Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 10 ყველაზე დიდი ალმასი მსოფლიოში

10 ყველაზე დიდი ალმასი მსოფლიოში

6629
10 ყველაზე დიდი ალმასი მსოფლიოში

ალმასი უძველესი დროიდან აღაფრთოვანებდა ადამიანებს. ეს ძვირფასი ქვა ძალიან პოპულარულია და იუბილეების, ქორწილებისა და ზეიმების სიმბოლოს წარმოადგენს, აგრეთვე, მუდმივი სიყვარულის სიმბოლოს. გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასების ჩამონათვალს.

“ჯონკერი”
“ჯონკერი”
  1. ჯონკერი” _ 726 კარატი

ეს გიგანტური ძვირფასი ქვა იპოვა იაკობ ჯონკერმა 1934 წლის 17 იანვარს სამხრეთ აფრიკის ალმასების საბადოში დედაქალაქ პრეტორიასთან ახლოს. ნაპოვნი ალმასი 726 კარატს იწონიდა და იმხანად სიდიდით მეოთხე იყო მსოფლიოში. ის იპოვეს ცნობილი ალმასის _ “კულინანის” პოვნის ადგილიდან 5 კმ-ის დაშორებით. ალმას “ჯონკერიდან” დაამზადეს 12 ბრილიანტი, თითოეული 143,9 კარატიანი მასით.

“პრეზიდენტი ვარგასი”
“პრეზიდენტი ვარგასი”
  1. პრეზიდენტი ვარგასი” _ 726,6 კარატი (145,32 გრ.)

ეს ალმასი 1938 წლის 13 აგვისტოს აღმოაჩინეს მდინარე სანტუ-ანტონიუს ნაპირებთან (მინას-ჟერაის შტატი, ბრაზილია). 1939 წელს შეფასებული იყო 600 ათას დოლარად. მისგან დაამზადეს 29 ბრილიანტი, რომელთაგან ყველაზე დიდს აქვს 48,26 კარატის მასა. ალმასს სახელი ეწოდა ბრაზილიის იმჟამინდელი პრეზიდენტის _ ჟეტულიუ ვარგასის პატივსაცემად.

“ოქროს იუბილე”
“ოქროს იუბილე”
  1. ოქროს იუბილე” _ 755,5 კარატი (151,1 გრ)

“ოქროს იუბილე” დიდი მოყვითალო-მოყავისფრო ალმასია, ნაპოვნი სამხრეთ აფრიკაში, შახტ Premier Mine-ში 1985 წელს. მისი დამუშავების შემდეგ მიიღეს 545,67-კარატიანი ულამაზესი ბრილიანტი, რომელიც ამჟამად ტაილანდის სამეფო ოჯახის კუთვნილებაა და ინახება ბანგკოკის სამეფო მუზეუმში. ალმასი დაახლოებით 12 მლნ დოლარად არის შეფასებული.

“მდინარე უოიე”
“მდინარე უოიე”
  1. მდინარე უოიე” _ 770 კარატი (154 გრ)

დიდი ალმასების სიაში მეშვიდე ადგილზეა “მდინარე უოიე”, ანუ “გამარჯვების ალმასი” _ ძვირფასი ქვა, რომელიც იპოვეს 1945 წლის 6 იანვარს მდინარე უოიეს ნაპირზე, ქალაქ სეფადუსთან (სიერა-ლეონე) ახლოს. ამ ალმასს ჰქონდა რომბის ფორმა ზომებით 71X53X32. მისი დამუშავების შემდეგ დაამზადეს 30 ბრილიანტი საერთო მასით 282,36 კარატი. მათგან ყველაზე დიდი 31,35-კარატიანია.

“ათასწლეულის ვარსკვლავი”
“ათასწლეულის ვარსკვლავი”
  1. ათასწლეულის ვარსკვლავი” _ 777 კარატი (155,4 გრ)

“ათასწლეულის ვარსკვლავი” უფერო ალმასია. იპოვეს 1990-იანი წლების დასაწყისში დემოკრატიულ რესპუბლიკა კონგოში ქალაქ მბუჯი-მაიისთან. დაამუშავეს ლაზერით და მიიღეს უნიკალური, მსხლის ფორმის ბრილიანტი “De Beers Millennium Star”-ი წონით 203,04 კარატი. ჰარი ფრედერიკ ოპენჰეიემერმა, ალმასების წარმოების უხუცესმა, ეს ალმასი აღწერა, როგორც “ყველაზე ლამაზი ბრილიანტი, რომლის ნახვაც შეუძლია ადამიანს”.

