Home სხვადასხვა დაიჯესტი ჰიროსიმადან თბილისამდე

ჰიროსიმადან თბილისამდე

როგორ აპირებდნენ “სტრატეგიული მოკავშირეები” ატომური ბომბებით საქართველოს აღგვას პირისაგან მიწისა

2436
ჰიროსიმა 1945 წლის აგვისტოში

1945 წლის 6 აგვისტოს, აშშმა კაცობრიობის ისტორიაში პირველად, გამოიყენა ატომური ბომბი _ ამერიკულ ბომბდამშენ B-29 Enola Gayდან 19 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტის ატომური ბომბი ჩააგდეს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში. სამი დღის შემდეგ კი, 9 აგვისტოს, მეორე ატომური ბომბით ამერიკელებმა ნანგრევებად აქციეს იაპონიის მეორე ქალაქი ნაგასაკი. უშუალოდ აფეთქების შედეგად დაიღუპა 200 ათასზე მეტი ადამიანი, სულ კი 1945-2013 წლებში რადიაციის ზემოქმედებით გამოწვეული დაავადებებით ჰიროსიმასა და ნაგასაკიში დაიღუპა 750 ათასზე მეტი

დასავლეთი საბჭოთა კავშირზე თავდასხმის გეგმებს მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ამუშავებდა, სსრკ-ისა და დასავლელი მოკავშირეების გამარჯვებამდე ფაშისტურ გერმანიაზე. მას შემდეგ, რაც აშშ-მა შექმნა ატომური იარაღი და 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს ჩამოყარა ატომური ბომბები იაპონიის ქალაქებში _ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში (ეს არის ბირთვული იარაღის გამოყენების ერთადერთი შემთხვევა კაცობრიობის ისტორიაში, თანაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ) _ ამერიკელებმა და ბრიტანელებმა შეიმუშავეს საბჭოთა კავშირზე ატომური თავდასხმის გეგმები, მაგრამ 1949 წელს ლავრენტი ბერიას უშუალო ხელმძღვანელობით საბჭოთა კავშირმაც შექმნა ატომური ბომბი, შემდეგ _ სარაკეტო-ბირთვული შეიარაღების კომპლექსი, თავდაცვის სისტემები, რადარები და ავტომატური საპასუხო ბირთვული დარტყმის სისტემები. შედეგად, ანგლოსაქსების ზრახვების განხორციელება, რომ სსრკ-ს (რუსეთს) დაუსჯელად გაანადგურებდნენ, შეუძლებელი შეიქნა.

ჩერჩილის გეგმა

1945 წლის მაისში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ უინსტონ ჩერჩილის დავალებით, ამ ქვეყნის შტაბების უფროსების კომიტეტის წარმომადგენლებმა მოამზადეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ბერლინსა და დასავლეთ გერმანიაში განლაგებულ საბჭოთა ჯარებზე მძლავრ დარტყმას. ოპერაციას ეწოდებოდა ოპერაცია Unthinkable (ოპერაცია “წარმოუდგენელი”). ეს ოპერაცია ჩაიშალა იმიტომ, რომ საბჭოთა ჯარების ნაწილები დროულად გადაჯგუფდნენ და თავდაცვის პოზიციები დაიკავეს.

ბრიტანეთის შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის წევრებმა, რომლებსაც უნდა განეხილათ ზემოხსენებული გეგმა, ჩერჩილისთვის სამწუხარო დასკვნა გამოიტანეს: “რუსებთან ომის დაწყების შემთხვევაში, მზად უნდა ვიყოთ ძვირად ღირებული ტოტალური ომისთვის. ხმელეთზე რუსების რიცხობრივი უპირატესობა, საეჭვოს ხდის სწრაფ სამხედრო წარმატებას”. საბოლოოდ კი ბრიტანელებმა, შეტევითი გეგმის ნაცვლად, შეიმუშავეს თავდაცვითი გეგმა ანალოგიური სახელწოდებით “წარმოუდგენელი” (როგორც ჩანს, საბჭოთა ჯარების შეტევის წარმატებით მოგერიებაშიც არ იყვნენ დარწმუნებულნი).

