Home ახალი ამბები საქართველო 10 ქვეყანა, რომლებიდანაც ყველაზე მეტი თანხა გამოგზავნეს საქართველოში

10 ქვეყანა, რომლებიდანაც ყველაზე მეტი თანხა გამოგზავნეს საქართველოში

3197
დოლარი

პირველ ადგილზეა რუსეთი. ამ ქვეყნიდან გადმორიცხული თანხა 64 მლნ დოლარს შეადგენს, აშშ-დან გადმორიცხული თანხის ოდენობა კი შემცირდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში უცხო ქვეყნებიდან საქართველოში 223 მლნ დოლარი გამოიგზავნა _ წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით მეტი.

ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ადამიანების მიერ გამოგზავნილი თანხებია, შესაბამისად, გზავნილების სარეიტინგო სიაში ის ქვეყნები ლიდერობენ, რომლებშიც მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს.

სიაში პირველ ადგილზეა რუსეთი 64 მლნ დოლარით, მეორეა იტალია 27 მლნ-ით. აღსანიშნავია, რომ აშშ-დან და გადმორიცხული თანხის ოდენობა შემცირდა.

ქვეყნების სარეიტინგო სია საქართველოში გადმორიცხული თანხების მიხედვით:

რუსეთი _ 64 მლნ. ზრდა წინა წელთან შედარებით _ 13%; იტალია _ 27.8 მლნ. ზრდა წინა წელთან შედარებით _ 42%; საბერძნეთი _ 25.7 მლნ. ზრდა წინა წელთან შედარებით _ 32%; ისრაელი _ 23.5 მლნ. ზრდა წინა წელთან შედარებით _ 68%; აშშ _ 18.9 მლნ. კლება წინა წელთან შედარებით _ 4%; თურქეთი _ 18.7 მლნ. ზრდა წინა წელთან შედარებით _ 35%; გერმანია _ 5.8 მლნ. ზრდა წინა წელთან შედარებით _ 30%; ესპანეთი _ 5.7 მლნ. ზრდა წინა წელთან შედარებით _ 27%; უკრაინა _ 4 მლნ. ზრდა წინა წელთან შედარებით _ 17%; აზერბაიჯანი _ 2.7 მლნ. ზრდა წინა წელთან შედარებით _ 8%.

2017 წლის განმავლობაში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 1.37 მლრდ დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 20%-ით მეტია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here