეს ყველაფერი პოლიტიკური პარტიების განვითარებას შეუწყობს ხელს. საგულისხმოა, რომ ამას ამბობს პარტია, რომელიც ამგვარი საარჩევნო ბლოკით მოვიდა ხელისუფლებაში. ეს იმის მაჩვენებლია, რომ მათ კონკურენტების შიში აქვთ.

ეს სამი ძირეული საკითხი აინტერესებს დღეს ხელისუფლებას და ვფიქრობ, ალბათ, საბოლოოდ, ქორწინების საკითხის დარეგულირებით გადაფარავენ აღნიშნულ არაპოპულარულ საკითხებს.

უახლოეს დღეებში პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები ერთგვარ ულტიმატუმს წარვუდგენთ ხელისუფლებას, თუ აპირებენ მხოლოდ მაჟორიტარული სისტემის დატოვებას, პრეზიდენტის არჩევითობისა და საარჩევნო ბლოკების გაუქმებას, საკონსტიტუციო კომისიას ჩვენ ბოიკოტს გამოვუცხადებთ.

აქვე მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, რომელიც მიწის გაყიდვის პრობლემას უკავშირდება და რომელიც დასარეგულირებელია. რამდენიმე წლის წინათ ქუთაისისკენ, წყალწითელას ხეობაში, სადაც ზაფხულში, ფაქტობრივად, მთელი ქუთაისი ისვენებდა, მიწის ფართობი გაიყიდა. ეს მიწა შეიძინა ორმა ნიგერიელმა და იქ საღორე გააკეთა. ბუნებრივია, ეს მოსახლეობამ გააპროტესტა, მაგრამ, როდესაც ადგილზე ჩავედი, გამოვიდა ეს ნიგერიელი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა მიჩვენა, რომელშიც გარკვევით ეწერა, რომ ის ნიკო ჭავჭავაძე იყო. ქვეყნის მოქალაქეა უკვე და ვეღარ შეედავები. აქედან გამომდინარე, მიწის გაყიდვის აკრძალვასთან ერთად, ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ საკითხზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მიღებას გაართულებს”.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/14202604_10155274447558345_.jpg

გიორგი მდივანი, პოლიტოლოგი:

“ძალიან საინტერესოა ევროკავშირის ქვეყნების რუკა, რომელზეც რიცხოვნობით მეორე ეთნიკური ჯგუფები გვხვდება. საგულისხმოა, რომ ყველგან შეინიშნება კლების პროცესი, ალბანეთის გარდა, რომელშიც ძირითადად მუსლიმანები ცხოვრობენ.

როდესაც ამბობენ, რომ ევროკავშირში შესვლის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნების მშპ გაიზარდა და ერთ სულ მოსახლეზე გაორმაგდა და გასამმაგდაო,_ განსაკუთრებით ესტონეთი აქვთ ამოჩემებული,_ რატომღაც აღარ აკონკრეტებენ, რომ მოსახლეობა შემცირდა და, რა თქმა უნდა, ამის ხარჯზე მშპ გაორმაგდებოდა.

მაგალითად, ბოლო წლებში ესტონეთის მოსახლოება დაახლოებით 800 ათასით შემცირდა.

მინდა, ორიოდე სიტყვით საგადახადო კუთხითაც მიმოვიხილო საკითხი. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ისეთი ცვლილებები შეიტანეს კონსტიტუციაში, რომ არსებული კონსტიტუციის პირობებში შეუძლებელია დამოუკიდებელი საგადასახადო მონეტარული პოლიტიკის გატარება. კონსტიტუციის მიხედვით, თუ გაიმარჯვა მემარცხენე ან ცენტრისტულმა პარტიამ, ფაქტობრივად, ის მაინც ვერ განახორციელებს თავის საარჩევნო დაპირებას, რომლის გამოც აირჩიეს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ეკოლოგიის გადასახადი, გადასახადი ფუფუნების საგნებზე და სხვ., რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სოციალ-დემოკრატებმა, როგორც ვიცი, მოამზადეს ცვლილებების პაკეტი, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ მათ მარგინალიზაციას. ევროკავშირის ქვეყნებშიც კი, რაც მეტი აქვს შემოსავალი პირს, მეტად იბეგრება. ამაზე შეთანხმდა თანამედროვე სამყარო. თუმცა ნეოლიბერალები ამტკიცებენ, რომ ამან შეიძლება ფულის გადინება გამოიწვიოს და მაგალითად ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე მოჰყავთ, რომელიც რუსეთის მოქალაქე გახდა, მაგრამ ის არავის ახსოვს, რომ საქართველოში ქონება, ფაქტობრივად, არავის დაუბანდებია და დაუგროვებია. არადა, ვფიქრობ, აუცილებელია აღნიშნული ცვლილებების გატარება, ვინაიდან, შეიძლება ეს ასე ღიად არ ჩანს, მაგრამ იმავე ტრანსნაციონალური დიდი კომპანიების საქმიანობის შედეგად დიდი ზარალი ადგება ბუნებას.

ამერიკაში, მაგალითად, ბევრი შემთხვევა იყო, როცა ფიზიკურ პირებს მეტი გადასახადი შეჰქონდათ ბიუჯეტში, ვიდრე ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რადგან ისინი დიდი შეღავათებით სარგებლობდნენ. არსებული კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში ბანკების საქმიანობაშიც ვერ მოვახერხებთ ძირფესვიანი ცვლილებების განხორციელებას. კახა ბენდუქიძემ საბანკო სექტორის ისეთი ლიბერალიზაცია განახორციელა, რომ ფინანსური კრიზისის პირობებშიც კი ბანკები რეკორდულ მოგებას ნახულობენ. გამოდის, რომ ეს არის ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელის დიქტატი. საინტერესოა ისიც, რომ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკა საგადასახადო სფეროშო, ფაქტობრივად, არ განსხვავდება. გვაქვს შრომის კოდექსი, მაგრამ მას არავინ აქცევს ყურადღებას. იურიდიულად არსებობს შრომის ინსპექცია, მაგრამ ის პრაქტიკულად არაფერს აკეთებს”.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

1 COMMENT

  1. მაგათ ვინც ქართულ გვარი სახელს აძლევთ და მოქალქეობას დასახვრეტები ხართ!!თქვენ ერის მტრები ხართ..ქართველების მოდგმის გამნადგურებლები!!ფულზე ყიდით საქართველოს!!!ქრთულ სისხლე .ქართულ ისედაც ნაწამებ გენში ურევთ მრავალ სიბილწეს რათა შემდგომ შთამომავლობას აღარ შეეძლოს ქართული გენის ტარება!!მიმიურთხებია ასეთი ქართველისთვის ვინც ამ საქმეში ხელს უწყობთ!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here