სსრკზე ატომური თავდასხმის ამერიკელების პირველი გეგმა. 1945 წელი

აშშ-ში სსრკ-ზე ბირთვული თავდასხმის გეგმა 1945 წლის სექტემბერში შეიმუშავეს. 1945 წლის 15 სექტემბერს ამერიკელმა გენერალ-მაიორმა ლორის ნორსტედმა (ნატოს უმაღლესი მხედართმთავარი 1956-1963 წლებში) გენერალ ლესლი გროუვს (აშშ-ის არმიის გენერალი, ბირთვული იარაღის შექმნის პროექტის (მანჰეტენის პროექტი) სამხედრო ხელმძღვანელი 1942-1947 წლებში) გაუგზავნა ზესაიდუმლო დოკუმენტები, რომლებშიც პირველად გაჩნდა სსრკ-ის ტერიტორიაზე ამერიკის მიერ დასაბომბი მიზნების რუკა (ამ რუკაზე მონიშნული იყო ჩინეთის მანჯურიაც, რადგან ის საბჭოთა მეომრებს ჰქონდათ დაკავებული). ამერიკელებს სურდათ, ჰიტლერის წინააღმდეგ ბრძოლაში თავიანთი მოკავშირის მიმართ გამოეყენებინათ “სულ ცოტა” 123 ბომბი. ეს იყო მინიმალური რაოდენობა, “ოპტიმალური” ვარიანტი კი იყო 466 ბომბი.

პრიორიტეტული მიზნების ჩამონათვალში იყო შემდეგი ქალაქები: მოსკოვი, ნოვოსიბირსკი, ბაქო, გორკი (ახლანდელი ნიჟნი ნოვგოროდი), სვერდლოვსკი (ახლანდელი ეკატერინბურგი), ჩელიაბინსკი, ომსკი, კუიბიშეკი (სამარა), ყაზანი, სარატოვი, მაგნიტოგორსკი, მოლოტოვი (პერმი), გროზნო, ნოვოკუზნეცკი და ნიჟნი ტაგილი.

გაერთიანებული შტაბების კომიტეტის სამხედრო დაგეგმვის 1945 წლის 14 დეკემბრის დირექტივაში (#432/D) გაწერილი იყო გეგმა სახელწოდებით Peancer (“მარწუხები”). მასში ატომური დაბომბვისთვის მონიშნული იყო სსრკ-ის 20 ძირითადი ქალაქი და სამრეწველო ცენტრები, რომლებიც 196 ბომბით უნდა გაენადგურებინათ. ამ გეგმას მოჰყვა კიდევ რამდენიმე გეგმა შიშისმომგვრელი სახელწოდებებით: “ცხელი დღე”, “დამფერფლავი სიცხე”, “შეჯანჯღარება” და ა.შ.

ისტორიკოს მაიკლ შერის წიგნშიმზადება შემდეგი ომისთვის”, რომელშიც აღწერილია აშშის სამხედრო გეგმები, ნათქვამია: “მიუხედავად აშშის ხელისუფლების ოფიციალური განცხადებისა, რომ პირველ ბირთვულ დარტყმას არ განახორციელებს, შტაბის წარმომადგენლები, რომლებიც გეგმავდნენ სამხედრო მოქმედებებს, პირდაპირ მოითხოვდნენ პირველი პრევენციული დარტყმის კონცეფციის განხორციელებას”. იმავე წიგნში მითითებულია, რომ ამერიკისთვის საბჭოთა კავშირი, უშუალო საფრთხე კი არა, მხოლოდ პოტენციური მტერი იყო. “საბჭოთა კავშირი არ წარმოადგენს უშუალო საფრთხეს, _ აღიარა შეიარაღებული ძალების სარდლობამ, _ მისი ეკონომიკა და ადამიანური რესურსი გამოფიტა ომმააქედან გამომდინარე, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში სსრკ თავის ძალისხმევას მიმართავს აღდგენისკენსაბჭოეთის შესაძლებლობები, იმისგან დამოუკიდებლად, რას ფიქრობდნენ რუსების განზრახვაზე, საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ სსრკ ჩაითვალოს პოტენციურ მტრად”.

