საერთაშორისო სამართალდამცავმა არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰუმენ რაითს ვოჩმა” გააკრიტიკა აშშ–ის მეთაურობით სირიაში მოქმედი კოალიცია ფოსფორიანი ნაღმების გამოყენებისთვის, _ იუწყება “ასოშიაიტედ პრესი”.
ორგანიზაციას არ აქვს ინფორმაცია, რამდენი ადამიანი დაიღუპა ფოსფორიანი ჭურვებით დაბომბვის შედეგად.
პენტაგონის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ჭურვებით დაბომბვა ტარდებოდა “კვამლის ფარდის მოსაწყობად, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად…”
ცოტა ხნის წინათ ინტერნეტში გამოქვეყნდა რაკასა და მოსულში _ “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებისთვის უმნიშვნელოვანეს ამ ორ ქალაქში, ფოსფორიანი ბომბების გამოყენების დამადასტურებელი ვიდეომასალა.