Home სხვადასხვა დაიჯესტი ჰოლივუდში ჩაფიქრებული აქვთ, ზღაპრებითა და ფილმებით ბავშვებს განუმარტონ ლგბტ იდეების მნიშვნელობა

ჰოლივუდში ჩაფიქრებული აქვთ, ზღაპრებითა და ფილმებით ბავშვებს განუმარტონ ლგბტ იდეების მნიშვნელობა

584
ჰოლივუდში ჩაფიქრებული აქვთ, ზღაპრებითა და ფილმებით ბავშვებს განუმარტონ ლგბტ იდეების მნიშვნელობა

ამერიკულმა ორგანიზაციამ, რომლის სახელწოდებაამილიონი დედა”, გასულ კვირაში მოუწოდა საზოგადოებრიობას, ბოიკოტი გამოუცხადოს Marvelის ახალ ფილმსმარადიულნი”.

მიზეზი _ ორი გეის ვნებიანი კოცნა. აშშ-ში ვერავის გააკვირვებ ეკრანზე გეების კოცნის კადრების დემონსტრირებით, მაგრამ ეს ეხება გარკვეული ასაკისთვის გამიზნულ ფილმებს. ეს ფილმები კი, რომლებიც სუპერგმირებზეა გადაღებული და რომლებსაც “მარადიულნი” განეკუთვნება, ოჯახური ნახვისთვის არის გათვალისწინებული.

ახალ ბლოკბასტერს კინოიმპერია Marvel-ი გადაიღებს. აქ წარმოჩნდებიან ახალი სუპერგმირები და ისინი იქნებიან გეები. მსოფლიო სენსაციის ავტორობა ნაკლებად ცნობილ მსახიობსა და ლგბტ-თემის წარმომადგენელ ჰააზ სულეიმანს უწერია. იგი დარწმუნებით ამბობს, რომ “ბავშვებისთვის განკუთვნილ კინოპროექტებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პერსონაჟების ჩართვა უაღრესად მნიშვნელოვანია. ბავშვი იოლად გაიგებს, რომ ესეც ნორმაა. რა თქმა უნდა, სექსუალური სცენები კაცსა და კაცს შორის იმსახურებს ისეთსავე დამოკიდებულებას, როგორსაც ტრადიციული სექსსცენები. მათ ცენზურა არ უნდა შეეხოს”.

სცენარის მიხედვით, ბედნიერ მშობლებს ეკრანზე კოცნის ბევრი სცენის გადაღება მოუწევთ. ბავშვებისთვის განკუთვნილ მხატვრულ ფილმებში ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. Marvel-ის მომავალ კამინგაუტს დასავლეთში ბევრი პოზიტიური ცნობისმოყვარეობით ელოდება.

ბოლო პერიოდის ყველა რელიზი და პრემიერა გადაფარა “ოცნებათა ფაბრიკის” რეალურ სუპერგმირ ჰარვი ვაინშტაინისთვის გამოტანილმა უმკაცრესმა განაჩენმა: ოსკაროსან პროდიუსერს დიდი ხნით გამოამწყვდევენ გისოსებს მიღმა.

“ფრიად მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი ყალიბის პერსონისთვის გამოეტანათ ასეთი სასჯელი. ეს არის ამერიკისა და მსოფლიოსთვის საჩვენებელი გაკვეთილი”, _ ამბობს იურისტი ტიფანი მა.

“ყველაფერი დაშვებულია! და, როცა ყველაფერი დაშვებულია, შემდეგ ყველაფერი შეუჩერებლად მოძრაობს. მე მას არ ვამართლებ, შენ, ქალბატონო, ჩუმად რატომ იყავი?! ეს არის აბსოლუტური უპრინციპობა, ორმაგი სტანდარტი. სიცრუე მართავს მსოფლიოს. და ჩვენ სხვებზე უკეთ ვიცით, რომ დღეს სწორედ ასეა”, _ ამბობს ნიკიტა მიხალკოვი.

ჰოლივუდში ჩაფიქრებული აქვთ, ზღაპრებითა და ფილმებით ბავშვებს განუმარტონ ლგბტ იდეების მნიშვნელობა

მოშლილია ეთიკის საუკუნოვანი საზღვრები.

ცისარტყელის ფერების პერსონაჟების ჩართვა აუცილებელი ხდება საბავშვო და საყმაწვილო კინოპროდუქციაში.

ზღაპარში კეთილი ფერია გერი გოგონასთვის გოგრას ბრწყინვალე კარეტად გადააქცევს. ახალ ჰოლივუდურ ბლოკბასტერში გერი გოგონას როლს, ვიღაც საიდუმლო ალქაჯის ბრძანებით, შეასრულებს ტრანსგენდერი, რომელიც სოცქსელებშია სახელგანთქმული.

ექსტრავაგანტული პერსონაჟი ვინმე ბილ პორტერი აცხადებს, რომ ჰომოეროტიკა სასარგებლოა ბავშვებისთვის. “მე ვთამაშობ ნათლია ფერიას როლს! მაგიას არ აქვს გენდერი, არ აქვს სქესი. ჩვენ, ფაქტობრივად, უსქესო პერსონაჟი შევქმენით… გესმით, რომ ეს არის კლასიკა, კლასიკური ზღაპარი ახალი თაობისთვის?! ბავშვები ამისთვის მზად არიან”, _ დარწმუნებულია მსახიობი.

აი, მსახიობი ბორის კლუევი კი მიიჩნევს, რომ ეს სრული სისულელეა.

ფართო ეკრანზე ერთნაირსქესიანთა სიყვარული ჯერ კიდევ სენსაციაა, პოპულარულ მულტფილმებში კი თავზესაყრელია.

“ტოტალური ჩაგონება იმისა, რომ ჰომოსექსუალური ურთიერთობანი ნორმაა, უეჭველად დაძლევს ჰეტეროსექსუალობას”, _ ამბობს ცნობილი ამერიკელი სოციოლოგი და ფსიქოლოგი პოლ ქემერონი. ამერიკაში ეს მიღწეულია.

მულტსერიალში “გრიფინები” ოჯახიდან მიდის მამა, რომელმაც წლების შემდეგ შეიგნო თავისი “არატრადიციულობა”. როგორ გაიგოს ასეთ შემთხვევაში ბავშვმა, ვინ ვინ არის?!

“სიმპსონებში” ლესბოსური ქორწილია. ფუტურამში აქტიურად კამათობენ, როგორ გაარჩიონ გეი ჰეტეროსექსუალისგან.

ერთნაირსქესიანი სუპერგმირებისგან ტრადიციულ ღირებულებათა დაცვას მოითხოვს ამერიკელი დედების საზოგადოება: სარჩელი სარჩელზე შეაქვს, მაგრამ მოერევა კი იგი ლგბტ-ს უზარმაზარ ლობის, მთავარ გამპიარებელ ჰოლივუდს?

მულტიკულტურიზმი კი მსოფლიოს კინოსტუდიებს უგზავნის თავის მოთხოვნებს: 2021 წლისთვის კინოპროდუქციის 20 პროცენტი პედერასტული უნდა იყოს. 2024 წლისთვის კი კინოფილმების გმირების ნახევარს არატრადიციული მიდრეკილებები უნდა ჰქონდეს.

ასე თუ გაგრძელდება, ამერიკელი ნატურალი მსახიობების გილდიას უმუშევრობა დაემუქრება.

აშშ-ის პედერასტების პარტიის პოლიტბიუროს დირექტივები მამათმავლობის ბრწყინვალე მწვერვალების დაპყრობისკენ მოუწოდებს ამერიკის დაბნეულ მოქალაქეებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here