იმას, რომ ომის შემდგომ წლებში სსრკ არ წარმოადგენდა პირდაპირ საფრთხეს აშშ-ისთვის სამხედრო თვალსაზრისით, ხელი არ შეუშლია ამერიკელებისთვის, მოემზადებინათ საბჭოთა ქალაქების ბირთვული დაბომბვის გეგმები.

რუკა იმ ქალაქებისა, რომელთა დაბომბვასაც ამერიკელები აპირებდნენ
რუკა იმ ქალაქებისა, რომელთა დაბომბვასაც ამერიკელები აპირებდნენ

გეგმატოტალურობა” (Totality) _ 1946 .

1946 წელს ირანის კრიზისის პერიოდში ამერიკელი გენერლის _ დუაიტ ეიზენჰაუერის (აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი) შტაბმა შეიმუშავა გეგმა Totality (“ტოტალურობა”), იმხანად აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე მიიღო პირველი ატომური ბომბები. მათი რაოდენობა და წარმოება შეზღუდული იყო, ისევე, როგორც გადატანის საშუალებები (იმხანად ატომური ბომბების გადატანის ერთადერთი საშუალება იყო ბომბდამშენი თვითმფრინავები).

გეგმის სულისჩამდგმელი გახლდათ აშშის 33- პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი, რომელიც ცდილობდა, სსრკ ვერ დაედგინა, რა რეალური ბირთვული შესაძლებლობები ჰქონდა აშშ. “ტოტალურობაიყო კაცობრიობის ისტორიაში პირველი სამხედრო გეგმა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ქალაქის განადგურებას ითვალისწინებდა ატომური ბომბებით.

აი ამ ქალაქების ჩამონათვალი: მოსკოვი, გორკი, კუიბიშევი, სვერდლოვსკი, ნოვოსიბირსკი, ომსკი, სარატოვი, ყაზანი, ლენინგრადი, ბაქო, ტაშკენტი, ჩელიაბინსკი, ნიჟნი ტაგილი, მაგნიტოგორსკი, მოლოტოვი (პერმი), თბილისი, სტალინსკი (ნოვოკუზნეცკი), გროზნო, ირკუტსკი და იაროსლავლი _ სულ 20 ქალაქი.

1950 წელს ამერიკის ბირთვულ არსენალში 300-მდე ბომბი იყო, სსრკ-ს კი იმ მომენტში მხოლოდ 5 ბომბი ჰქონდა. როგორც ჩანს, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ამერიკელებმა კიდევ უფრო მასშტაბური გეგმა შეიმუშავეს, ვიდრე იყო “ტოტალურობა”.

დროპშოტი” _ საბაზისო დაშვება

გეგმადროპშოტიშეიმუშავეს 1949 წელს, როდესაც ჰარი ტრუმენი მეორედ აირჩიეს პრეზიდენტად. ეს გეგმა გამომზეურდა 1978 წელს ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის პერიოდში. სსრკთან ტოტალური ომის გეგმაში, “ტოტალურობისგანგანსხვავებით, პირველ ადგილზე არ იდგა ატომური დაბომბვები, მაგრამ რაოდენობა ატომური ბომბებისა, რომელთა ჩამოყრასაც აპირებდნენ საბჭოთა კავშირის დასახლებულ პუნქტებში, იმდენი იყო, რომ თავისუფლად შეეძლო მოსახლეობის უდიდესი ნაწილისა და ქვეყნის ინდუსტრიული პოტენციალის 85%-ის განადგურება.

