Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 10 უნიკალური და ყველაზე ძვირად ღირებული მარკა

10 უნიკალური და ყველაზე ძვირად ღირებული მარკა

7763
ტიფლისის უნიკა

მარკების კოლექციონირება ბევრისთვის საყვარელი ჰობია. მარკების შეგროვებით გატაცებულები რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს, მსჯელობენ. ბოლო აღმოჩენაზე, ცვლიან მარკებს და ყველა ხერხით ცდილობენ თავიანთი კოლექციის შევსებას. ეს გატაცება, ერთი შეხედვით, უბრალო და უსარგებლო შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე არ არის, მარკები შეიძლება დიდ კაპიტალად იქცეს _ იშვიათ ეგზემპლარზე ფასი ხომ ყოველწლიურად იმატებს?! მარკების შემგროვებლებს, კოლექციონერებს ფილატელისტებს ეძახიან. ძველი რელიკვიის მაღალ ფასს ხშირად განაპირობებს მისი დაბეჭდვისას დაშვებული ხარვეზები. წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ მარკებს.

წმინდა გრაალი
წმინდა გრაალი

წმინდა გრაალი. ფასი 2,97 მლნ დოლარი

წმინდა გრაალი (Z-Grill) _ ეს არის 1 ცენტის ნომინალის საფოსტო მარკა, რომელზეც გამოსახულია აშშ-ის პირველი გენერალური ფოსტმაისტერი, ამ ქვეყნის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბენჯამინ ფრანკლინი.

მარკა დამზადებულია 1868 წელს. მსოფლიოში არსებობს ამ მარკის ორი ეგზემპლარი. ერთი ინახება ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში, მეორე კი ეკუთვნის ცნობილ ამერიკელ კოლექციონერ ბილ გროსს, რომელმაც ამ მარკაში გაცვალა “გადაბრუნებული ჯენის” კვარტბლოკი (ფილატელიაში ოთხი განუყოფელი, გადაბმული საფოსტო მარკა, ორ-ორი ეგზემპლარი ორ რიგში _ ნ.კ.)

სიცილიური ფერის ცდომილება
სიცილიური ფერის ცდომილება

სიცილიური ფერის ცდომილება. ფასი 2,72 მლნ

სახელწოდებიდან გასაგებია, რომ მარკაში დარღვეულია ფერთა გამა. თავდაპირველად ის ყვითელი ფერის იყო, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო გაჩნდა ლურჯიც, რომელიც გამოუშვეს 1859 წელს. დღეს ცნობილია მხოლოდ 2 ასეთი ეგზემპლარი.

ყვითელი სამსკილინგიანი
ყვითელი სამსკილინგიანი

ყვითელი სამსკილინგიანი. ფასი 2,3 მლნ

კიდევ ერთი მარკა, რომელშიც არეულია ფერები. ორიგინალური შვედური მწვანე მარკის ნაცვლად, რომელიც 7 ეგზემპლარი არსებობს, დაბეჭდილია ყვითელი.

*სკილინგი – ეს არის შილინგის სკანდინავიური სახელწოდება და დანიის ისტორიული ფულადი ერთეული.

ბადენის ფერის ცდომილება
ბადენის ფერის ცდომილება

ბადენის ფერის ცდომილება. ფასი 2 მლნ

კიდევ ერთი რარიტეტი, რომელიც იშვიათად გვხვდება მსგავს სარეიტინგო სივრცეში, მაგრამ ძვირად ღირებულია. ის დიდ საჰერცოგო ბადენში პირველად გამოშვებული მარკაა და 1851 წლით თარიღდება.

ცისფერი მავრიკია
ცისფერი მავრიკია

ცისფერი მავრიკია. ფასი 1,15 მლნ

კუნძულ მავრიკიაზე გამოშვებული უიშვიათესი მარკაა. შეიქმნა 1847 წელს. ცნობილია 2-ცენტიანი ნომინალის მხოლოდ 6 ეგზემპლარი.

1993 წელს შეიძინა მავრიკიის ბანკების კონსორციუმმა 1,15 მლნ დოლარად. დღეს, 25 წლის შემდეგ, მისი ფასი გაცილებით მეტია.

მთელი ქვეყანა წითელია
მთელი ქვეყანა წითელია

მთელი ქვეყანა წითელია. ფასი 1,1 მლნ

ეს შედარებით “ახალგაზრდა” ჩინური მარკაა, 1968 წლის. სერიულად არ დაუბეჭდავთ, მაგრამ 2012 წელს აუქციონ “ჩაინა გარდიანზე” 7,3 მლნ იუანად (1,1 დოლარი) გაიყიდა.

ვარდისფერი მავრიკია
ვარდისფერი მავრიკია

ვარდისფერი მავრიკია. ფასი 1.07 მლნ

მისი ფაქტობრივი ფერი ნარინჯისფერია. გამორჩეული კი არის იმით, რომ კუნძულ მავრიკიაზე დაბეჭდილი პირველი მარკაა. ხარვეზი: დატოვებულია წარწერა Post office, ნაცვლად Post Paid-ისა. და ეს, მტვიფრავის შეცდომა კი არა, ოფიციალურად დამტკიცებული წარწერაა. ამ მარკის სულ 14 ეგზემპლარი არსებობს.

