Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 10 ყველაზე ცნობილი სტატუა

10 ყველაზე ცნობილი სტატუა

5519
უდაბნოს ხელი, ჩილე

ყველა სტატუა, რომლებსაც ქვემოთ გაგაცნობთ, მსოფლიო მნიშვნელობის ღირსშესანიშნაობაა და სხვადასხვა ქვეყანაშია. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება. მათ შესახებ, ალბათ, ოდესღაც რაღაც გვსმენია, რადგან ისინი კაცობრიობის ისტორიული მემკვიდრეობაა.

ყველაზე მაღალი სტატუა

ყველაზე მაღალი სტატუა

რამდენიმე კვირის წინათ ინდოეთის გუჯარათის შტატში ამ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ მსოფლიოში ყველაზე მაღალი სტატუა გახსნა. ქანდაკება, რომლის საერთო სიმაღლე, კვარცხლბეკთან ერთად, 240 მეტრია (კვარცხლბეკის გარეშე _ 180 მ), მიეძღვნა ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწეს ვილაბჰაი პატელს და მას ერთობის სტატუასაც უწოდებენ. შესადარებლად: პატელის ქანდაკება 4-ჯერ მაღალია ნიუ-იორკის თავისუფლების ქანდაკებაზე. პატელის ქანდაკების პროექტის ავტორია ინდოელი სკულპტორი რამ ვანჯი სუტარი. მონუმენტის პროექტირებას 13 თვე დასჭირდა, მშენებლობას _ 33 თვე. სტატუის კონსტრუქციის შიგნით დამონტაჟებულია 2 ლიფტი. 150 მ სიმაღლეზე მოწყობილია დასათვალიერებელი გალერეა, რომელსაც ერთდროულად 200 ტურისტის მიღება შეუძლია. სტატუის ასაგებად დაიხარჯა 210 ათასი კუბ. მ ბეტონი, 18,5 ათასი ლითონკონსტრუქცია.

ქანდაკებას შეუძლია გაუძლოს საათში 180 კმ სიჩქარის ქარს და 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრას.

ლეჩჟუნ _ სასაჩჟა მიანმაში
ლეჩჟუნ _ სასაჩჟა მიანმაში

ლეჩჟუნ _ სასაჩჟა მიანმაში

ეს არის რელიგიურ-სკულპტურული ნაგებობა, რომელიც აშენებულია მიანმას სიკაინის ოლქის ქალაქ მოუნიუსთან ახლოს. ბუდა შაკიამუნისადმი მიძღვნილი მონუმენტის სიმაღლე 129,24 მეტრია (სტატუის _ 116 მ, კვარცხლბეკის _ 13,24). მშენებლობა დაიწყო 1996 წელს და დასრულდა 12 წლის შემდეგ _ 2008 წელს.

ქალთევზა კოპენჰაგენში
ქალთევზა კოპენჰაგენში

ქალთევზა კოპენჰაგენში

ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრის “ქალთევზას” პერსონაჟის სკულპტურა დგას დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის პორტში. სკულპტურის სიმაღლე 1,25 მეტრია, წონა _ 175 კგ. სტატუის ავტორია დანიელი მოქანდაკე ედვარდ ერიქსენი. სკულპტურა, რომელიც ლუდსახარშ “კარლსბერგის” დამფუძნებლის შვილის შეკვეთით შეიქმნა, 1913 წელს გაიხსნა.

იესო ქრისტეს სტატუა ბრაზილიაში
იესო ქრისტეს სტატუა ბრაზილიაში

იესო ქრისტეს სტატუა ბრაზილიაში

ხელებგაშლილი იესო ქრისტეს ცნობილი ქანდაკება დგას მთა კორკოვადუს წვერზე რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია) და არის რიო-დე-ჟანეიროსა და ბრაზილიის სიმბოლო.

ქანდაკების სიმაღლე 38 მეტრია, კვარცხლბეკთან ერთად (კვარცხლბეკის სიმაღლე _ 8 მ), ხელების სიგრძე _ 28 მ, წონა _ 635 ტონა. სტატუის მშენებლობა დაიწყო 1922 წელს და დასრულდა 1931 წელს.

ბუდა მაიტრეის სტატუა ლეშანში
ბუდა მაიტრეის სტატუა ლეშანში

ბუდა მაიტრეის სტატუა ლეშანში (ჩინეთი)

ეს არის ბუდას ერთ-ერთი მაღალი სტატუა. გამოკვეთილია მთა ლინიუნშანის კლდეში სამი მდინარის შეერთების ადგილას, ჩინეთის პროვინცია სიჩუანის ქალაქ ლეშანთან.