გეგმა “საბაზისო დაშვება” _ ეს იყო პირობებისა და დროებითი ჩარჩოების ერთობლიობა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ომის წარმოებისა სსრკ-ის წინააღმდეგ.

პირველი საბაზისო დაშვება იყო ომის დაწყების თარიღი _ 1957 წლის 1 იანვარი; მიზეზი _ სსრკ-ის ან მისი მოკავშირეების მხრიდან გამოგონილი აგრესიის აქტი.

კონფლიქტში აშშ-ის მოკავშირეებად უნდა გამოსულიყვნენ ნატოს წევრები (იმ მომენტში _ კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, იტალია, ნორვეგია, დანია, ისლანდია და პორტუგალია), აგრეთვე, ჩინეთის ნაწილი (რომელშიც დამყარებული არ იყო კომუნისტური მმართველობა), ფილიპინები და ბრიტანული თანამეგობრობის ყველა ქვეყანა, ინდოეთისა და პაკისტანის გარდა.

საბჭოთა კავშირის მხარეს იბრძოლებდნენ: პოლონეთი, ფინეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, ალბანეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მონღოლეთი, მანჯურია, კორეა და კომუნისტური ჩინეთი.

“დროპშოტის” მიხედვით, სსრკ-ის მხარეს შეიძლებოდა დამდგარიყო იუგოსლავიაც, მაგრამ ის, ალბათ, ნეიტრალიტეტს უფრო დაიცავდა.

ირლანდია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, საბერძნეთი, თურქეთი, ეგვიპტე, ტრანსიორდანია, სირია, ლიბანი, ერაყი, საუდის არაბეთი, იემენი, ისრაელი, ირანი, ინდოეთი და პაკისტანი გამოაცხადებდნენ ნეიტრალიტეტს, მაგრამ სსრკ-ის მხრიდან სერიოზული მუქარის შემთხვევაში დაიჭერდნენ აშშ-ის მხარეს.

იყო კიდევ სხვა დამატებითი დაშვებები, რომლებიც ეხებოდა საბჭოთა ჯარების განვითარებასა და შეიარაღებას, აგრეთვე, ნატოსა და სსრკ-ის ჯარების მობილიზაციის ტემპებს, ეკონომიკურ ვითარებას აშშ-ში და ახლო აღმოსავლეთში რესურსების ხელმისაწვდომობას მოკავშირეებისთვის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და სახიფათო იყო დაშვება საყოველთაო ომისა. პუნქტი #14.

ამერიკული ჟურნალ COLLIER'S 1951 წლის ოქტომბრის ნომრის ყდა: ამერიკელი ჯარისკაცი სსრკ-ს რუკის ფონზე, რომლის რაიონები, მათ შორის დედაქალაქი მოსკოვი (ისევე, როგორც სოციალისტური ქვეყნები ევროპაში), აშშ-ის მიერ არის ოკუპირებული
ამერიკული ჟურნალ COLLIER’S 1951 წლის ოქტომბრის ნომრის ყდა: ამერიკელი ჯარისკაცი სსრკ-ს რუკის ფონზე, რომლის რაიონები, მათ შორის დედაქალაქი მოსკოვი (ისევე, როგორც სოციალისტური ქვეყნები ევროპაში), აშშ-ის მიერ არის ოკუპირებული

ატომურ იარაღს გამოიყენებს ორივე მხარე. მასობრივი განადგურების სხვა სახეობები (რადიოლოგიური, ბიოლოგიური, ქიმიური) შეიძლება გამოყენებული იქნას ნებისმიერი მხარის მიერ საპასუხო დარტყმის სახით (გეგმა “დროპშოტი”, თავი I. ქვეთავი 4, პუნქტი 14).

აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მოქმედებები 1958 წლის 1 იანვრიდან, გეგმის მიხედვით, იყოფოდა ოთხ ფაზად:

პირველი ფაზით გათვალისწინებული იყო მოკავშირეების მიერ სსრკ-ის ატომური დაბომბვის დღე (D-Day);

მეორე ფაზა ითვალისწინებდა ფართომასშტაბიან შეტევით ოპერაციებს ფრონტის ხაზზე ყველა სახეობის ჯარით;

მესამე ფაზა _ შეტევითი ოპერაციის განხორციელება სსრკ-ის კაპიტულაციის მომენტამდე;

მეოთხე ფაზა _ კონტროლის დაწესება და კაპიტულაციის პირობების დაცვა.

რატომ არ დადგა ატომური ახალი წელი 1957-ში? მიზეზები, რომელთა გამოცდროპშიტივერ განხორციელდა, ბევრია.

ატომური ახალი წლის გეგმის შემუშავებიდან 8 წლის განმავლობაში მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა:

* 1953 წელს გარდაიცვალა სტალინი. დუაიტ ეიზენჰაუერი კი, რომლის ხელმძღვანელობითაც შეიმუშავეს “ტოტლიტი”, აშშ-ის პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდა. 1955 წელს ეიზენჰაუერი ჟენევის სამიტზე შეხვდა სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლაი ბულგანინსა და სსრკ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან ნიკიტა ხრუშჩოვს, აგრეთვე, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებს. ეს სამიტი უმნიშვნელოვანესი ეტაპი აღმოჩნდა სსრკ-ისა და დასავლეთის მისწრაფებისა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე;

* 1956 წელს სსრკ-ის კომპარტიის XX ყრილობაზე ხრუშჩოვი გამოვიდა მოხსენებით “პიროვნების კულტისა და მისი შედეგების შესახებ”. დაიწყო სსრკ-ის დესტალინიზაციის პროცესი.

4 ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ბირთვული იარაღის სფეროშიც:

* 1951 წელს აშშ-ში ჯაშუშობისთვის გაასამართლეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ცოლ-ქმარ როზენბერგებს, რომლებმაც სსრკ-ს აშშ-ის ბირთვული პროგრამის ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემები და ნახაზები გადასცეს, რომლებმაც ხელი შეუწყო სსრკ-ის ბირთვული პოტენციალის განმტკიცებას;

* 1954 წელს დაიწყო ექსპლუატაცია მსოფლიოში პირველი ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავისა _ USS Nautilus-ის;

* 1956 წელს საბჭოთა ბომბდამშენმა პირველად იფრინა იმ მანძილზე, რომელიც შეესაბამებოდა აშშ-მდე და იქიდან უკან დასაბრუნებელ მანძილს. ამით დაამტკიცა, რომ საბჭოთა პილოტებს გადარჩენის შანსი ჰქონდათ;

* 1957 წელს სსრკ-მა გამოსცადა მსოფლიოში პირველი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც შეეძლო ბირთვული მუხტის გადატანა. საბჭოთა რაკეტა P-7-ს შეეძლო, 8800 კმ მანძილზე გადაეტანა 3 მეგატონის ბირთვული მუხტი. პეტროპავლოვსკ კამჩატკიდან ლოს-ანჯელესამდე მანძილი კი 6600 კმ-ია, მოსკოვიდან ვაშინგტონამდე _ 7850 კმ.

და, როცა სსრკმა მსოფლიოს დაანახვა თავისი ბირთვული შესაძლებლობები, რომ შეეძლო საპასუხო დარტყმით გაენადგურებინა აშშ, სსრკის ატომური დაბომბვის სცენარები წარსულს ჩაბარდა.