გადაბრუნებული ჯენი
გადაბრუნებული ჯენი

გადაბრუნებული ჯენი. ფასი 977 ათასი

თვითმფრინავის გამოსახულებიანი ამ ფილატელისტური რარიტეტის ბეჭდვისას დაშვებული იქნა შეცდომა. საფრენი აპარატი “კერტის-ჯენი” ბორბლებით მაღლა, გადაბრუნებული დაბეჭდეს, რისთვისაც მბეჭდავები დაისაჯნენ, თუმცა, სწორედ ამ შეცდომის გამოა მარკის სერიის ფასი ასე მაღალი. მარკის თავდაპირველი ფასი 24 ცენტი იყო, მაგრამ შექმნიდან 100 წლის შემდეგ თითქმის მილიონ დოლარს მიაღწია.

ბრიტანეთის გვიანა
ბრიტანეთის გვიანა

ბრიტანეთის გვიანა _ 936 ათასი

ეს 1 ცენტის ნომინალის მარკა 1856 წელს შეიქმნა და წარმოადგენს ბრიტანეთის გვიანის 8-კუთხიან საფოსტო მარკას, რომელსაც ხელს აწერს ფოსტმაისტერი ე. უაიტი.

ტიფლისის უნიკა

ტიფლისის მარკა, კოჯრის მარკა (რუს. Тифлисская унука) უიშვიათესი საფოსტო მარკაა, რომელიც დაიბეჭდა 1857 წლის 20 ივნისს რუსეთის იმპერიაში შემავალ ტიფლისის გუბერნიაში. მარკა მიმოქცევაში იყო მცირე დროის განმავლობაში და გამოიყენებოდა საქალაქო ფოსტაში, ტიფლისისა და კოჯრის მასშტაბით საფოსტო მომსახურების საფასურის ნიშნად.

ერთი ვერსიით, მარკა გამოიყენებოდა 1857 წლის 20 ივნისიდან თბილისის მასშტაბით და 15 ივლისიდან კოჯორში გასაგზავნი ფოსტისთვის. გამოყენება შეწყვიტეს 1858 წლის 1 მარტს; ხოლო მეორე ვერსიით, მარკას იყენებდნენ 1865-1866 წლებში. სწორედ ტფილისის უნიკით იწყება საქართველოსთან დაკავშირებული საფოსტო მარკების ისტორია. ტიფლისის უნიკის მხოლოდ სამი ეგზემპლარია შემორჩენილი, სამივე სუფთა, ანუ გამოუყენებელი. ამ მარკებმა რამდენიმე კოლექციონერი გამოიცვალა. ბოლოს აუქციონზე გატანილი იყო 2000 წელს, საწყისი ფასით 500 000 დოლარი. “ტიფლისის უნიკა” მსოფლიოს ყველა ფილატელისტისთვის ცნობილი მარკაა და მოხსენიებულია ყველა ფილატელისტურ კატალოგში, როგორც იშვიათი და ძვირად ღირებული საფოსტო მარკა.

ტიფლისის უნიკას აღწერილობა

* ნომინალი _ 6-კაპიკიანი. ქალაქ თბილისის მასშტაბით საფოსტო გზავნილის ფასი 5 კაპიკს შეადგენდა, მარკის დაბეჭდვის ღირებულება კი 1 კაპიკი იყო.

* ფორმა _კვადრატული, სადა კიდეებით, დაუკბილავი.

* ბეჭდვა _ მოყვითალო-თეთრ ქაღალდზე უფერო რელიეფური ნაჭდევი. ერთ ფურცელზე განთავსებული იყო 5 მარკა.

* ნახატი _ მარკაზე მკაფიოდ და ნათლად გამოხატულია ტიფლისის გერბი, გერბის თავზე გამოსახულია იმპერიის სიმბოლო _ ორთავიანი არწივი დაშვებული ფრთებით. ძველი თბილისის გერბი ორი ნაწილისგან შედგებოდა: ზედა ნაწილში გამოსახული იყო არარატი ნოეს კიდობნით, მდინარე მტკვარი და საქართველოს მფარველი, ცხენზე ამხედრებული წმ. გიორგი; ქვედა ნაწილში კი _ მერკურის კვერთხი.

* წარწერები _ ორთხივე მხარეს მარკის შიდა გვერდებზე იკითხება შემდეგი რუსულენოვანი წარწერები: “тифлис”, “городс”, “почта”, “6 коп” (“ტიფლისი”, “საქალაქო”, “ფოსტა”, “6 კაპ”)

*ზურგი _ მარკის უკანა მხარე დაფარულია წებოს სქელი ყვითელი ფენით. 1936 წელს “ტიფლისის უნიკა” შევიდა ევროპის წამყვანი მარკების კატალოგში. ამის შემდეგ მარკამ მრავალი კოლექცია გამოიარა. მოგვიანებით “ტიფლისის უნიკას” ორი ეგზემპლარი გადავიდა ცნობილი ფილატელისტის ზბიგნევ მიკულსკის კოლექციაში, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობდა და რუსული მარკების დიდი მცოდნე იყო. 1997 მიკულსკიმ ეს მარკები გამოფინა მსოფლიო გამოფენაზე “მოსკოვი-97”. სწორედ აქ იხილა პიველად რუსულმა ფილატელისტურმა საზოგადოებამ ტიფლისის მარკები. 2000 წელს ზბიგნევ მიკულსკიმ თავისი “ტიფლისის უნიკას” ორი ეგზემპლარი აუქციონზე გაიტანა და გაყიდა, საწყის ფასად დასახელდა ნახევარი მილიონი დოლარი. მარკების ახალი მფლობელის სახელი ანონიმური დარჩა. მესამე ეგზემპლარი დანარჩენ ორთან შედარებით შელახულ მდგომარეობაშია და ინახება ლუქსემბურგში მცხოვრები ცნობილი ფილატელისტი ბერლინჟერის კოლექციაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here