Home ახალი ამბები საქართველო 1 ივლისიდან 13 200 სამართალდამცველს ხელფასი 250 ლარით მოემატა

1 ივლისიდან 13 200 სამართალდამცველს ხელფასი 250 ლარით მოემატა

877
პოლიცია

პოლიციელებს 1 ივლისიდან ხელფასი 250 ლარით მოემატათ. 13 200 პოლიციელის ხელფასის მატებაზე 19 ივნისს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

“ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული პოლიციელის სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების კომპონენტი. პოლიციელისთვის, რომელიც ზრუნავს სხვა მოქალაქის უსაფრთხოებაზე, დღევანდელი ხელფასის 250 ლარით მომატება არ არის იდეალური, თუმცა ეს არის ის, რაც დღეს შევძელით”, _ განაცხადა გიორგი გახარიამ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სოციალური გარანტიების ძირითადი კომპონენტი მხოლოდ ხელფასი არ არის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here