დუაიტ ეიზენჰაუერი და უინსტონ ჩერჩილი, 1944წ
დუაიტ ეიზენჰაუერი და უინსტონ ჩერჩილი, 1944წ

აღსანიშნავია, რომ 1949 წელს შემუშავებული გეგმა, “დროპშოტისმიხედვით, 1957 წელს ამერიკელებს შეტევის პირველ ეტაპზე სსრკის 103 ქალაქი უნდა დაებომბათ 300 ატომური ბომბით, მათგან 25 ბომბი განკუთვნილი იყო მოსკოვისთვის, 22 _ ლენინგრადისთვის, 10 _ სვერდლოვსკისთვის, 8 _ კიევისთვის, 5 _ დნეპროპეტროვსკისთვის, ამდენივე _ თბილისისთვის და .. ბირთვული იარაღის გარდა, პირველ ეტაპზე გათვალისწინებული იყო 250 ათასი ტონა ჩვეულებრივი ბომბის გამოყენება. ამერიკელების გათვლებით, მასობრივი ატომური და ჩვეულებრივი დაბომბვის შედეგად სიცოცხლეს გამოასალმებდნენ 60 მლნ ადამიანს, ხოლო სამომავლო საომარი მოქმედების გათვალისწინებით _ 100 მლნზე მეტ საბჭოთა მოქალაქეს.

ზემომოყვანილი ფაქტებიდან ჩანს, რომ აშშ, რომელიც სსრკ-ის მოკავშირე იყო ჰიტლერის წინააღმდეგ ომში, მეორე მსოფლიო ომის პერიოდშივე ცდილობდა სსრკ-ისთვის ზურგში მახვილის ჩაცემას. ატომური დაბომბვებით გეგმავდა, პირისაგან მიწისა აღეგავა სსრკ-ის დიდი ქალაქები, მათ შორის, თბილისი. ასეთია ამერიკა, რომელიც დღეს საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორია” და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე “ზრუნავს”…

აი 1945 წლიდან დღემდე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩადენილი ყველაზე აღმაშფოთებელი დანაშაულების სია (არასრული), რომელიც საინფორმაციო რესურსმა Global Research-მა გამოაქვეყნა:

* 1950-1953 წლებში, აშშ-ის ძალისხმევით, კორეაში 4 მლნ ადამიანი დაიღუპა. მიზეზი: არ დაეშვათ ქვეყნის გაერთიანება სსრკ-ის მხარდაჭერილი მემარცხენე ძალების მიერ;

* “სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ჯვარზე გაკვრა” (ტერმინი ეკუთვნის ცნობილ მეცნიერსა და პოლიტოლოგს _ ნოამ ჩომსკის). აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა 1962-1975 წლებში სიცოცხლეს გამოასალმეს დაახლოებით 3 მლნ ვიეტნამელი, კამბოჯელი და ლაოსელი. მხოლოდ ერთი ოპერაციის _ “ფენიქსის” _ შედეგად სიცოცხლე მოუსწრაფეს 40 ათასი ვიეტნამელს;

* 1988 წლის 3 ივლისს ამერიკული სამხედრო ხომალდი Vincennes -ი შევიდა ირანის ტერიტორიულ წყლებში და ჩამოაგდო ირანის სამოქალაქო თვითმფრინავი რეისი #655. დაიღუპა 290 ადამიანი, Vincennes -ის მეთაურმა კი აშშ-ის ხელისუფლებისგან მიიღო ჯილდო “ღირსეული სამსახურისთვის”;

* “სიკვდილის გზა”. 1991 წელს ამერიკულმა თვითმფრინავებმა გაანადგურეს ტყვედ დანებებული ათიათასობით ერაყელი ჯარისკაცი. ლიბანური წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი ჯოის ჩედიჩი, რომელიც ამ ამბავს შეესწრო, წერდა: “ამერიკელი სამხედროები მანამდე ბომბავდნენ გზაზე მიმავალ ტყვე ერაყელებს, სანამ ყველა არ დახოცეს. ეს იყო მკვლელობა ათიათასობით ადამიანისა, რომლებსაც წინააღმდეგობის გაწევის არანაირი საშუალება არ ჰქონდათ;

