გაეროში აშშ–ის მუდმივ წარმომადგენელს, ნიკი ჰეილის, ჰიუსტონის (ტეხასის შტატი) უნივერსიტეტში გამოსვლისას უსტვენდნენ, _ წერს The Algemeiner–ი.
მასალაში ნათქვამია, რომ ჰეილის, სიტყვის დაწყებიდან სულ რამდენიმე წუთში ვიღაც მამაკაცმა დარბაზიდან შესძახა, რომ იგი “ხელს უწყობს გენოციდს”. პასუხად ორატორმა მხოლოდ წაიჩურჩულა: “ღმერთო ჩემო…”
ოციოდე სტუდენტი პალესტინის მხარდამჭერ ლოზუნგებს გაჰყვიროდა. აქცია რამდენიმე წუთს გაგრძელდა. “წესრიგის დამრღვევნი” დარბაზიდან გააძევეს.