ხალტმააგიინ ბატულგა, 56 წლის, მონღოლეთი
სამბისტი და ძიუდოისტი 1980-1990 წლებში. მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში 1983 წელს. მონღოლეთის პრეზიდენტი 2017 წლის 7 ივლისიდან.
ხალტმააგიინ ბატულგა 1963 წლის 3 მარტს დაიბადა ულან-ბატორში. 1982 წელს დაამთავრა სახვითი ხელოვნების სასწავლებელი მხატვრის სპეციალობით.
1982-1990 წლებში იყო სამბოში მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ნაკრების წევრი, მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში (1982 წ.) და ვიცეჩემპიონი (1990 წ.).
1992-1997 წლებში _ გენერალური დირექტორი კომპანიისა “ჟენკო”, შემდეგ მუშაობდა მონღოლეთის ბიზნესტრუქტურებში. 2004-დან 2012 წლამდე იყო მონღოლეთის დიდი ჰურალის (საკანონმდებლო ორგანო) წევრი. 2012 წლიდან _ მონღოლეთის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
2017 წლიდან კი არის მონგოლეთის პრეზიდენტი.
არნოლდ შვარცენეგერი, 72 წლის, აშშ
ბოდიბილდერი 1968-1980 წლებში, კალიფორნიის შტატის გუბერნატორი 2003-2011 წლებში.
“რკინის არნი” 60 წლისა იყო, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა. იმ მომენტისთვის შვარცენეგერის სპორტული წარსული ცოტას თუ ახსოვდა, ის პოლიტიკაში პირდაპირ ტერმინატორის (ფილმი “ტერმინატორი”) როლის შესრულებიდან ჩაერთო. შვარცენეგერის რეიტინგი არასოდეს ყოფილა 30%-ზე მეტი, მიუხედავად ამისა, ის კალიფორნიის ერთ-ერთი გამორჩეული რეფორმატორი გუბერნატორი იყო. მან მოსთხოვა აშშ-ის ხელისუფლებას, კანადიდან შემოეტანა იაფი წამლები, მხარს უჭერდა დემოკრატებს და კალიფორნიაში დააწესა ყველაზე მკაცრი სტანდარტი ჩO2-ის შემცველობის შეზღუდვაზე გამონაბოლქვ აირებში. მიაღწია საათობრივი მინიმალური ხელფასის მომატებას 1 დოლარით.
ჯესი ვენტურა, 68 წლის, აშშ
პროფესიონალი რესტლერი (თეატრალიზებული სპორტული შოუს _ რესტლინგის მონაწილე) და მინესოტის შტატის 38-ე გუბერნატორი.
ჯეიმს ჯორჯ იანოში, იგივე ჯესი ვენტურა _ გასული საუკუნის 70-80-იან წლების პროფესიული რესტლინგის ვარსკვლავი იყო. მონაწილეობდა ჰოლივუდში გადაღებულ რამდენიმე ბლოკბასტერში _ “მტაცებელი”, “ბეტმენი და რობინი”. 1990-იანი წლების დასაწყისში ვენტურა პოლიტიკაში ჩაერთო და შედეგად მენესოტას შტატის გუბერნატორი გახდა. ეს პოსტი მას 1999-2003 წლებში ეკავა. ამჟამად კი ტელეარხ ღთ-ზე მიჰყავს შოუ “მსოფლიო ჯესის თვალით”.
კახაბერ (კახა) კალაძე, 41 წლის, საქართველო
ფეხბურთელი 1993-2012 წლებში. 2017 წლიდან თბილისის მერი, 2003 და 2007 წლებში მოიგო ჩემპიონთა ლიგა მილანის “მილანთან” ერთად. არის იტალიის (2003 წ.), უკრაინისა (1999-2001 წ.) და საქართველოს ჩემპიონი.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კახა კალაძე იმჟამინდელი ოპოზიციური პარტიის, ამჟამად კი ხელისუფლების სათავეში მყოფი “ქართული ოცნების” სიაში პირველი ნომერი იყო. მიუხედავად ამისა, ის მაინც არ დაუნიშნავთ პრემიერმინისტრად, მაგრამ მნიშვნელოვანი პოსტები ეკავა _ იყო ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი. ამ თანამდებობაზე ყოფნისას კალაძემ ააშენა 18 ჰიდროელექტროსადგური, მიაღწია რუსული ბუნებრივი აირის იაფად შესყიდვას.
ხოსე ლუის ჩილავერტი, 54 წლის, პარაგვაი
ფეხბურთელი. ორი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის (1998 და 2002 წლებში) მონაწილე პარაგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. მსოფლიოს რეკორდსმენი, როგორც ყველაზე შედეგიანი მეკარე, რომელმაც ყველაზე მეტი პენალტი გაიტანა მოწინააღმდეგის კარში _ 62.
ჩილავერტს თავის ქვეყანაში არ უკავია მაღალი სახელისუფლო პოსტი, მაგრამ ყოველთვის რეაგირებდა საერთაშორისო ურთიერთობაში ცვლილებებზე და არის პარტია კოლორადოს წევრი.
“ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და გვიყვარდეს პარაგვაი და არ ვიფიქროთ პირად სარგებელზე. მე მხარს მიჭერენ სერიოზული ადამიანები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს პოლიტიკაში. ჩვენ ხალხს მუშაობა უნდა ვასწავლოთ. სახელმწიფო სუბსიდიები _ ეს სიღარიბის წყაროა”, _ ამბობს ჩილავერტი, ეს სიტყვები კი პრეზიდენტის სიტყვებია.
მოამზადა ნიკა კორინთელმა