მთავარი ყველაზე ყველაზე 10 ყველაზე ძვირფასი წიგნი მსოფლიოში

10 ყველაზე ძვირფასი წიგნი მსოფლიოში

285
გააზიარეთ
ლესტერის კოდექსი. ლეონარდო და ვინჩი

ურიზენის პირველი წიგნი.

უილიამ ბლეიკი

ურიზენის პირველი წიგნი
ურიზენის პირველი წიგნი

1794 წელს დაბეჭდილი ურიზენის პირველი წიგნი ერთერთი მნიშვნელოვანი წიგნია წინასწარმეტყველური ნაშრომების სერიიდან, რომელიც უილიამ ბლეიკმა დაწერა.

ეს ეგზემპლარი 1999 წელს გაიყიდა ნიუ-იორკის “სოთბის” აუქციონზე 2,5 მლნ დოლარად. წიგნი კერძო კოლექციონერმა შეიძინა.

ბარდ ბიდლის ზღაპრები
ბარდ ბიდლის ზღაპრები

ბარდ ბიდლის ზღაპრები. ჯოან როულინგი

სანამ ეს წიგნი მოიპოვებდა მრავალრიცხოვან მკითხველს ბავშვთა რიგებში, ჯოან როულინგმა 7 ორიგინალური ეგზემპლარი შექმნა _ ხელით დაწერილი. მათგან 6 მეგობრებს აჩუქა, მეშვიდე კი 2007 წელს აუქციონზე გაიტანა გასაყიდად. წიგნი 3,98 მლნ დოლარად გაიყიდა.

“გეოგრაფია” (“კოსმოგრაფია”)
“გეოგრაფია” (“კოსმოგრაფია”)

გეოგრაფია” (“კოსმოგრაფია”). კლავდიუს პტოლომეუსი

ეს არის მსოფლიოში პირველი დაბეჭდილი ატლასი და, ამასთანავე, მსოფლიოში პირველი ილუსტრირებული წიგნი. პტოლომეუსის 1477 წლით დათარიღებული “გეოგრაფია” ლონდონის აუქციონზე თითქმის 4 მლნ დოლარად გაიყიდა.

ტრაქტატი მსხმოიარე ხეების შესახებ
ტრაქტატი მსხმოიარე ხეების შესახებ

ტრაქტატი მსხმოიარე ხეების შესახებ

ამ ნაშრომის ავტორები არიან ანრი ლუი დიუამელ დიუ მონსო, პიერ ანტუან პუატო, პიერ ჟან ფრანსუა ტერპინი. ეს არის ხილის ხეებზე დაწერილი ყველაზე ძვირად ღირებული წიგნი. ამ 5-ტომიანი გამოცემის ასლი 2006 წელს 4,5 მლნ დოლარად გაიყიდა.

გუტენბერგის ბიბლია
გუტენბერგის ბიბლია

გუტენბერგის ბიბლია

გუტენბერგის ბიბლიის ასლი 1987 წელს იმ პერიოდისთვის სარეკორდო თანხად 4,9 მლნ დოლარად გაიყიდა. ეს ერთ-ერთია მსოფლიოში არსებული 48 ასლიდან.

შექსპირის პირველი ფოლიანტი
შექსპირის პირველი ფოლიანტი

შექსპირის პირველი ფოლიანტი

მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნის თავდაპირველი ფასი მხოლოდ 1 გირვანქა სტერლინგი იყო, დღეს მისი დაუზიანებელი ასლი შეუფასებელ წიგნად ითვლება ნებისმიერი კოლექციონერისთვის. 2001 წელს კომპანია “მაიკროსოფტის” თანადამფუძნებელმა პოლ ალენმა ასეთი ასლი 6,16 მლნ დოლარად შეიძინა.

კენტერბერიული ისტორიები
კენტერბერიული ისტორიები

კენტერბერიული ისტორიები. ჯეფრი ჩოსერი

ამ წიგნის პირველი გამოცემა, XV საუკუნით დათარიღებული, 7,5 მლნ დოლარად გაიყიდა ლონდონის აუქციონზე. შესადარებლად: ეს გამოცემა თავდაპირველად 6 გირვანქა სტერლინგად შეიძინა გრაფმა ფიტცვილიამმა 1776 წელს.

ამერიკის ფრინველები
ამერიკის ფრინველები

ამერიკის ფრინველები. ჯეიმს ოდუბონი

ამ 4-ტომეულის პირველი გამოცემა 2010 წელს ლონდონის აუქციონზე 11,5 მლნ დოლარად გაიყიდა.

ჰენრიხ ლოვის სახარება
ჰენრიხ ლოვის სახარება

ჰენრიხ ლოვის სახარება. წმინდა ბენედიქტეს ორდენი

საქსონიის ჰერცოგ ჰენრიხ ლოვის შეკვეთით ბრუნსვიკის ტაძრის ქალწულ მარიამის საკურთხევლისთვის დაწერნილი სახარება 1983 წელს ლონდონში გამართულ “სოთბის” აუქციონზე გერმანიის მთავრობამ 11,7 მლნ დოლარად გამოისყიდა. ეს წიგნი, რომელიც 266 გვერდისგან შედგება, მათ შორის, 50 ილუსტრაციისგან, მე-12 საუკუნის მანუსკრიპტთა შორის შედევრად ითვლება.

ლესტერის კოდექსი. ლეონარდო და ვინჩი

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ წიგნად ითვლება ლეონარდო და ვინჩის მიერ დაწერილი ლესტერის კოდექსი. ამ წიგნის მფლობელია მსოფლიოში ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი, მულტიმილიარდერი ბილ გეიტსი, რომელმაც 1994 წელს ლესტერის კოდექსში 30,8 მლნ დოლარი გადაიხადა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here