* ნოამ ჩომსკიმ ზუსტად აღწერა უპილოტო საჰაერო აპარატების ამერიკული სამხედრო პროგრამა და მას “თანამედროვეობის ყველაზე სასტიკი ტერორისტული კამპანია უწოდა”. პროგრამა, რომელიც ამერიკელებმა 2001 წელს აამოქმედეს, ამჟამადაც ხორციელდება. ჟურნალისტური გამოძიების ლონდონური ბიურო იუწყებოდა, სულ ცოტა, 3 447 ავიადარტყმაზე, რომელთა შედეგად 10 ათასი ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ, რაც ბიურომ მონაცემების შეგროვება დაიწყო, ამერიკული დრონების დარტყმებით 1 427 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში, პაკისტანში, სომალისა და იემენში;

* 1960 წელს აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ მოკლა კონგოს სახელმწიფო მეთაური, ანტიკოლონისტური მოძრაობის ლიდერი პატრის ლუმუმბა. მისი ადგილი კი, აშშ-ის მხარდაჭერით, დაიკავა სისასტიკით განთქმულმა ჯოზეფ მობუტუმ, რომელმაც წიაღისეულით მდიდარ ამ ქვეყანაში 3 მლნ-ზე მეტი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. აშშ, აგრეთვე, აფინანსებს და ყველანაირად ეხმარება რუანდის დიქტატორ პოლ კაგამეს, რომლის სინდისზეც ათიათასობით ადამიანის მკვლელობაა;

* 1965-1966 წლებში აშშ-მა, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიასთან ერთად, მხარი დაუჭირა და დააფინანსა დემოკრატიულად არჩეული ინდონეზიის მემარცხენე მთავრობის დამხობა. ქვეყანაში დაიწყო არეულობები, რომელთა შედეგად მილიონამდე ინდონეზიელი გლეხი, მუშა და ინტელექტუალი დაიღუპა. გენერალი სუჰარტო, რომელიც ხელმძღვანელობდა სახელმწიფო გადატრიალებას, თავისი ავტორიტარული მმართველობის 30 წლის განმავლობაში აშშ-ისგან იღებდა სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას; 1975 წელს სუჰარტო ვაშინგტონელი სპონსორების დახმარებით შეიჭრა აღმოსავლეთ ტიმორში და დაიწყო ამ ქვეყნის ანექსია. შედეგად დაიღუპა 180 ათასი მშვიდობიანი მცხოვრები;

* 1973 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობით ხუნტამ დაამხო ჩილეს პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე და მის ადგილას დასვა მარიონეტი აუგუსტო პინოჩეტი, რომლის რეჟიმმაც აშშ-დან იმპორტირებული ეკონომიკური პოლიტიკის ცხოვრებაში გატარებისას სიცოცხლეს გამოასალმა 30 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე;

* რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ის მიერ დაფინანსებულმა ავტორიტარულმა რეჟიმებმა ცენტრალურ ამერიკაში მოკლეს 300 ათასზე მეტი ადამიანი. გვატემალაში, სალვადორსა და ჰონდურასში ადამიანებს ხოცავდნენ და ასახიჩრებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოითხოვდნენ სამუშაო და სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და მიწის სამართლიანად განაწილებას;

* 1999 წელს აშშ-მა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა განსაკუთრებული სისასტიკით დაბომბეს იუგოსლავია (ძირითადად, სერბეთი), დაიღუპა 1700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის _ 400 ბავშვი. სერბეთს ჩამოაჭრეს მისი ძირძველი მიწა _ კოსოვო და იქ დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს;

* 465 ათასი სირიელი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა ამ ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომში, რომელსაც დასასრული არ უჩანს. და ეს გამოწვეულია აშშ-ისა და მისი მოკავშირეების, მათ შორის, საუდის არაბეთის ინტერესებით.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here