ჰერაკლეს მოლოდინში

    ბერძნულ მითოლოგიაში არის ასეთი ეპიზოდი: ავგიას მემკვიდრეობით ერგო სიმდიდრე მრავალრიცხოვანი რემებისა და ჯოგების სახით, მაგრამ ცხოველთა სადგომები მიშვებული ჰქონდა, არ უვლიდა და არ ასუფთავებდა. ნეხვის და ნაკელის სუნით ყარდა იქაურობა. ჰერაკლემ ავგიასთან მოლაპარაკების შემდეგ  წარმოუდგენელი რამ შეძლო. მან ერთ დღეში დაასუფთავა ყველა სადგომი, რომლესაც ოცდაათი ის განმავლობაში ადამიანის ხელი არ მიჰკარებოდა და სიბინძურეში იყო ჩაფლული. ცოტა ხნით დავანებოთ თავი ძველ საბერძნეთსაც და ავგიას თავლასაც, ომლის  სიბინძურის შესახებ თქმულება ათასწლულებს შემორჩა. აგერ, ჩვენი დროის საქართველოში გადმოვინაცვლოთ

    12 მარტს (2025 წ.) გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც გვაუწყებს: „ავტორიზაციის საბჭომ ხელახალი განხილვის შემდეგ ილიაუნის სრული, უპირობო ავტორიზაცია მიანიჭა. საბჭოს სხდომის პარალელურად, ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები უნივერსიტეტის მხარდაჭერის მიზნით იყვნენ შეკრებილები. დასკვნა, რომლის საფუძველზეც საბჭომ ავტორიზაციის მინიჭებაზე იმსჯელა, ამბობს, რომ უნივერსიტეტი ყველა სტანდარტის შესაბამისად აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო უნივერსიტეტისთვის”.

    ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იმიტომ აღმოჩნდა, რომ შარშან სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. უნივერსიტეტს სრული ავტორიზაცია არ მისცეს და მხოლოდ ერთი წლით გაუგრძელეს მოქმედების ვადა, რომლის შემდეგ სპეციალური მონიტორინგი უნდა ჩატარებულიყო. უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის გაუგებარი იყო, რატომ დააკლო საბჭომ უნივერსიტეტს ქულები და რის შესამოწმებლად უნდა ჩაეტარებინა ხარისხის ცენტრს ერთი წლის თავზე მონიტორინგი.

    უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრა. 30 დეკემბერს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა – აპელაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორიზაციის საბჭოს დაეკისრა ვალდებულება, ხელახლა განეხილა ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი. და, აი, 12 მარტს „ავტორიზაციის საბჭომ ხელახალი განხილვის შემდეგ ილიაუნის სრული, უპირობო ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო”.

    საერთოდ, რას წარმოადგენს ეს ილიაუნი?

    ილიაუნი შემოკლებული დასახელებაა და უნდა გავშიფროთ, როგორც ილიას უნივერსიტეტი. ნათქვამია, გემოვნებაზე არ დავობენო, და სწორიც არის. გემოვნების დეფიციტს კი არ უნდა ეკამათო, უნდა ამხილო და დაგმო. არ მესმის, როგორ შეიძლება, ილიას უნივერსიტეტს ილიაუნის უწოდებდნენ და ეს კომპოზიტი ყურს უხეშად არ ხვდებოდეს?! მაგრამ გააჩნია, ვის ასხია ის ყურები, რომელიც მგრძნობიარე უნდა იყოს ამგვარი ენობრივი წარმონაქმნების მიმართ. ილიაუნის ხსენებისას ილია (ქართველი ერის თანამდევი უკვდავი სული) კი არ გვახსენდება, რომლის სახელით სპეკულაციასაც ცდილობენ, არამედ რაღაც უსიამოვნო ფონეტიკა შემოდის – უსიამოვნო და გაუგებარი, მაგრამ ჯანდაბას ფონეტიკა, აქ შინაარსია მთავარი. სამწუხაროდ, ეს არ არის უნივერსიტეტი, ეს არის დასავლეთიდან ლიბერალიზმის სახელით შემოსული უწმინდურების სამჭედლო, რომელიც კლავს საქართველოს მომავალს. სხვათა შორის, ილიაუნის ფუნქცია და დანიშნულება კარგად იყო გააზრებული ერთ მკრეხელურ ნახატში, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ სკანდალი გამოიწვია. ეს მოხდა 2015 წელს. ქართული პრესა წერდა, რომ ილიაუნის კედელზე გამოფინეს ვიღაცის უნიჭო ნახატი  ღვთისმშობლის გამოსახულებით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით თავს იკლავდა. ავტორმა ეს „შედევრი“ ფემინიზმის თემას და 17 მაისის მოვლენებს (თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე ლგბტ აღლუმის დარბევას) მიუძღვნა”.

    ილიაუნის სტუდენტებს შორისაც კი აღმოჩნდნენ ისეთები, ვინც ეს სამარცხვინო ფაქტი დაგმო. სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ბერდია ბერიძე წერდა:

    „ღვთისმშობელი თავს იკლავს ილიაუნიში. გასაგებია, რომ ვსწავლობთ ლიბერალურ უნივერსიტეტში, თუმცა რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა ჩემთვის ისეთივე გაუნათლებლობა და უგუნურებაა, როგორც რელიგიური ფანატიზმი. დაუშვებელია, რომ სხვის სიწმინდეს ასეთი სახით შეეხო. არ ვიცი სურათის შინაარსი, თუმცა ფორმა მიუღებელია ჩემთვის და ბევრი სტუდენტისთვის. სამწუხაროა, რომ ილიაუნიში ხდება ეს”.