“შეუდარებელი ალმასი”
“შეუდარებელი ალმასი”
  1. შეუდარებელი ალმასი” _ 890 კარატი (178 გრ)

ყველაზე დიდი ალმასების სარეიტინგო სიაში მეხუთეა “შეუდარებელი”, რომელიც 1980 წელს შემთხვევით იპოვეს რესპუბლიკა კონგოში. ის იპოვა გოგონამ, რომელიც თავისი ბიძის ეზოში ქვის გროვაში თამაშობდა. ამ ალმასისგან ლამაზი, 407,48-კარატიანი მოყვითალო-მოყავისფრო ბრილიანტი დაამზადეს.

“სიერა-ლეონეს ვარსკვლავი”
“სიერა-ლეონეს ვარსკვლავი”
  1. სიერალეონეს ვარსკვლავი” _ 968,9 კარატი (193,78 გრ)

“სიერა-ლეონეს ვარსკვლავი” _ ეს არის ალმასი, რომელიც იპოვეს 1972 წლის 14 თებერვალს სიერა-ლეონეს ქალაქ სეფადუსთან. 2,5 მლნ დოლარად შეიძინა ნიუ-იორკელმა იუველირმა ჰარი უინსტონმა. ამ ძვირფასი ქვის განსაკუთრებულობა არის მისი იდეალური ქიმიური სისუფთავე, რომელიც ალმასების მხოლოდ 1%-ისთვის არის დამახასიათებელი. ალმასი დაამუშავეს და მისგან დაამზადეს 17 ბრილიანტი, მათგან ყველაზე დიდია მსხლის ფორმის მქონე 53,98 (10,79 გრ)- კარატიანი. 6-ით კი მორთეს ბროში სახელწოდებით “სიერა-ლეონეს ვარსკვლავი”.

“ექსელსიორი”
“ექსელსიორი”
  1. ექსელსიორი” _ 995,20 კარატი (199,04 გრ)

ყველაზე დიდი ალმასების სარეიტინგო სიაში საპატიო მესამე ადგილი უკავია “ექსელსიორს”, შესანიშნავ მოცისფრო-თეთრ ალმასს, რომელიც 1893 წლის 3 ივნისს იპოვეს სამხრეთ აფრიკის ქალაქ კიმბერლიდან 130 კმ-ში.

1905 წლამდე ითვლებოდა ყველაზე დიდ ალმასად მსოფლიოში. მისგან დაამზადეს 21 ბრილიანტი, მათგან ყველაზე დიდი 69,8-კარატიანია.

“კულინანი”
“კულინანი”
  1. კულინანი” _ 3106,75 კარატი (621,35 გრ)

კულინანი ყველაზე ცნობილი ალმასია მსოფლიოში. ზომით 100X65X50 კმ. შემთხვევით იპოვეს 1905 წლის 25 იანვარს სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორიადან 40 კმ-ის დაშორებით. სახელი უწოდეს საბადოს მეპატრონე ტომას კულინანის პატივსაცემად. ალმასი დაამუშავა ევროპის საუკეთესო სპეციალისტმა იოზეფ აშერმა. კულინანისგან დამზადებულია 9 დიდი და 96 პატარა ბრილიანტი, მათგან ყველაზე დიდს, 530,2-კარატიანს ეწოდა “კულინან I” ან “აფრიკის დიდი ვარსკვლავი”. ეს ყველაზე ძვირად ღირებული ბრილიანტია მსოფლიოში.

“სერხიო”
“სერხიო”
  1. სერხიო” (შავი ალმასი) _ 3167 კარატი (633,4 გრ)

“სერხიო” ყველაზე დიდი შავი ალმასია, აგრეთვე, დედამიწაზე ნაპოვნ ალმასებს შორის ყველაზე დიდი დაუმუშავებელი ალმასი. იპოვეს 1895 წელს ბრაზილიის შტატ ბაიაში. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის, ისევე, როგორც სხვა შავი ალმასები, მეტეორიტული წარმოშობის ძვირფასი ქვაა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here