სტატუის შესაქმნელად სამუშაოები დაიწყო დინასტია ტანის მმართველობის პერიოდში 713 წელს და გრძელდებოდა 90 წელს. სტატუის სიმაღლე 71 მ-ია, თავის სიმაღლე _ 15 მ, მხრების სიგანე _ 30 მ, ხელის თითის სიგრძე _ 8 მ. XVII საუკუნემდე ბუდა მაიტრეის სკულპტურა დაფარული იყო 13-სართულიანი ტაძრით. მოგვიანებით ეს ნაგებობა ხანძარმა გაანადგურა.

სტატუა შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

ვენერა მილოსელი
ვენერა მილოსელი

ვენერა მილოსელი

სიყვარულის ქალღმერთის მარმარილოსგან შექმნილი ქანდაკება (მორცხვი ვენარა _ ლათ. Venus pudica) პარიზში, მუზეუმ ლუვრში ინახება. შექმნილია ჩვ.წ.აღ.-მდე დაახლოებით 130-100 წლებში. სტატუის სიმაღლე 2,02 მ-ია.

თავისუფლების ქანდაკება ნიუ-იორკში
თავისუფლების ქანდაკება ნიუ-იორკში

თავისუფლების ქანდაკება ნიუიორკში

ნეოკლასიციზმის სტილის კოლოსალური სკულპტურა დგას ნიუ-იორკში, თავისუფლების კუნძულზე (აშშ). ეს ქანდაკება აიგო 1876 წელს, როგორც საფრანგეთის საჩუქარი, და მიეძღვნა აშშ-ის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს. არქიტექტორია გუსტავ ეიფელი.

სტატუის სიმაღლეა 93 მ (კვარცხლბეკთან ერთად). კვარცხლბეკის გარეშე ქანდაკების სიმაღლეა 46 მ, საერთო წონა _ 27 150 ტონა.

დიდი სფინქსი, ეგვიპტე
დიდი სფინქსი, ეგვიპტე

დიდი სფინქსი, ეგვიპტე

დიდი სფინქსი აღმართულია გიზაში, ნილოსის დასავლეთ ნაპირზე. ეს არის დედამიწაზე შემონახული უძველესი მონუმენტური სკულპტურა, რომელიც გამოკვეთილია კირქვიან კლდეში კოლოსალური სფინქსის ფორმით. სახით ჰგავს ფარაონ ხეფრენს (ჩვ.წ.აღ. 2575-2465 წწ.), რომლის პირამიდაც აგებულია რამდენიმე მეტრის დაშორებით. სტატუის სიგრძე 72 მეტრია, სიმაღლე _ 20 მ, წინა თათებს შორის ოდესღაც განლაგებული იყო პატარა საკურთხეველი.

“დედა-სამშობლო გეძახის!”, ვოლგოგრადი, რუსეთი
“დედა-სამშობლო გეძახის!”, ვოლგოგრადი, რუსეთი

დედასამშობლო გეძახის!”, ვოლგოგრადი, რუსეთი

ეს არის კომპოზიციური ცენტრი ქანდაკებების ანსამბლისა “სტალინგრადის ბრძოლის გმირებს”. აგებულია მამაის ყორღანზე, ვოლგოგრადში (რუსეთი). მონუმენტი “დედა-სამშობლო გეძახის!” წარმოადგენს ცენტრალურ ნაწილს ტრიპტიქისა, რომელიც შედგება მონუმენტებისგან “ზურგი _ ფრონტს” მაგნიტოგორსკში და “მეომარი განმათავისუფლებელი” ბერლინის ტრეპტოვ-პარკში. ნაგულისხმევია, რომ ურალის ნაპირზე გამოჭედილი ხმალი დედასამშობლომ აღმართა სტალინგრადში და დაუშვა გამარჯვების შემდეგ ბერლინში. პროექტის ავტორები არიან ვუჩეტიჩი და ნიკიტინი. აიგო 1959-1967 წლებში. მონუმენტის სიმაღლეა 85 მ, მასალა _ ბეტონი.

უდაბნოს ხელი, ჩილე

ეს სკულპტურა აღმართულია უდაბნო ატაკამაში, ანტოფაგასტას ოლქში (ჩილე), პანამერიკული შოსედან 400 მეტრში. სკულპტურა წარმოადგენს ადამიანის მარცხენა ხელისგულს, რომელიც დაახლოებით სამი მეოთხედით ამოყოფილია მიწიდან. სკულპტურის სიმაღლე 11 მეტრია. ავტორი კი არის ჩილელი მარიო ირასაბალი. ავტორის აზრით, სკულპტურა გამოსახავს ადამიანის მარტოსულობას, სინანულს, ტანჯვასა და უმწეობას. მასალა _ ბეტონი ფოლადის კონსტრუქციაზე. აიგო 1992 წელს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. თავისუფლების ქანდაკების მოქანდაკე ავტორი ვინ არის,თუ მიაწერთ კარგი იქნება.
    გმადლობ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here