    ამ მკრეხელობას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ასე გამოეხმაურა: წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში არის გამოფენა, სადაც გამოსახულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, რომელსაც პისტოლეტი უჭირავს და თავს იკლავს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოებისა და საქართველოსი. ძალიან მიკვირს, თუ როგორ დაუშვეს რექტორმა და პროფესორმასწავლებლებმა ასეთი მკრეხელობა. ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ მომხდარა საქართველოში. საქართველო არის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და იმედი მაქვს, რომ გამოსწორდებიან“.

    ვინც ფიქრობს, რომ ილიაუნის ხელმძღვანელები ერის სულიერი მამის ამ პოზიციის გამო შეწუხდებოდნენ, ძალიან ცდება. მათი პასუხი არანაკლებ მკრეხელური იყო, ვიდრე თვით ფაქტი, რომელსაც ეს ამბები მოჰყვა: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დაიცავს თავისი პროფესორებისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებას ნებისმიერი ინსტიტუტის ცენზურისგან”.

    ეს ერთი მაგალითიც (თუმცა სხვაც უამრავია) საკმარისია იმის გასააზრებლად,  რა დაწესებულებაა ეს ე.წ. ილიაუნი. ეს არის, როგორც უკვე ვთქვი, ლიბერალურ-ფაშისტური კადრების სამჭედლო, ანუ, სხვა სიტყვებით,  ეს არის ახალგაზრდების სულისა და ცნობიერების დასაბინძურებლად და დასამახინჯებლად შექმნილი და მოწოდებული ორგანიზაცია, რომლის გასუფთავებას ვეღარ შეძლებს გმირი ჰერაკლეც კი, რომელმაც სიბინძურის ყველაზე დიდი სიმბოლო, ავგიას თავლა, ერთ დღეში გაწმინდა ოცდაათი წლის განმავლობაში ნაგროვები სიბინძურისგან.

    ავგიას თავლა მატერიალური სიბინძურის სიმბოლოა, ილიაუნი კი – დაბინძურებული სულისა და ცნობიერებისა. ეს ნათქვამი ყველაზე ნაკლებად სტუდენტებს ეხება, შედარებით მეტად – პროფესორ-მასწავლებლებს, ყველაზე მეტად კი – დასავლეთის იმ ძალებს, რომლებიც, როგორც ახლა ირკვევა, დიფ სტეიტის კლანჭებში არიან მოქცეულნი და მილიარდებს ხარჯავენ ილიაუნის მსგავსი ბინძური ორგანიზაციების მომრავლებისა და მოღონიერების გზით  გონების დასაბნელებლად.

    ამაში საკვირველი არაფერია, საკვირველი არის ის, რომ იმ დროს, როდესაც დიპ სტეიტის წინააღმდეგ აშშის პრეზიდენტმა ჯვაროსნული ომი გამოაცხადა, საქართველოს ხელისუფლებას რატომ არ უნდა შესწევდეს ჩვენი მომავლის მკვლელი ამ ბინძური ორგანიზაციისთვის ავტორიზაციის შეჩერების უნარი?! როგორ შეიძლება, დიპ სტეიტის ამ პირმშოს საქართველოს ბინძურ საქმიანობაში ხელსაც კი არ უშლიდე, თუკი საამისო საშუალება გეძლევა?! მე ხომ არ ვამბობ, აქამდე რატომ არ გააკეთეთ ეს ამბავი-მეთქი, მე გეუბნებით, ახლა, როდესაც დაწყებულია და ნებადართულია ამ სიბინძურესთან ბრძოლა, რატომ არ აკეთებთ ამას? რა გიშლით ხელს? ვითარების გამწვავებას ერიდებით? ამაოდ! ამას არავითარი აზრი არ აქვს, რადგან მთელი ეს ორგანიზაცია თითქმის სრული შემადგენლობით (პროფესორმასწავლებლებითა და სტუდენტებით) რუსთაველის პროსპექტზე ათენაღამებს და ყველა იმ სიბინძურის თანაავტორი და თანაორგანიზატორია, რომლეიც იქ ტრიალებს.

    ბოლოს და ბოლოს, საქმე ის კი არ არის, შეძლებენ თუ არა ისინი სახელმწიფო გადატრიალებამდე ქვეყნის მიყვანას, მათი მიზანი უფრო შორს მიდის და უფრო ვერაგულია, ვიდრე თუნდაც სახელმწიფო გადატრიალება იქნება. ისინი ახალგაზრდების სულის დამახინჯებისა და გონების დაბინძურების საქმეს ემსახურებიან, რადგან თავადაც ასეთები არიან და დავალებაც შესაბამისი აქვთ მიღებული. ეს გაცილებით საშიში მოვლენაა, ვიდრე ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა.

    ხელისუფლებას მივმართავ: გაწმინდეთ ეს ავგიას თავლა და შეაჩერეთ ეს შორს მიმავალი ბოროტება, ნუ ხართ ჰერაკლეს (ან ვინმე მსგავსის) მოლოდინში! ეს თქვენი გასაკეთებელია! 

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                     

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here