Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 10 საოცარი გეოლოგიური წარმონაქმნი დედამიწაზე

10 საოცარი გეოლოგიური წარმონაქმნი დედამიწაზე

5471
10 საოცარი გეოლოგიური წარმონაქმნი დედამიწაზე

ბუნება პლანეტის საუკეთესო მშენებელი და მხატვარია. ის ქმნის ობიექტებს, რომლებითაც ადამიანები აღტაცებული არიან. ბუნების მიერ შექმნილი ძეგლები მაშინ არის თვალწარმტაცი, როცა საქმეში ერთვება დედამიწის ძალა, კლიმატი და დრო. სწორედ ისინი მილიონობით წლის განმავლობაში ქმნის გასაოცარ გეოლოგიურ წარმონაქმნებს.

კარი ჯოჯოხეთში (თურქმენეთი)
კარი ჯოჯოხეთში (თურქმენეთი)

კარი ჯოჯოხეთში (თურქმენეთი)

1971 წელს საბჭოელმა გეოლოგებმა ბუნებრივი აირის საბადოს ძებნაში დედამიწა ისე გაბურღეს, რომ მიწა ჩავარდა და გაიხსნა… “ჯოჯოხეთის კარი”, რომელიც ცეცხლს აფრქვევს, უკვე 48 წელიწადია. ახლომახლო სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა მეთანს რომ არ მოეწამლა, გეოლოგებმა მას ცეცხლი წაუკიდეს, ეგონათ, მალე დაიწვებოდა, მაგრამ დღესაც კი არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ აირი ამოიწურება.

დარვაზა _ ბუნებრივი აირის კრატერი _ თურქმენეთის დაშოღუზის ველაიეთში მდებარეობს. კრატერის დიამეტრი დაახლოებით 60 მ-ია, სიღრმე _ 20 მ.

მთა რორაიამა (ბრაზილია)
მთა რორაიამა (ბრაზილია)

მთა რორაიამა (ბრაზილია)

რორაიამა ნამდვილი გეოლოგიური საოცრებაა: მას სპეციალისტები ტეპუის (ბრტყელ მთას) ეძახიან. რორაიამა ერთ-ერთი ძველი გეოლოგიური წარმონაქმნია დედამიწაზე. ექსპერტთა შეფასებით, ის დაახლოებით 2 მლრდ წლისაა, მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ბრაზილიისა და ვენესუელის საზღვარზე.

თეთრი უდაბნო (ეგვიპტე)
თეთრი უდაბნო (ეგვიპტე)

თეთრი უდაბნო (ეგვიპტე)

თეთრი უდაბნო _ ეს არის უდაბნო საჰარის ნაწილი ზომით 10კმ X 30კმ-ზე. მდებარეობს ქალაქ ფარაფრასთან 45 კმ-ში. ეს ადგილი ცნობილია კრემისფერ-თეთრი ფერით და კირქვის უცნაური წარმონაქმნებით. ოდესღაც აქ ოკეანის ფსკერი იყო და თეთრი წარმონაქმნები ზღვის მიკროორგანიზმების ნეშტებია. ქვიშიანმა ქარიშხლებმა ეს კირქვის მთები უცხო პლანეტის პეიზაჟად აქცია.

ეშმაკის კოშკი (ვაიომინგი, აშშ)
ეშმაკის კოშკი (ვაიომინგი, აშშ)

ეშმაკის კოშკი (ვაიომინგი, აშშ)

ეს ვულკანური წარმოშობის მონოლითი აშშ-ის “უძველეს მონუმენტად” ითვლება. ეშმაკის მთა დაახლოებით 200 მლნ წლის წინათ წარმოიქმნა მიწის სიღრმიდან ამოსული მაგმისგან და გაცივების შემდეგ ასეთი ფორმა მიიღო.

დიდი ლურჯი ნახვრეტი (ბელიზი)
დიდი ლურჯი ნახვრეტი (ბელიზი)

დიდი ლურჯი ნახვრეტი (ბელიზი)

დიდი ლურჯი ნახვრეტი გიგანტური ღრმულია ბელიზის ნაპირთან. ის წარმოიქმნა დინებების ზემოქმედებით კირქვის დაშლის შედეგად, რაც მრავალი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა. მყვინთავები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩადიან ბელიზში, რათა დატკბნენ ბუნების ამ გასაოცარი ქმნილებით.

კრისტალების გამოქვაბული (მექსიკა)
კრისტალების გამოქვაბული (მექსიკა)

კრისტალების გამოქვაბული (მექსიკა)

კრისტალების გამოქვაბული მექსიკის ქალაქ ნაიკაში 300 მ სიღრმეზე მდებარეობს. გამოქვაბული განთქმულია სელენიტის უზარმაზარი კრისტალებით, მათგან ყველაზე დიდი სიგრძით 11 მ-ია, სიგანით _ 4 მ და 55 ტონას იწონის. გამოქვაბულში ტემპერატურა ყოველთვის +58 გრადუსი ცელსიუსა, ტენიანობა კი თითქმის 90%-ს აღწევს. ამის გამო გამოქვაბულის გამოკვლევა ძალიან რთულია. სპეციალური აღჭურვილობითაც კი ადამიანს იქ ყოფნა მხოლოდ 20 წუთით შეუძლია.

პამუკალე (თურქეთი)
პამუკალე (თურქეთი)

პამუკალე (თურქეთი)

პამუკალე ბუნებრივი ტრავერტინის გასაოცარი გამოვლინებაა. ტრავერტინი _ ეს არის ტიპი კირქვისა, რომელიც ილექება ცხელ წყაროებში. პამუკალე 1988 წელს იუნესკომ მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში შეტანა.

შოკოლადის ბორცვები (ფილიპინები)
შოკოლადის ბორცვები (ფილიპინები)

შოკოლადის ბორცვები (ფილიპინები)

შოკოლადის ბორცვები _ ეს არის გეოლოგიური წარმონაქმნი ფილიპინების პროვინცია ბოხოლში 50 კვ კმ-ის ფართობზე. იქ, სულ ცოტა, 1260 ასეთი ბორცვია. მშრალ სეზონში ბორცვებზე ბალახის მწვანე ფერი მოყავისფრო-შოკოლადისფრად იცვლება. აქედან მოდის სახელწოდებაც.

უიუნის მლაშობი (ბოლივია)
უიუნის მლაშობი (ბოლივია)

უიუნის მლაშობი (ბოლივია)

უიუნის მლაშობი _ ეს არის ამომშრალი მარილიანი ტბა ალტიპლანოს ველზე ბოლივიაში. მდებარეობს ქალაქ უიუნისთან, ზღვის დონიდან 3650 მ სიმაღლეზე და მსოფლიოში ყველაზე დიდი მლაშობია _ მისი ფართობი 10582 კვ კმ-ია. წვიმის სეზონზე მლაშობი წყლის თხელი ფენით იფარება და მსოფლიოში ყველაზე დიდ სარკისებრ ზედაპირს ქმნის. სპეციალისტების შეფასებით, უიუნის მლაშობში 10 მლნ ტონა მარილია.

ბაბელე (რუმინეთი)
ბაბელე (რუმინეთი)

ბაბელე (რუმინეთი)

ბაბელე (რუმინულად ნიშნავს “ბებერ ქალს”) _ ასე ეძახიან სოკოს მსგავს კლდოვან წარმონაქმნებს ცენტრალურ რუმინეთში, ბუჩეჯის მთიან მასივში. ეს რუმინეთის ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: შორენა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here